სქესობრივი კავშირი და საშარდე გზების ინფექცია - რჩევები ქალბატონებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესობრივი კავშირი და საშარდე გზების ინფექცია - რჩევები ქალბატონებს

მათ შორის შარდსადენზე, შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთსა და თირკმელებზე.

თუმცა, მისი სამიზნე ორგანო ყველაზე მეტად შარდის ბუშტია, რომლის ინფექციასაც ცისტიტი ეწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ შარდში ბაქტერიები არ არის, ზოგჯერ, გენიტალიებიდან ის საშარდე გზებში ხვდება, რაც ინფექციასა და ანთებას იწვევს.

ინფექციის განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორი არსებობს, მათ შორის სქესობრივი ცხოვრებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

2013 წლის მონაცემებით, ქალების 50-60%-ს ერთხელ მაინც განუცდია ცისტიტი სიცოცხლის განმავლობაში. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ საშარდე გზების ინფექცია ქალებთან შედარებით, ნაკლებად აწუხებთ.

საშარდე გზების ინფექცია და სქესობრივი ცხოვრება

დიახ, თქვენ შეიძლება საშარდე გზების ანთება დაგემართოთ სქესობრივი კავშირის შემდგომ, განსაკუთრებით თუ ქალბატონი ბრძანდებით.

სქესობრივი აქტის დროს, ბაქტერიები შეიძლება შარდსადენში, ან შარდის ბუშტში მოხვდნენ, რაც ზრდის ინფექციის რისკს.

„დამნაშავე“ მდედრობით სქესის ანატომიაა. მამაკაცთან შედარებით, ქალს მცირე ზომის, მოკლე შარდსადენი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ბაქტერიებისთვის შარდის ბუშტში მოხვედრა ადვილია.

ასევე, ამ შემთხვევაში შარდსადენი უფრო ახლოსაა ანუსთან, რაც კიდევ უფრო აადვილებს ბაქტერიების ურეთრაში (შარდსადენი) მოხვედრას.

როგორ შევამციროთ ინფექციის განვითარების რისკი სქესობრივი კავშირის დროს?

• ექიმების რჩევით, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რჩევა სქესობრივი აქტის შემდგომ შარდვაა, რაც შარდის ბუშტს ბაქტერიებისგან ათავისუფლებს, ეს კი ინფექციის რისკს ამცირებს.

• ასევე, რეკომედებულია მოშარდვა სქესობრივი კავშირის დაწყებამდეც

• პარტნიორთან ურთიერთობამდე, დაიბანეთ სასქესო ორგანოები თბილი წყლით.

ეს ამცირებს ბაქტერიების შარდსადენში მოხვედრის შანსს, განსაკუთრებით ქალებში.

• ზოგიერთმა კონტრაცეპტივმა, შესაძლოა, ინფიცირების რისკი გაზარდოს. შეარჩიეთ ოპტიმალური ვარიანტი.

ქალს რვაჯერ მეტი ალბათობა აქვს იმის, რომ ინფექცია დაემართოს, ვიდრე მამაკაცს.

საშარდე გზების ინფექციის რისკ-ფაქტორები

• ხშირი, ინტენსიური სქესობრივი კავშირი

• გადტანილი საშარდე გზების ინფექცია (მას ახასიათებს განმეორებითი ხასიათი)

• მრავალჯერადი ორსულობა

• ჭარბი წონა

• შაქრიანი დიაბეტი

• დასუსტებული იმუნური სისტემა

• შარდ-სასქესო ორგანოების ანომალიები

• მემკვიდრული განწყობა

საშარდგე გზების ინფექციის სიმპტომებია

• ხშირად შარდვის სურვილი, მაგრამ ნაკლები შარდის გამოყოფა

• შარდვის დროს წვის შეგრძნება

• ტკივილის, ან ზეწოლის შეგრძნება მუცლის, ან მენჯის მიდამოში

• შარდში სისხლი

• სუნიანი შარდი

• სწორი ნაწლავის ტკივილი ( მამაკაცებში)

შესაძლოა, ტკივილს ზურგის ზედა, ან მუცლის გვერდითა ნაწილებში განიცდიდეთ, ეს უკვე ნიშანია, რომ ინფექცია თირკმელებში გავრცელდა.

ტკივილის პარალელურად, შეიძლება განიცდიდეთ შემდეგ სიმპტომებს:

• გულისრევის შეგრძნება

• ღებინება

• შემცივნება

• ცხელება

რა არის სქესობრივი კავშირის გარდა, დაავადების გამომწვევი მიზეზი?

• გადიდებული პროსტატა

• შარდვისას, შარდის ბუშტის მთლიანად დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები

• თირკმელებში ქვები

• კათეტერი

• ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, რამაც შეიძლება საშარდე გზებში ბაქტერიების ბალანსი დაარღვიოს

მკურნალობის მეთოდები

ანტიბიოტიკო თერაპია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის სამკურნალოდ.

თუ მიდრეკილი ხართ განმეორებადი ინფექციებისადმი - წელიწადში სამჯერ, ან მეტჯერ გქონდათ საშარდგე გზების ინფექცია, მაშინ ექიმმა შეიძლება შემდეგი გადაწყვეტილება მიიღოს:

• დაგინიშნოთ დაბალი დოზის ანტიბიოტიკი 6 თვის განმავლობაში

• სქესობრივი კავშირის შემდეგ, ერთი აბი ანტიბიოტიკის მიღება მოგიწიოთ

• ასევე, ვაგინალური ესტროგენური თერაპია, პოსტმენოპაუზის მქონე ქალბატონებში

რა გავაკეთოთ ექიმთან ვიზიტამდე?

• დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი

• მოერიდეთ სითხეებს, რომელმაც შეიძლება შარდის ბუშტი გააღიზიანოს. მათ შორის, ყავა, ციტრუსის წვენი, ალკოჰოლი

• მუცლის, ზურგის, ან მენჯის მიდამოში ტკივილის შემთხვევაში თბილი კომპრესები გამოიყენეთ

საპრევენციო ზომები

• დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში

• როგორც კი მოშარდვის სურვილი გაგიჩნდებათ, დაცალეთ შარდის ბუშტი

• ქალებმა მოშარდვის შემდეგ გაისუფთავეთ აღნიშნული მიდამო წინა მხრიდან უკანა მხარეს, რათა შარდსადენში არ მოხვდეს ბაქტერიები

• ყოველდღე თბილი წყლით დაიბანეთ სასქესო ორგანოები

• გამოიყენეთ კონტრაცეპტივები, რომელიც სპერმიციდს არ შეიცავს

• მოერიდეთ ვაგინალურ დეოდორანტებს, ასევე არომატულ ტამპონებს

• არ ჩაიცვათ ძალიან მჭიდრო საცვლები და შარვალი