ხშირი შარდვის მიზეზები და საკვები, რომელიც კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხშირი შარდვის მიზეზები და საკვები, რომელიც კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ

24 საათის განმავლობაში 6-8-ჯერ მოშარდვა არის ნორმალური.

ამაზე მეტჯერ, ასევე ღამითაც ერთზე მეტჯერ თუ დგებით, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ რაიმე სახის პრობლემასთან გაქვთ საქმე.

ქალებში ხშირი შარდვის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

• საშარდე გზების ინფექცია

სტატისტიკურად, ქალების უმეტესობას, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთხელ მაინც, აქვს საშარდე გზების რომელიმე ინფექცია.

ასეთ დროს ბაქტერიები საშარდე ბუშტს, შარდსადინარსა და თირკმელებსაც აზიანებს.

საშარდე გზების ინფექციის ნიშანი წვის შეგრძნებაა, ასევე შარდვის შემდგომ ზეწოლის, ან დისკომფორტის შეგრძნება ზურგზე, ან მენჯის არეში.

საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ტემპერატურაა.

• ვაგინიტი

სასქესო ორგანოების ინფექციის ნიშანი, როგორც საშოს, ან ვულვის ტკივილი და ანთებაა, ასევე მისი ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს ხშირი შარდვაც.

• ცისტიტი (ინტერსტიციური ცისტიტი)

ინტერსტიციური ცისტიტი - ეს არის მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი. მას ახასიათებს ხშირი შარდვა, ასევე ტკივილი მუცლისა და მენჯის არეში.

• კენჭები

შარდის ბუშტშიც შეიძლება დაგროვდეს კენჭები.

• ჰორმონული ცვლილება

ესტროგენების, ქალის ჰორმონების, დონის შემცირება ხშირი შარდვის მიზეზია.

მენოპაუზის დროს, როდესაც ესტროგენების ნაკლებობაა, ქალბატონებს ხშირი შარდვა აღენიშნებათ.

შარდვა, შესაძლოა, თავად მენოპაუზის მაუწყებელიც იყოს. გამოსავალი ჰორმონოთერაპიაა.

• დიაბეტი

თუ ხშირად შარდავთ და შარდის მოცულობაც დიდია, ეს ტიპი 2 დიაბეტის მაუწყებელია.

ორგნიზმში არსებულ ჭარბ შაქარს შარდის მეშვეობით იცილებს ორგანიზმი.

თუმცა, სანამ რაიმე დაავადებაზე ეჭვს მიიტანდეთ, დაფიქრდით თუ რას მიირთმევთ ყოველდღიურად. არაერთი სასმელი თუ საკვები შარდმდენი ეფექტით ხასიათდება.

• თუ ბევრ სითხეს ღებულობთ, ეს ბუნერბრივიცაა.

• თამბაქო - ხშირი შარდვის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, ის შარდის ბუშტის კუნთის გაღიზიანებას იწვევს, სპაზმური ხველებისას კი - შარდის შეუკავებლობას.

ასევე, ზოგიერთი საკვები აღიზიანდებს საშარდე გზებს. ძალიან კარგი იქნება, თუ ინდივიდუალურად დააკვირდებით, რომელი საკვები როგორ მოქმედებს თქვენზე.

• ერთ-ერთი „მავნე“ პროდუქტი ამ მხრივ პომიდორია, ის აღიზიანებს შარდის ბუშტს, ამიტომ შეიძლება ხშირი შარდვის მიზეზი გახდეს.

უნდა მოერიდოთ პასტას, კეტჩუპს, პიცას, ტომატის შემცველ პროდუქტებს.

• უცხო არავისთვის არის, რომ ყავა შარდმდენია.

კოფეინი იწვევს შარდის ბუშტის გააქტიურებას, შესაბამისად, თუ ხშირად შარდავთ კოფეინის შემცველ ყავასა და ჩაის უნდა მოერიდოთ.

• ყავის მსგავსად შოკოლადიც შეიცავს კოფეინს, ამიტომ სჯობს მიირთვათ თეთრი შოკოლადი, რომელიც ჩვეულებისამებრ კოფეინს არ შეიცავს.

• მოერიდეთ ციტრუსებს: ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფუტი, ლაიმი.

ჭამეთ ბანანი ან ვაშლი, ნაკლებად - მჟავე ხილი.

• მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს ლუდს, ლიქიორს, ღვინოს, შამპანურს.

• გაზიანი სასმელები აძლიერებენ შარდის ბუშტის აქტივობას.

• ექსპერტები ამბობენ, რომ ის საკვები, რომელიც თვალებს აწყლიანებს და ტუჩებს წვავს, იწვევენ შარდის ბუშტის გაღიზიანებასაც.

აქედან გამომდინარე, ცხარე საკვები, სოუსები, წიწაკა - არ არის რეკომენდებული.

• ასევე, ხახვი - ნედლი ხახვიც არ არის მარგებელი ამ თვალსაზრისით.

მოკლედ, ცხარე, მჟავე და კოფეინის შემცველ პროდუქტებს უნდა მოერიდოთ.

თუ კვების რაციონი არ არის ხშირი შარდვის მიზეზი, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.