შარდის გამოყოფა და მისი რეგულირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის გამოყოფა და მისი რეგულირება

ამგვარ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება შარდის შეუკავებლობა, რომელსაც უმალავენ ოჯახის წევრებს თუ ახლობელ ადამიანებს, რადგანაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ მისგან თავის დახსნა შესაძლებელია.

შარდის შეუკავებლობა არის მდგომარეობა, როდესაც საშარდე სისტემიდან შარდი უნებლიეთ გამოიყოფა.

სტატისტიკა გვამცნობს

განვითარებული ქვეყნების ქალთა 40 და მამაკაცთა 6 პროცენტისთვის იგი საკმაოდ კარგად ნაცნობი პრობლემაა. ეს პრობლემა აქტუალურია ჩვენს ქვეყანაშიც, რამდენადაც უროლოგთან და გინეკოლოგთან კონსულტაციაზე მისულ თითქმის ყოველ მეათე ქალს შარდის შეუკავებლობის ესა თუ ის ფორმა უდგინდება.

სტატისტიკა, რა თქმა უნდა, ვერ ითვალისწინებს ადამიანთა იმ ნაწილს, რომლებიც სირცხვილის გამო ერიდებიან ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს და ექიმთან ვიზიტსაც გაურბიან, ან ფიზიკური დატვირთვისას შარდის მცირე მოცულობით უნებლიე დაკარგვაში პრობლემას ვერ ხედავენ. არადა, ეს აშკარა სიგნალია სპეციალისტთან ვიზიტისთვის, მით უფრო 60 წელს გადაცილებულ პირთათვის. რამდენადაც ამ ასაკის 66%-ს ახასიათებს შარდის უნებლიე გამოყოფა, ამასთან, ეს გაცილებით ხშირია ქალებთან.

ყველაზე ხშირი მიზეზები

  • მამაკაცებთან ეს წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ადენომაა, ქალებთან კი ყველაზე ხშირ მიზეზს ორსულობისა და მშობიარობის შედეგად მცირე მენჯის კუნთების მოდუნება წარმოადგენს;
  • აღსანიშნავია ასევე საშარდე სისტემის თანდაყოლილი შემაერთებლქსოვილოვანი დეფექტები;
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
  • ჰორმონული დარღვევები;
  • ქრონიკული ყაბზობა;
  • გაცხიმოვნება;
  • მძიმე ფიზიკური შრომა, რომელიც იწვევს სასქესო ორგანოების ფთოზს – დაწევას;
  • ხანდაზმული ასაკი – ასაკთან ერთად მნიშვნელოვნად ქვეითდება მთელი სხეულის კუნთთა ტონუსი და მათ შორის მენჯის კუნთებისაც;
  • ამის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი მენოპაუზაა, რომლის დროსაც ქვეითდება საკვერცხეების მიერ ესტროგენების გამოყოფა, რაც იწვევს კუნთების მოდუნებას, ამასთან სწორედ იმ ჯგუფის მუსკულატურა დუნდება, რომლებსაც შარდის ბუშტის ფიქსაცია ევალებათ;
  • შარდის შეუკავებლობის არცთუ იშვიათი მიზეზია ნევროლოგიური დაავადებები, დამახასიათებელი ასაკოვნებისთვის: ინსულტი, ალცჰაიმერის დაავადება, გაფანტული სკლეროზი;
  • გარკვეული როლი ამ პრობლემის განვითარებაში ეკისრება ზოგიერთ სამკურნალო მედიკამენტს, განსაკუთრებით ჰიპერტონიის დროს გამოყენებულ წნევის დამწევ პრეპარატებს;
  • შარდის შეუკავებლობა ასაკში შესაძლოა ზოგიერთი პროდუქტის ან სითხის გამოყენებასაც უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით შაქრის შემცველებს, კოფეინით მდიდარ სასმელებს, ყავასა და ჩაის.

შარდგამომყოფი სისტემა

პრობლემის არსში უკეთ გასარკვევად გავეცნოთ იმ ორგანოებს, რომელთა მუშაობაც ორგანიზმს ჭარბი სითხისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

თირკმელები

წყვილი ორგანოა, რომელშიც შარდი წარმოიქმნება, ისინი ამას სისხლის ტოქსინებისა და ნივთიერებათა ცვლის შედეგად ახერხებენ დარჩენილი უვარგისი ნაერთებისგან გაწმენდის პროცესში.

თირკმელების სწორი ფუნქციობა მთელი ორგანიზმის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის ერთ-ერთი საფუძველია.

შარდსაწვეთები

ასევე წყვილი შარდგამომტანი ორგანოა, რომლებიც თირკმელებში წარმოქმნილი შარდის შარდის ბუშტში ტრანსპორტირებას ახორციელებენ. შარდის ბუშტის ავსების შემდეგ ავტომატურად იკეტება შარდსაწვეთების სანათური, რაც შეუძლებელს ხდის წარმოქმნილი შარდის უკან – თირკმელებში დაბრუნებას.

შარდის ბუშტი

მცირე მენჯის ღრუში მოთავსებული ღრუ კუნთოვანი ორგანოა, რომელიც ორ ფუნქციას ასრულებს: შარდის დაგროვება და მისი გარემოში გამოდევნა. ელასტიკური სტრუქტურის წყალობით შარდის ბუშტის კედლებს გაწელვის უნარი შესწევთ, რის შედეგადაც ორგანოში 400-დან 700მლ-მდე შარდის, გასაკუთრებულ შემთხვევაში კი, 1500-2000 მლ-ის დაგროვებაც შესაძლებელია.

შარდის ბუშტის კედლები იწელება მისი ავსების შემდეგ და იკუმშება დაცლის კვალდაკვალ.

შარდის გამოყოფას არეგულირებს ორგანოს ქვედა ნაწილში მდებარე ორი სფინქტერი.

შარდის ბუშტის სფინქტერები

სფინქტერი ორი რგოლური მომჭერი კუნთოვანი წარმონაქმნია. შარდის გამოყოფა რეგულირდება გარეთა და შიგნითა სფინქტერებით.

შიგნითა სფინქტერი შარდის ბუშტის ყელთანაა, იგი შარდგამომყოფი არხის დასაწყისში მდებარე კუნთოვანი რგოლია, რომლის შეკუმშვასა და მოდუნებას ადამიანი ვერ აკონტროლებს.

გარეთა სფინქტერი შარდსადენის შუაში მდებარეობს, მენჯის ფუძის კუნთებისგან შემდგარი ძვლებზე გადაჭიმული წარმონაქმნია, რომელიც ემორჩილება ადამიანის ნება-სურვილს და შესაძლებელია შარდვის პროცესში მისი გაკონტროლება.

იგი მჭიდროდ უკავშირდება ირგვლივმდებარე კუნთებს, რომელთა შეკუმშვითაც იხსნება, იჭიმება რამდენიმე მიმართულებით.

შედეგად, შიგნითა სფინქტერი ხურავს შარდის ბუშტის ყელს შარდგამომტან არხთან და არ აძლევს მას გარეთ გამოდენის საშუალებას, გარეთა კი კუმშავს შარდის ბუშტის კედლებს, რათა შარდი გამოიდევნის, ანუ მისი დამსახურებაა შარდის ბუშტის დაცლა ავსების შემდეგ.

შარდსადენი არხი

ეს შარდგამომტანი სისტემის ბოლო ნაწილია, რომელიც ვიწრო თხელკედლიანი არხია, რომლის საშუალებითაც შარდის ბუშტში დაგროვილი შარდი გარემოში გამოიდევნება.

ანატომიური თავისებურებების გამო ქალის შარდსადენის (ურეთრის) სიგრძე 3-5 სმ-ია, მამაკაცებისა კი – 15-20 სმ.

ქალის შარდსადენი მამაკაცისაზე განიერია.

მამაკაცის ურეთრა სასქესო სისტემის ნაწილიცაა, რამდენადაც იგი ემსახურება ეაკულაციის დროს სპერმის გამოყოფას.

ნერვული დაბოლოებანი

შარდის ბუშტის კედლებში არსებობს რეცეპტორები, რომლებიც გრძნობენ ბუშტის ავსების ხარისხს და სიგნალს ამის თაობაზე აწვდიან ზურგის ტვინს. პირველი სიგნალი იგზავნება მაშინ, როდესაც შარდის ბუშტში შარდის რაოდენობა 200-300 მლ-ს აღწევს.

შარდგამომყოფი სისტემის მუშაობა

შარდგამომყოფი სისტემის მთავარი ფუნქცია ორგანიზმში წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნებაა სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების ფილტრაციისა და ნარჩენი სითხის გამოდევნის გზით.

თირკმელების უწყვეტი მუშაობით დღე-ღამეში იწმინდება 170-180 ლიტრი სისხლი, ამასთან საბოლოოდ ამ მოცულობისგან წარმოიქმნება მხოლოდ 1,5-2,0 ლ შარდი.

ეს ციკლური პროცესია, რომელიც შემდეგნაირად ხორციელდება: თირკმელების მიერ წარმოქმნილი შარდი შარდსაწვეთებით ხვდება შარდის რეზერვუარში – შარდის ბუშტში.

ვიდრე იგი შარდით ივსება, მისი კუნთოვანი კედლები მოდუნებულია და თანდათან იჭიმება, ამ პროცესში შარდის გამოდევნას ხელს უშლის სფინქტერი, რომელიც კეტავს და საიმედოდ ხურავს შარდის ბუშტიდან გამოსასვლელს.

ამავე მიზანს ემსახურება მცირე მენჯის ღრუს კუნთები, რომლებიც აფიქსირებენ შარდის ბუშტს, სფინქტერებსა და შარდსადენს სწორ მდგომარეობაში.

შარდის ბუშტის სრული ავსების მომენტში იმპულსები, ზურგის ტვინის გარდა, უკვე თავის ტვინამდე აღწევს და ადამიანს შარდვის სურვილი უჩნდება. შარდის ბუშტის სრული ავსების თაობაზე თავის ტვინში ინფორმაციის მიწოდების შემდეგ თავის ტვინი უკვე თავად უგზავნის სიგნალებს შარდის ბუშტს შეიკუმშოს, გარეთა და შიგნითა სფინქტერებს კი მოდუნდნენ.

ამ მექანიზმის რომელიმე რგოლის მუშაობის შესუსტება საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა დაკარგოს შარდვის პროცესის გაკონტროლების უნარი, დაირღვეს მისი ნორმალური გამოყოფა და განვითარდეს როგორც შარდის შეკავება, ისე მისი შეუკავებლობა.