მწვავე ცისტიტი - დაავადების გამოვლინება და მიმდინარეობის პროცესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვავე ცისტიტი - დაავადების გამოვლინება და მიმდინარეობის პროცესი

მწვავე ცისტიტი, როგორც წესი, აღმოცენდება უეცრად – მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათში. ძირითადად ასეთი ფაქტორია გადაცივება.

დამახასიათებელია მწვავე ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (შარდის ბუშტის არე), შარდვისას წვა, ხშირი შარდვა მცირე რაოდენობის შარდით და ხშირად შეიძლება აღინიშნებოდეს შარდის შეუკავებლობა. ზოგჯერ, მწვავე ცისტიტის დროს, შარდში შეიძლება გამოჩნდეს სისხლი.

ხშირად შარდი შემღვრეულია, რაც განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით ბაქტერიების, ერითროციტების, ლეიკოციტების, ეპითელიუმის არსებობით.

სხეულის ტემპერატურა მწვავე ცისტიტის დროს ნორმის საზღვრებში რჩება, მაგრამ თუ აღინიშნა მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ეს მიანიშნებს ანთებით პროცესში თირკმლის ქსოვილის ჩართვაზე, ანუ შეიძლება ვივარაუდოთ პიელონეფრიტის განვითარება.

მწვავე ცისტიტის დროს კლინიკური ნიშნების გამოვლინება სხვადასხვაგვარია, უფრო მსუბუქ შემთხვევაში, ადამიანი მხოლოდ სიმძიმის შეგრძნებას განიცდის მუცლის ქვედა ნაწილში.

აღინიშნება მცირე მტკივნეულობა შარდვის აქტის დასრულებისას, ზოგჯერ ეს სიმპტომები 2-3 დღეში მკურნალობის გარეშეც გაივლის. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში, მწვავე ცისტიტი (დროული მკურნალობისასაც კი) მიმდინარეობს დაახლოებით 7 დღე.

თუ ამ ვადის შემდეგ არ გამოჯანმრთელდა ადამიანი, ეს მეტყველებს რაიმე თანმხლებ დაავადებაზე, რომელიც შარდის ბუშტში ანთებითი პროცესის განვითარებას განაპირობებს, რაც დამატებით კვლევებს საჭიროებს.

მწვავე ცისტიტის დიაგნოსტიკა, მისი კლასიკური გამოვლინებით, ჩვეულებრივ, სირთულეს არ წარმოადგენს.

ლაბორატორიული კვლევისას შარდში აღმოჩნდება ხოლმე ლეიკოციტები, ერითროციტები, მცირე რაოდენობით ცილა (ალბუმინურია).

მწვავე ცისტიტის მიმდინარეობა კეთილსაიმედოა და, როგორც წესი, 6-10 დღეში დაავადების კლინიკური გამოვლინება ნელ-ნელა უკან იხევს, მდგომარეობაც უმჯობესდება.

მწვავე ცისტიტის დროს ანთებითი ცვლილებები, ჩველებრივ, შარდის ბუშტის ლორწოვანის დაზიანებით შემოიფარგლება.

მწვავე ცისტიტი, როგორც წესი, აღმოცენდება უეცრად – მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათში. ძირითადად ასეთი ფაქტორია გადაცივება.

დამახასიათებელია მწვავე ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (შარდის ბუშტის არე), შარდვისას წვა, ხშირი შარდვა მცირე რაოდენობის შარდით და ხშირად შეიძლება აღინიშნებოდეს შარდის შეუკავებლობა. ზოგჯერ, მწვავე ცისტიტის დროს, შარდში შეიძლება გამოჩნდეს სისხლი.

ხშირად შარდი შემღვრეულია, რაც განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით ბაქტერიების, ერითროციტების, ლეიკოციტების, ეპითელიუმის არსებობით.

სხეულის ტემპერატურა მწვავე ცისტიტის დროს ნორმის საზღვრებში რჩება, მაგრამ თუ აღინიშნა მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ეს მიანიშნებს ანთებით პროცესში თირკმლის ქსოვილის ჩართვაზე, ანუ შეიძლება ვივარაუდოთ პიელონეფრიტის განვითარება.

მწვავე ცისტიტის დროს კლინიკური ნიშნების გამოვლინება სხვადასხვაგვარია, უფრო მსუბუქ შემთხვევაში, ადამიანი მხოლოდ სიმძიმის შეგრძნებას განიცდის მუცლის ქვედა ნაწილში. აღინიშნება მცირე მტკივნეულობა შარდვის აქტის დასრულებისას, ზოგჯერ ეს სიმპტომები 2-3 დღეში მკურნალობის გარეშეც გაივლის. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში, მწვავე ცისტიტი (დროული მკურნალობისასაც კი) მიმდინარეობს დაახლოებით 7 დღე. თუ ამ ვადის შემდეგ არ გამოჯანმრთელდა ადამიანი, ეს მეტყველებს რაიმე თანმხლებ დაავადებაზე, რომელიც შარდის ბუშტში ანთებითი პროცესის განვითარებას განაპირობებს, რაც დამატებით კვლევებს საჭიროებს.

მწვავე ცისტიტის დიაგნოსტიკა, მისი კლასიკური გამოვლინებით, ჩვეულებრივ, სირთულეს არ წარმოადგენს.

ლაბორატორიული კვლევისას შარდში აღმოჩნდება ხოლმე ლეიკოციტები, ერითროციტები, მცირე რაოდენობით ცილა (ალბუმინურია).

მწვავე ცისტიტის მიმდინარეობა კეთილსაიმედოა და, როგორც წესი, 6-10 დღეში დაავადების კლინიკური გამოვლინება ნელ-ნელა უკან იხევს, მდგომარეობაც უმჯობესდება.

ქრონიკული ცისტიტის დროს, როგორც წესი, პათოლოგიურ პროცესში ერთვება შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის დიდი ნაწილი. ცისტოსკოპიისას ლორწოვანი გარსი შეშუპებული, ინფილტრირებული, გასქელებული და ჰიპერემიულია. მისი ელასტიკურობაც დაქვეითებულია.

უმრავლეს შემთხვევაში, ქრონიკული ცისტიტი დამოუკიდებლად არ ვითარდება და მეორეული დაავადებაა ხოლმე. ისეთი დაავადებები, როგორებიცაა შარდ-კენჭოვანი დაავადება, პროსტატიტი, ურეთრიტი, პროსტატის ადენომა, სიმსივნური პროცესები შარდის ბუშტში, ქრონიკული პიელონეფრიტი, ხშირად არის ქრონიკული ცისტიტის განვითარების მიზეზი.

ქრონიკული ცისტიტის დროს დაავადების კლინიკური ნიშნები მწვავე ცისტიტის მსგავსია, მაგრამ ნაკლები

სიმძაფრითაა გამოხატული. იგი საკმაოდ მრავალფეროვანია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და ეფექტურად ჩატარებულ თერაპიაზე.

ქრონიკული ცისტიტი შეიძლება მიმდინარეობდეს შარდში მეტ-ნაკლები ცვლილებებით (ბაქტერიების, ლეიკოციტებისა და სხვა ჩანართების არსებობა) და ჩივილებით, ასევე ჰქონდეს მორეციდივე ხასიათი, ანთებითი პროცესის პერიოდული გამწვავებებით. პაციენტს ხშირად აღენიშნება რემისიებიც. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება ცისტოსკოპია.