თუ ქვების წარმოქნისადმი მიდრეკილება გაქვთ, შეზღუდეთ ცილოვანი საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ქვების წარმოქნისადმი მიდრეკილება გაქვთ, შეზღუდეთ ცილოვანი საკვები

  • დიდი რაოდენობით ცხოველური ცილა (ხორცი, თევზი) კალციუმის დაკარგვას იწვევს, რომელიც თირკმელების საშუალებით გამოიყოფა, ეს კი შარდში კალციუმის რაოდენობის მომატებას ნიშნავს, რაც შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

  • ამ ეფექტს ნაწილობრივ ამცირებს რაციონში ბევრი კალიუმისა და ვიტამინ B6-ის არსებობა, რომლებიც აუცილებელია მჟაუნმჟავას გასახლეჩად.

  • თუ ქვების წარმოქნისადმი წინასწარი განწყობა გაქვთ, შეზღუდეთ ცილოვანი საკვები. მართალია, მცენარეული წარმოშობის პროდუქტები არ შეიცავს საჭირო შეუცვლელ ამინმჟავებს, მაგრამ სოიის ცილა ამ მხრივ გამონაკლისია.

  • თუ ვეგეტარიანელობას გადაწყვეტთ, - შარდკენჭოვანი დაავადების ხშირმა რეციდივმა შესაძლოა ეს გადაწყვეტილებაც მიგაღებინოთ, - მაშინ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ შეუცვლელი ამინმჟავების შემცველი პროდუქტები. მცენარეული საკვები, უფრო სწორად, ყოველდღიურად 40-50 გრამი მცენარეული ბოჭკოვანი ნივთიერება, აქვეითებს კალციუმის ათვისების ინტენსიურობას და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.

  • 2-2,5 ლიტრი სითხის რეგულარული სმა თირკმელებისა და საშარდე გზების მუდმივ “გამორეცხვას” უზრუნველყოფს. დიდი რაოდენობით ნატრიუმის მიღება (უპირველესად - სუფრის მარილის სახით) ხელს უწყობს შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფას. შარდში კალციუმის მაღალმა შემცველობამ კი შესაძლოა თირკმელებში კალციუმშემცველი ქვები განავითაროს. ამიტომ ნუ დაამლაშებთ საკვებს და ნუ შეჭამთ ჩიფსებს, დამარილებულ ხორცს, თევზსა და მჟავე კომბოსტოს.

  • ოქსალატებით მდიდარი პროდუქტები კალციუმთან შეერთებისას მყარ ნალექებს ანუ ქვებს წარმოქმნიან. შეზღუდეთ პარკოსნების, კაკაოს, ხსნადი ყავის, ოხრახუშის, რევანდის, ისპანახის, ჩაის, სტაფილოს, ჭარხლის, შოკოლადის, ქაშაყის, კიტრის, გრეიპფრუტის, კომბოსტოს, ტკბილი კარტოფილის, ბარდის, წიწაკის მიღება - ყველა ეს პროდუქტი მდიდარია ოქსალატებით.

  • შაქრით მდიდარი რაციონი (ჩვეულებრივი შაქარი, სიმინდის ბადაგი, დიდი რაოდენობის ფრუქტოზის შემცველი სიროფი) ასევე ხელს უწყობს შარდში კალციუმის დონის მატებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის თირკმელში ქვების განვითარებისთვის. გარდა ამისა, შაქარი ასტიმულირებს ოქსალატებისა და შარდმჟავას (კიდევ ერთი ტიპის ქვების კომპონენტი) შემცველობის მომატებას.

  • კოფეინისა და ალკოჰოლის გავლენით სტიმულირდება შარდით კალციუმის დაკარგვის პროცესი, რაც ზრდის კალციუმშემცველი ქვების წარმოქმნის შესაძლებლობას. კალციუმს შარდით უხვად კარგავენ ქალები, რომლებიც ესტროგენებს იღებენ. ვინაიდან C ვიტამინს გახლეჩის დროს ორგანიზმში ოქსალატი ან მჟაუნმჟავა წარმოიქმნება, ამ ვიტამინის მაღალმა დონემაც შეიძლება კალციუმის ოქსალატის შემცველი ქვები წარმოშვას, თუმცა სხვადასხვა კვლევით დადგინდა, რომ შარდში ოქსალატების შეცველობა დიდად არ იმატებს, თუ ადამიანი დღეში 6 გრამზე მეტ C ვიტამინს არ იღებს.

  • ამ შემთხვევაშიც რისკჯგუფში შარდკენჭოვანი დაავადებისადმი წინასწარი განწყობის მქონე ადამიანები არიან. აღსანიშნავია, რომ შარდში ოქსალატების შესამჩნევი მატებისთვის თავის არიდება ვიტამინ B6-ის მიღებითაა შესაძლებელი.

  • დაბოლოს, აუცილებელია ისიც ითქვას, რომ საშარდე სისტემიდან ქვების მოშორება გამოჯანმრთელების საზომი არ არის, რადგან უმრავლეს შემთხვევაში (40-50%-მდე) ქვები ისევ წარმოიქმნება. შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა არც ოპერაციული ჩარევის შემდეგ სრულდება - აუცილებელია გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობით საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციული მკურნალობა წყალმარილოვანი ცვლის კორექციისა და ქვების განმეორებითი წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით.