შარდის ბუშტის ანთება: მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

შარდის ბუშტის ანთება: მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

შარდის ბუშტის ანთება: მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა
შარდის ბუშტის ანთებას უმეტესად არასერიოზულად ეკიდებიან. ბევრს ჰგონია, რომ ცისტიტი პრაქტიკულად უვნებელია და ერთი-ორი ტაბლეტის მიღების შემდეგ უკვალოდ გაივლის. ამ დაავადებისადმი ასეთი არასერიოზული მიდგომა არ შეიძლება, რადგან მომავალში მან შესაძლოა მრავალი უსიამოვნება მოგვაყენოს. ცისტიტს ექიმმა უნდა უმკურნალოს, თანამიმდევრულად და მეთოდურად. შარდის ბუშტის ანთების კლინიკურ ნიშნებსა და მკურნალობის პრინციპებზე გვესაუბრება აკად. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმი, მედიცინის მეცნერებათა დოქტორი ქეთევან ცანავა.


- ქალბატონო ქეთევან, რა არის ცისტიტი? აქვს თუ არა მისი განვითარებისთვის მნიშვნელობა სქესს?
- ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი
პროცესია, რომელიც უმთავრესად შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს აზიანებს. მას სხვადასხვა მიკროორგანიზმმი იწვევს, ყველაზე ხშირად - ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, შედარებით იშვიათად - სხვადასხვა ვირუსი, ქლამიდია, ტრიქომონა, სოკო. ცისტიტის ნიშნებია ხშირი, მტკივნეული შარდვა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ, ზოგჯერ - სისხლიანი შარდი. ცისტიტი გაცილებით ხშირად ემართებათ ქალებს. ამას
ქალის შარდგამომყოფი არხის ანატომიური თავისებურება განაპირობებს - ის უფრო მოკლე და ფართოა, ვიდრე მამაკაცისა. გარდა ამისა, საშოსა და სწორი ნაწლავის ხვრელის სიახლოვის გამო შარდგამომყოფი არხის გარეთა ხვრელის ირგვლივ მრავალი მიკროორგანიზმი ხვდება. მამაკაცებს ცისტიტი უფრო იშვიათად ემართებათ. მათ ორგანიზმში ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს შარდსასქესო ტრაქტის სხვა ორგანოების (მაგალითად, პროსტატის) დაავადებები.

- რა გზით შეიძლება შეიჭრას დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი შარდის ბუშტში?
- შარდის ბუშტში მიკროორგანიზმი შეიძლება მოხვდეს:

. აღმავალი გზით, გარედან. ასეთი რამ ხდება შარდის გამომყოფი არხის ანომალიებისა და ანთებითი პროცესების დროს, როდესაც იქმნება პირობები შარდის ტურბულენტური ნაკადის წარმოქმნისა და ინფიცირებული შარდის ნაწილის უკან, შარდის ბუშტში გადასროლისთვის;
. დაღმავალი გზით - ინფექცია შარდის ბუშტში იჭრება თირკმელებში მიმდინარე ანთებითი პროცესის, ქრონიკული პიელონეფრიტის, პიონეფროზის დროს;
. ჰემატოგენური გზით - ინფექციური აგენტი შარდის ბუშტში ხვდება ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერიდან სისხლის მეშვეობით.Aასეთი გზით დასნებოვნება შედარებით იშვიათია;
. ლიმფოგენური გზით - შარდის ბუშტის ინფიცირება, ჩვეულებრივ, სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის დროს ხდება.

საზოგადოდ, შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს საკმაოდ ძლიერი დამცველობითი უნარი აქვს. მასში ანთებითი პროცესი რომ განვითარდეს, აუცილებელია დამატებითი ფაქტორები. ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს: 

. შარდის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების დარღვევა;
. შარდის ბუშტის დაცლის დარღვევა;
. შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის არსებობა.

დიდ როლს ასრულებს ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება,  ჰიპოვიტამინოზი, ორგანიზმის გადაღლა, მეზობელი ორგანოებისა და სისტემების ქრონიკული დაავადებები. ცისტიტი ვითარდება ასევე შარდის ბუშტის კედლის ქიმიური დაზიანებისას. ასეთი რამ ხდება, როდესაც შარდი შეიცავს რაიმე შენაერთს. არსებობს ალერგიული ცისტიტიც.

- როგორია ცისტიტის სიმპტომები?
- ცისტიტი შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. ის, ვინც ერთხელ მაინც გადაიტანა ეს დაავადება, დიდხანს დაიმახსოვრებს მის თანამდევ შეგრძნებებს. მწვავე ცისტიტისთვის, რომელსაც შესაძლოა წინ უძღვოდეს გაციება ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები, დამახასიათებელია:

. ტკივილი შარდის ბუშტის საპროექციო არეში. მოჭერითი ხასიათის ტკივილი ვრცელდება მუცლის ქვემოთ და ზურგის ქვედა ნაწილში, საზარდულში, უკანა ტანისა და სასქესო ორგანოების არეში.
. ხშირი შარდვა. შარდის ბუშტში მოხვედრილი ინფექცია აღიზიანებს ლორწოვან გარსს, რაც განაპირობებს შარდის ბუშტის მუდმივ შეკუმშვას - მოშარდვის ცრუ შეგრძნებას, რაც მეტად დამთრგუნველია. შარდი შეიძლება სულ რამდენიმე წვეთი წამოვიდეს, მოშარდვის პროცესი კი მტკივნეული ხდება - აღინიშნება წვის შეგრძნება მოშარდვამდე, მოშარდვის დროს ან მოშარდვის შემდეგ. შარდის ბუშტის ყელის ანთებისას ზოგჯერ შარდის შეკავებაც ძნელდება - ის თვითნებურად, უნებლიეთ გამოიყოფა.
. შარდში მომატებულია ლეიკოციტების, ნიტრიტების, ბაქტერიების რაოდენობა, ზოგჯერ მასში ერევა ჩირქი (პიურია), შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ძლიერი დაზიანებისას - სისხლი (ჰემატურია). ამ მინარევების გამო შარდი მღვრიეა და დამახასიათებელი სუნი აქვს.

ტემპერატურა, ჩვეულებრივ, არ არის მაღალი, თუმცა ხშირად ინფექცია შარდის ბუშტიდან თირკმელებისკენ ვრცელდება, რასაც თან სდევს შემცივნება, წელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება 39-40 გრადუსამდე. მწვავე ცისტიტი კეთილსაიმედოდ მიმდინარეობს. 1-2 კვირის შემდეგ ანთებითი პროცესი ქრება და ავადმყოფი გამოჯანმრთელდება. თუ 2-3 კვირის შემდეგ მწვავე ცისტიტის მოვლენები არ ალაგდა ან გამწვავება წელიწადში 2-3-ჯერ მეორდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყალიბდება ქრონიკული ცისტიტის კლინიკური სურათი. ხშირად ქრონიკული ცისტიტი ვითარდება მეორეულად, შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებების ფონზე, კერძოდ:

. შარდის ბუშტში კენჭების არსებობისას;
. შარდის ბუშტის სიმსივნისას;
. წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს;
. ფიმოზის დროს;
. ქრონიკული პიელონეფრიტის დროს;
. ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის დროს.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 20-10-2020
Philip
Ukacravad komentarebis graphis mnishvneloba ra aris aq tu pasuxs aravin gvcems? saitis silamazistvis? madloba gaixaret
თარიღი : 10-07-2018
Tatia
Mec qronikulshi maqvsmonurili mshvelis""scadet tqvenc
თარიღი : 29-04-2018
Gtxovt damexmaret
14 welia es daavadeba mchirs amtkivdeba otxi xuti dge vimkurnaleb xan riti xan riti magram odnav shecieba isev miordeba damemarta sakeisro kvetis droz kateteris chadgmisas da wlebi mtanjavs meshinia simsivneshi ar gadamezardos da ra gavaketo amistvis am jamat uroherbit vmkurnalob da cxeli abazanebittt
თარიღი : 17-01-2017
Mari
კათეტერის ოპერაციის მერე ქალიშვილებს იდგავენ
თარიღი : 28-11-2016
თორნიკე
შარდვა მიჭირს ძალიან შარდვის დროს მეწვის ხაბ საშარდე მილი იჭედებასავეთ ექიმები შემოვიარე მაგრამ არაფერი უნდა იყოს ამის მიზეზი მაგრამ მაინც მიჟირს შარდვა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
შარდის შეუკავებლობა სამედიცინოს გარდა სოციალური პრობლემაცაა. როგორ აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ შარდის შეუკავებლობას,
„მუცელი მტკივა“ – ამბობს ადამიანი და მიზეზს ყველა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებში ეძებს.
არსებობს დაავადებები, რომლებზე საუბარსაც ადამიანები, მათი ინტიმური ბუნების გამო, ყოველთვის გაურბიან.
ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, შარდგამომყოფი სისტემის ორგანოების ფართოდ გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა.
ფიმოზი უკანასკნელ პერიოდში ანდროლოგები და უროლოგები ბიჭებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ფიმოზის დიაგნოზს,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად