ცისტიტი სახეები, განვითარების მიზეზები მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცისტიტი სახეები, განვითარების მიზეზები მკურნალობის საშუალებები

ცისტიტით შეიძლება დასნებოვნდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მიუხედავად სქესობრივი კუთვნილებისა. თუმცა, შარდსასქესო სისტემის განსაკუთრებული ანატომიური აგებულების გამო, ამ დაავადებით ქალები უფრო ხშირად ავადობენ.

უმეტეს შემთხვევაში ანთებას იწვევს ბაქტერიული ინფექცია. შარდის ბუშტის ანთება შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და მტანჯველი და გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, თუ ინფექცია აღმავალი გზით მოხვდება თირკმელებში.

იშვიათ შემთხვევაში, ცისტიტი შეიძლება იყოს რეაქცია გარკვეულ პრეპარატებზე, სხივურ თერაპიაზე ან სხვა გამღიზიანებლებზე: ქალის ჰიგიენის სპრეი, სპერმიციდული გელები ან შარდის ბუშტის კათეტერის ხანგრძლივი გამოყენება. ცისტიტი შეიძლება იყოს სხვა დაავადების გართულებაც.

ცისტიტის სიმპტომები:

  • მოშარდვის იმპერატიული (უეცარი და ძალიან ძლიერი) მოთხოვნა;
  • მოშარდვის ცრუ მოთხოვნა;
  • წვა შარდვისას;
  • ხშირი შარდვა მცირე რაოდენობის შარდით;
  • სისხლი შარდში (ჰემატურია);
  • მღვრიე ან მკვეთრი უსიამოვნო სუნის შარდი;
  • მცირე მენჯის ღრუში დისკომფორტი;
  • მუცლის ქვედა ნაწილში ზეწოლის შეგრძნება;
  • სუბფებრილური ტემპერატურა (37-38 გრადუსი);
  • ბავშვებთან დღის ენურეზის (შარდის შეუკავებლობა) უეცარი გამოვლინება, ასევე შეიძლება იყოს შარდგამომყოფი გზების ინფექციის ნიშნები.

ცისტიტის მიზეზები:

ცისტიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი შარდ-სასქესო სისტემის ინფექციაა. ინფექციური ცისტიტის გამომწვევები სხვადასხვა ბაქტერიებია (ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, ენტეროკოკი და სხვა). ხშირად შარდის ბუშტის ანთება შეიძლება განვითარდეს ვენერული ინფექციების, განსაკუთრებით საშოს ტრიქომონადის მიზეზით.

ხშირად დიაგნოსტირდება არაინფექციური ცისტიტი, რომელიც აღმოცენდება ქიმიური ნივთიერებების გამო. ისინი აღიზიანებენ შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს. არაინფექციური ცისტიტის მიზეზი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანება შარდკენჭოვანი დაავადების მქონე პირებთან.

დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შარდის გამოდენის დარღვევა, ორსულობა, მშობიარობა, შარდ-სასქესო სისტემის ანთება და გადაცივება. ორგანიზმში მოხვედრისას, ზოგიერთმა ნივთიერებამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის ანთება.

ქალების ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს ჰიგიენის დაუცველობა, განსაკუთრებით აქტიური სქესობრივი ცხოვრებისას.

ბავშვებს შარდის ბუშტის ანთება შეიძლება აღენიშნებოდეთ შარდგამომყოფი არხის ანატომიური ანომალიის გამო.

მამაკაცების ცისტიტის მიზეზი შეიძლება გახდეს პროსტატის ადენომა ან სიმსივნური დაავადება, შარდის ბუშტის ტუბერკულოზი, კიბო ან ვენერული დაავადება.

სხვა ანთებითი დაავადებების მსგავსად, ცისტიტიც შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ და ქრონიკულად.

მწვავე ცისტიტი

მწვავე ცისტიტის დროს ანთებითი ცვლილებები, ჩველებრივ, შარდის ბუშტის ლორწოვანის დაზიანებით შემოიფარგლება.

მწვავე ცისტიტი, როგორც წესი, აღმოცენდება უეცრად – მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათში. ძირითადად ასეთი ფაქტორია გადაცივება.

დამახასიათებელია მწვავე ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (შარდის ბუშტის არე), შარდვისას წვა, ხშირი შარდვა მცირე რაოდენობის შარდით და ხშირად შეიძლება აღინიშნებოდეს შარდის შეუკავებლობა. ზოგჯერ, მწვავე ცისტიტის დროს, შარდში შეიძლება გამოჩნდეს სისხლი.

ხშირად შარდი შემღვრეულია, რაც განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით ბაქტერიების, ერითროციტების, ლეიკოციტების, ეპითელიუმის არსებობით.

სხეულის ტემპერატურა მწვავე ცისტიტის დროს ნორმის საზღვრებში რჩება, მაგრამ თუ აღინიშნა მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ეს მიანიშნებს ანთებით პროცესში თირკმლის ქსოვილის ჩართვაზე, ანუ შეიძლება ვივარაუდოთ პიელონეფრიტის განვითარება.

მწვავე ცისტიტის დროს კლინიკური ნიშნების გამოვლინება სხვადასხვაგვარია, უფრო მსუბუქ შემთხვევაში, ადამიანი მხოლოდ სიმძიმის შეგრძნებას განიცდის მუცლის ქვედა ნაწილში. აღინიშნება მცირე მტკივნეულობა შარდვის აქტის დასრულებისას, ზოგჯერ ეს სიმპტომები 2-3 დღეში მკურნალობის გარეშეც გაივლის. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში, მწვავე ცისტიტი (დროული მკურნალობისასაც კი) მიმდინარეობს დაახლოებით 7 დღე. თუ ამ ვადის შემდეგ არ გამოჯანმრთელდა ადამიანი, ეს მეტყველებს რაიმე თანმხლებ დაავადებაზე, რომელიც შარდის ბუშტში ანთებითი პროცესის განვითარებას განაპირობებს, რაც დამატებით კვლევებს საჭიროებს.

მწვავე ცისტიტის დიაგნოსტიკა, მისი კლასიკური გამოვლინებით, ჩვეულებრივ, სირთულეს არ წარმოადგენს.

ლაბორატორიული კვლევისას შარდში აღმოჩნდება ხოლმე ლეიკოციტები, ერითროციტები, მცირე რაოდენობით ცილა (ალბუმინურია).

მწვავე ცისტიტის მიმდინარეობა კეთილსაიმედოა და, როგორც წესი, 6-10 დღეში დაავადების კლინიკური გამოვლინება ნელ-ნელა უკან იხევს, მდგომარეობაც უმჯობესდება.

ქრონიკული ცისტიტის დროს, როგორც წესი, პათოლოგიურ პროცესში ერთვება შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის დიდი ნაწილი. ცისტოსკოპიისას ლორწოვანი გარსი შეშუპებული, ინფილტრირებული, გასქელებული და ჰიპერემიულია. მისი ელასტიკურობაც დაქვეითებულია.

უმრავლეს შემთხვევაში, ქრონიკული ცისტიტი დამოუკიდებლად არ ვითარდება და მეორეული დაავადებაა ხოლმე. ისეთი დაავადებები, როგორებიცაა შარდ-კენჭოვანი დაავადება, პროსტატიტი, ურეთრიტი, პროსტატის ადენომა, სიმსივნური პროცესები შარდის ბუშტში, ქრონიკული პიელონეფრიტი, ხშირად არის ქრონიკული ცისტიტის განვითარების მიზეზი.

ქრონიკული ცისტიტის დროს დაავადების კლინიკური ნიშნები მწვავე ცისტიტის მსგავსია, მაგრამ ნაკლები

სიმძაფრითაა გამოხატული. იგი საკმაოდ მრავალფეროვანია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და ეფექტურად ჩატარებულ თერაპიაზე.

ქრონიკული ცისტიტი შეიძლება მიმდინარეობდეს შარდში მეტ-ნაკლები ცვლილებებით (ბაქტერიების, ლეიკოციტებისა და სხვა ჩანართების არსებობა) და ჩივილებით, ასევე ჰქონდეს მორეციდივე ხასიათი, ანთებითი პროცესის პერიოდული გამწვავებებით. პაციენტს ხშირად აღენიშნება რემისიებიც. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება ცისტოსკოპია.

თაფლობის თვის ცისტიტი

უროლოგები ხშირად ხვდებიან ისეთ მდგომარეობას, როგორიცაა თაფლობის თვის ცისტიტი. ეს შარდის ბუშტის ანთებაა, რომელიც უვითარდებათ ახალშეუღლებულებს სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. აღნიშნული პათოლოგია გვხვდება უფრო მეტად ქალებთან. რისკის ჯგუფში შედიან ის ქალები, რომლებსაც ადრე არ ჰქონიათ სქესობრივი კავშირი.

პოსტკოიტალური ცისტიტის გამომწვებია პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმები (ნაწლავის ჩხირი, კლებსიელა, კოკები), რომლებიც აღწევენ შარდის ბუშტში საშოდან ან ნაწლავიდან. მიკრობები ხვდება ურეთრაში, გადაადგილდებიან ზევით და აღწევენ შარდის ბუშტამდე. ცისტიტი ქალებთან უფრო ხშირია, რადგანაც მათ ურეთრა უფრო მოკლე და ფართო აქვთ. შესაძლებელია ორგანოს დაზიანება სპეციფიკური გამომწვევებით (ქლამიდიები, სოკოები, ტრიქომონადები).

ბევრი ახალშეუღლებულის ურეთრისა და შარდის ბუშტის ლორწოვანი მგრძნობიარეა მიკრობული შემადგენლობის ცვლილებებისადმი. ნებისმიერმა არასასურველმა ფაქტორებმა, იმუნიტეტის დაქვეითებამ, შეძლება გამოიწვიოს ინფექციის აქტივაცია. ძალიან ხშირად ანთება ღებულობს ქრონიკულ მიმდინარეობას.

თაფლობის თვის ცისტიტის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • საშოს ან ნაწლავის დისბაქტერიოზი;
  • ტრადიციული და არატრადიციული სექსის მონაცვლეობა;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • გაციება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ნაწლავის ქრონიკული დაავადებები;
  • ინტიმური ჰიგიენის წესების უგულებელყოფა.

რისკფაქტორებს მიეკუთვება ცუდი კვება, სიმსუქნე, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია.

პოსტკოიტალური ცისტიტის სიმპტომები სპეციფიკური თავისებურებებით არ გამოირჩევა მწვავე ცისტიტისგან. ზოგჯერ შეიძლება ადგილი ჰქონდეს უნებლიე შარდვას და ნიქტურიას. ცისტიტის სიმპტომები ვლინდება სქესობრივი აქტიდან 2-3 დღის შემდეგ.

ცისტიტის მკურნალობა

ბაქტერიული ინფექციით გამოწვეულ ცისტიტს, ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. არაინფექციური ცისტიტის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე.

ცისტიტის პროფილაქტიკა

  • დალიეთ ბევრი სითხე, განსაკუთრებით წყალი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქიმიო- და სხივური თერაპიისას;
  • ხშირად მოშარდეთ. მოშარდვის სურვილისთანავე შედით საპირფარეშოში.
  • დეფეკაციის შემდეგ შორისი გაისუფთავეთ წინიდან უკანა მიმართულებით. ეს ხელს შეუშლის ბაქტერიების მოხვედრას ანალური მიდამოდან საშოსა და ურეთრაში.
  • მიიღეთ შხაპი და არა აბაზანა. აბაზანის დამდგარი წყალი ხელს უწყობს ურეთრაში ინფექციის შეჭრას.
  • ფრთხილად გაისუფთავეთ კანი საშოსა და ანუსის ირგვლივ. ეს გააკეთეთ ყოველდღიურად არ გამოიყენოთ გამაღიზიანებელი საპონი, რადგანაც ამ მიდამოს ნაზი კანი ადვილად ღიზიანდება.
  • შეეცადეთ, სქესობრივი აქტის შემდეგ რაც შეიძლება მალე დაცალოთ შარდის ბუშტი.
  • მოერიდეთ კოსმეტიკის, დეოდორანტებისა და აეროზოლების გამოყენებას სასქესო ორგანოების მიდამოში. ეს ნივთიერებები აღიზიანებს ურეთრასა და შარდის ბუშტს.