თუ ცისტიტი გაწუხებთ, კვების რაციონიდან გამორიცხეთ ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა და პომიდორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ცისტიტი გაწუხებთ, კვების რაციონიდან გამორიცხეთ ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა და პომიდორი

სამწუხაროდ, არა. აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები - ისინი შარდის გატუტიანებას იწვევს. აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება (1,5-2ლ დღეში). ძალიან კარგია შტოშის წოწოქურა (მორსი).

საშარდე გზებს კარგად რეცხავს ასევე თირკმლის ჩაი, დათვის კენკრას, წითელი მოცვის ფოთლების, მინდვრის შვიტას ნაყენი. ამ ბალახებს აქვთ შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მიღება საჭიროა სიმპტომების გაქრობამდე და შემდეგ კიდევ 5-7 დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე სასურველია მოწევისაგან თავშეკავება, წოლითი რეჟიმი, თბილი სათბურა ფეხებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას.

ჩაბანა უნდა მოხდეს წინიდან უკან თბილი ანადუღარი წყლითა და გლიცერინის საპნით ან ინტიმური ჰიგიენური საშუალებით. საწვალებელია, მაგრამ მხოლოდ ასეთი კომპლექსი: ანტიბაქტერიული მკურნალობა, დიეტა, ჭარბი სითხე, რეჟიმი და ჰიგიენა - გახლავთ საწინდარი იმისა, რომ არასასურველ ინფექციას სწრაფად და უკვალოდ დავაღწიოთ თავი.

რა შეიძლება მივიღოთ მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

თუ მწვავე ცისტიტი აიკიდეთ, ექიმთან მისვლის საშუალება კი არ გაქვთ (ხართ გზაში, აგარაკზე ან უცხო ქალაქში), აფთიაქში იყიდეთ და მიიღეთ:

  • ნოშპა - 1-2 აბი ღამით და 2 დღისით, 10 დღის განმავლობაში;

  • ფიტოლიზინი (ინსტრუქციისამებრ);

  • მონურალი - აუცილებლად ცარიელ კუჭზე და აუცილებლად ღამით, დღეში ერთხელ, 2 დღის განმავლობაში. მიღების წინ მოშარდეთ;

  • დაიდეთ თბილი სათბური ფეხებს შორის.

თავი არ მოიტყუოთ, ამ მედიკამენტების მეშვეობით ცისტიტისგან ვერ განიკურნებით. ჩვენ მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების გზებს გასწავლით. ისე რომ, თუნდაც თავი უკეთ იგრძნოთ, პირველივე შესაძლებლობისთანავე მიმართეთ ექიმს.

ცისტიტი ბევრს წვრილმანად მიაჩნია, მაგრამ მკურნალობის გარეშე ანთების კერაში შესაძლოა ავთვისებიანი წარმონაქმნი განვითარდეს. თუ ეს არ მოხდა, სიცოცხლის ბოლომდე შეგაწუხებთ ხშირი შარდვის სურვილი. მამაკაცებში შარდის ბუშტის ანთებამ შესაძლოა უნაყოფობა და ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს.

ასეთი რამ მოსალოდნელია ურეთრიტის დროსაც - შარდსადინარიდან ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს წინამდებარე ჯირკვალში, შარდის ბუშტში, სათესლე პარკში და პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, ორქიტი განვითარდეს.

მართებული მკურნალობის შემთხვევაში 7-10 დღეში სიმპტომები სუსტდება, მაგრამ ეს არ კმარა. კურსის ბოლომდე მისაყვანად 3-5 თვეა საჭირო.

როგორ დავიცვათ თავი ცისტიტისგან?

ერიდეთ გადაცივებას.

დაიცავით პირადი ჰიგიენა, რათა ბაქტერიები შარდის გამომყოფ გზებში არ მოხვდეს.

სვით ბევრი სითხე (განსაკუთრებით კარგია შტოშისა და წითელი მოცვის მორსი).

რეგულარულად შედით ტუალეტში - შარდის შეკავება შარდის ბუშტში ბაქტერიების გამრავლებას იწვევს.

ნუ ჩაიცვამთ მეტისმეტად მოჭერილ ტანსაცმელს. ეცადეთ, დიდხანს არ იჯდეთ ერთსა და იმავე პოზაში - ეს მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის შეგუბებას იწვევს.

ყურადღება მიაქციეთ კუჭის მოქმედებას, ერიდეთ შეკრულობას.

იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ცისტიტის უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაშიც კი ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

სწორი დიაგნოზისა და მართებული მკურნალობის შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებებს და თვით დაავადებასაც იოლად დააღწევთ თავს.