შარდსასქესო ორგანოთა ანომალიები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

შარდსასქესო ორგანოთა ანომალიები

შარდსასქესო ორგანოთა ანომალიები

თანდაყოლილი ანომალიების 35-40% შარდსასქესო ორგანოების ანომალიათა წილად მოდის. ეს ანომალიები რამდენიმე ჯგუფად იყოფა: ერთეულ და მრავლობით, მსუბუქ (რომლებიც მთელი სიცოცხლე არ იჩენს თავს) და რთულ (რომელიც ხშირად სიცოცხლესთან შეუთავსებელია) ანომალიებად. ვინაიდან საშარდე და სასქესო სისტემების განვითარება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ასიდან 33 შემთხვევაში საშარდე სისტემის ორგანოთა ანომალიები სასქესო ორგანოთა ანომალიებთან არის შეუღლებული. შარდსასქესო ორგანოთა ანომალიებს შორის შემდეგ ჯგუფებს გამოყოფენ: თირკმლის სისხლძარღვების ანომალიებს; თირკმლის ანომალიებს; შარდსაწვეთების ანომალიებს; შარდის ბუშტის ანომალიებს; შარდგამომყოფი არხის ანომალიებს; ქალისა და მამაკაცის  სასქესო ორგანოთა ანომალიებს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

თირკმლის

სისხლძარღვთა ანომალიები
ეს შარდსასქესო ორგანოების საკმაოდ გავრცელებული ანომალიებია, თუმცა მათდამი დამოკიდებულება ორგვარი შეიძლება იყოს. ერთი მხრივ, ისინი, როგორც წესი, თან სდევს თირკმლის სხვადასხვა ანომალიას - გაორებას, დისტოპირებას და სხვა, მეორე მხრივ, შეიძლება დამოუკიდებელ დაავადებადაც მოგვევლინოს. ისეც ხდება, რომ სისხლძარღვთა ანომალიები თირკმელების დაავადების - ჰიდრონეფროზის, არტერიული
ჰიპერტონიის - მიზეზად იქცევა. განასხვავებენ თირკმლის ვენებისა და არტერიების რაოდენობრივ ანომალიებს, მათი ფორმისა და განლაგების ანომალიებს. ამ პათოლოგიებს მეტწილად ქირურგიული გზით მკურნალობენ, უფრო ხშირად კი თირკმლის სისხლძარღვთა ანომალიები არაფრით იჩენენ თავს.


შარდსაწვეთების ანომალიები
შარდსაწვეთების ანომალიები შარდსასქესო სისტემის ანომალიათა 22%-ს შეადგენს. ისინი, ისევე როგორც სხვა ანომალიები, შესაძლოა ბავშვობაში შემთხვევით გამოვლინდეს სულ სხვა დაავადების სადიაგნოზოდ ჩატარებული გამოკვლევისას, თუმცა მათ შეიძლება თან ახლდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევებიც. უმეტესად გვხვდება შარდსაწვეთის შევიწროება ან გაფართოება. შარდსაწვეთის ანომალია მრავალგვარია, თუმცა ყოველი მათგანი შარდის გადაადგილების, უროდინამიკის, დარღვევას იწვევს. უროდინამიკის დარღვევას, თავის მხრივ, თირკმლის ანთება და მისი ფუნქციის მოშლა მოსდევს. ბავშვებში შარდსაწვეთების ანომალიები ხშირად ორმხრივია და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევამდე მივყავართ. ასეთი ანომალიები 6-10 წლის ასაკში ვლინდება. დიაგნოსტიკაში წამყვან როლს ექსკრეტორული უროგრაფია ასრულებს.


შარდის ბუშტისა და შარდსადენი არხის ანომალიები
ეს შარდსასქესო სისტემის შედარებით იშვიათი ანომალიებია. მათ მიეკუთვნება შარდის ბუშტის ექსტროფია, შარდის ბუშტის დივერტიკული, ჰიპოსპადია, ეპისპადია და სხვა. ამ ანომალიებმა შესაძლოა დაბადებისთანავე იჩინოს თავი (შარდის ბუშტის ექსტროფია), შესაძლოა მთელი სიცოცხლე შეუმჩნეველი დარჩეს (შარდის ბუშტის დივერტიკული). შარდის ბუშტისა და შარდსადენი არხის ანომალიებს მკურნალობენ მსოფლიოში მიღებული პრინციპებით ბავშვის ასაკისა და პათოლოგიის სიმძიმის გათვალისწინებით. ახლა კი ამ პათოლოგიებზე უფრო ვრცლად შევჩერდეთ.

  • შარდის ბუშტის ექსტროფია განვითარების უმძიმესი მანკია. ამ დროს არც შარდის ბუშტის წინა კედელია ჩამოყალიბებული და არც მისი შესაბამისი მუცლის წინა კედელი. ვაჟებში ეს ანომალია გოგონებზე^ორჯერ ხშირია. ამ მანკის ბუნება ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. შარდის ბუშტის ექსტროფიას ყოველთვის ახლავს თან ტოტალური ეპისპადია და ბოქვენის ძვლების გახლეჩა. დიაგნოზს დაბადებისთანავე სვამენ. შარდის ბუშტის ექსტროფიის მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით ხდება, ხოლო ოპერაციის მეთოდი მანკის ხარისხზეა დამოკიდებული.
  • დივერტიკული შარდის ბუშტის თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიაა, რომლის დროსაც ბუშტის ერთ-ერთ კედელზე ტომსიკისმაგვარი გამობერილობა ჩნდება. ბავშვებში ეს მანკი, წესისამებრ, თანდაყოლილია. დივერტიკული უმეტესად ერთეულია, ძალზე იშვიათად - მრავლობითი და უფრო მეტად შარდის ბუშტის უკანა და გვერდითა კედელზე ყალიბდება. დივერტიკულში, ჩვეულებრივ, შარდი გროვდება, რაც ცისტიტის განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო როცა მასში იხსნება ერთ-ერთი შარდსაწვეთი, წარმოიშობა პიელონეფრიტის განვითარების საფრთხე.



ბავშვი შესაძლოა უჩიოდეს შარდვის გაძნელებას, შარდის ორ ნაწილად გამოყოფას (ამ დროს ჯერ შარდის ბუშტი იცლება, შემდეგ - დივერტიკული). უროლოგმა შარდის ბუშტის დივერტიკულის დიაგნოზი შეიძლება დასვას ცისტოსკოპიის და ცისტოგრაფიის ჩატარების შემდეგ. ამ ანომალიას ქირურგიული გზით მკურნალობენ. ჩარევის არსი შარდის ბუშტის დეფექტის მოშორებაა.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად