საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ბავშვებში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ბავშვებში

საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ბავშვებში

ბავშვებში განსაკუთრებით არის გავრცელებული შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობა - ღამის ენურეზი. "ენურეზი" ბერძნული სიტყვაა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას, შარდის შეუკავებლობას ნიშნავს. რა იღონონ მშობლებმა, როცა მათ შვილს ეს პრობლემა აწუხებს? გვესაუბრება პროფესორი გურამ ჩიტაია.


- ღამის ენურეზი შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობაა. განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსიის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება. პირველადი ღამის ენურეზი ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც

ხდება. ასეთი რამ აღენიშნებათ 5 წელს გადაცილებულ ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ უდასტურდებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება.

- რა იწვევს ღამის ენურეზს?
- ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:

ფსქოლოგიური ხასიათის მომენტები:

  • უროდინამიკური პრობლემები;
  • საშარდე გზების ინფექციები;
  • საშარდე გზების სარქვლები;
  • ხერხემლის სვეტის დაზიანება.

ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, არც ძილის წინ მიღებული სითხის ოდენობაზეა დამოკიდებული, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით აჩენს პრობლემებს. ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.


- როგორია გენეტიკური ფაქტორის როლი?
- დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ ის ბავშვსაც ექნება, 40-45%-ს აღწევს. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იზრდება. ამჟამად დადგენილია ზოგიერთ ქრომოსომაზე ენურეზის მიმართ პასუხისმგებელი გენების ლოკალიზაცია და მიმდინარეობს გენის ლოკუსთან დაკავშირებული სპეციფიკური მექანიზმების შესწავლა.


- თუ შეიძლება, რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ ენურეზის გამომწვევი თითოეული ფაქტორი...
- დავიწყოთ ძილის დარღვევით. ცნობილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს ღრმად სძინავთ და გამოფხიზლება უჭირთ. მათ გამოფხიზლების ცენტრის აქტივობის შეფერხების გამო დაქვეითებული აქვთ შარდის ბუშტის ავსების შეგრძნება. ხშირად მშობლები ბავშვს აღვიძებენ და ტუალეტში წასვლას აიძულებენ. თუ პატარა ბოლომდე ფხიზლდება, ასეთი რამ კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ ნახევრად სძინავს, ამით მის მდგომარეობას კიდევ უფრო დავამძიმებთ.


ენდოკრინული დარღვევები
დადგენილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს დაქვეითებული აქვთ ვაზოპრესინის - ანტიდიურეზული ჰორმონის - გამომუშავება, რის გამოც თირკმლის შემკრებ მილაკებში სუსტდება წყლის უკუშეწოვა და ღამის განმავლობაში წარმოიქმნება შარდის ჭარბი რაოდენობა, რომელსაც შარდის ბუშტი ვერ იტევს.


უროდინამიკური დარღვევები
ეს ტერმინი შარდის ბუშტის ფუნქციური მოცულობის შემცირებას გულისხმობს. ბუშტის სიმცირის გამო პატარები ვერ იკავებენ ღამით გამომუშავებულ ნორმალური მოცულობის შარდს. ასეთი ბავშვები დღის საათებში ხშირად და მცირე ულუფებით შარდავენ, აქვთ მოშარდვის ძლიერი იმპერატიული სურვილი.




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 04-08-2018
nino
rogor gadavachviot pamperss bavshvebi? 4 da 5 wlis arian.
თარიღი : 05-06-2018
Tamar xatelishvili
გამარჯობათ! ერთი შეკითხვა მაქვს ..ჩემი ბიჭი 4 წლისა და კუტუზე სულ იკიდებს ხელს...შეიძლება რომ მარილებით იყოს ეს გამოწვეულიიი...ან როგორ ვუმკურნალოოო მარილები თუ აქვს...წინასწარ გიხდით მადლობას..
თარიღი : 07-11-2014
guram chitaia
ხომ სეიზლება ეს დიდებსაც დაემარტოს?ანუ 40 ცელს გადაცილებულებს?მატ რა მოიმოკმედონ?როგორ უმკურნალონ ტავს?ვინაიდან ექიმტან სირცხვილის გამო ვერ მიდიან. გტხოვტ მიპასუხოტ
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
ფასი: 39.9
სპორტით დაკავებული მამაკაცებისთვის-30 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად