ეპიდიდიმიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეპიდიდიმიტი

არსებობს შეგუბებითი ეპიდიდიმიტიც, რომელიც მენჯის ღრუს ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგია. შეგუბება შესაძლოა განვითარდეს სქესობრივი აღგზნებისას დაუკმაყოფილებლობის გამო, შეკრულობისას, ბუასილის არსებობისას, ალკოჰოლის ჭარბი მიღებისას. დაბოლოს, დანამატის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს სათესლე პარკისა და ჯირკვლების ტრავმა. ლაპარაკია იმ მიკროტრავმებზე, რომლებიც ხშირია ველოსიპედით მოძრაობისას, სირბილისას, ხტომისას, სიმძიმის აწევისას, ავტომობილით გადაადგილებისას. ყველა შერყევისას მამაკაცი მთელი სიმძიმით აწვება შორისის მიდამოს, სათესლე პარკსა და ჯირკვლებს, რაც მათში მიკროსკოპულ სისხლჩაქცევებს იწვევს. ალბათ საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ ქალაქის ქუჩებში ავტომობილით ერთსაათიანი მგზავრობისას მძღოლი 1300 ასეთ მიკროდარტყმას იღებს. გამორიცხული არ არის, ეპიდიდიმიტი ორგანიზმის გადაცივებას ან ინსტრუმენტულ ჩარევას (შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია და სხვა) მოჰყვეს.

მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ეპიდიდიმიტის ორ ფორმას: მწვავეს და ქრონიკულს. სათესლე ჯირკვლის დანამატიდან დაწყებული ანთება შესაძლოა გავრცელდეს პროსტატაზე, ზოგჯერ - სათესლე ბუშტუკებსა და შარდგამომყოფ არხზეც. თუ ანთებითმა პროცესმა სათესლე ჯირკვალი მოიცვა, ეპიდიდიმიტს ორქიტი (სათესლე ჯირკვლის ანთება) დაერთვის. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეპიდიდიმიტი შეიძლება იყოს ურეთრიტის, პროსტატიტის, ვეზიკულიტისა და ყბაყურის გართულება.

მწვავე ეპიდიდიმიტი ვითარდება სათესლე პარკის ინფექციური დაზიანების ან ძლიერი ტრავმის შემთხვევაში. მწვავე ეპიდიდიმიტის პირველი ნიშანი სათესლე ჯირკვალში უეცარი ტკივილია, რომელსაც შესაძლოა თან სდევდეს ტკივილი შორისის, მუცლის ქვედა ნაწილისა და მენჯის მიდამოში. ამ დროს ჯირკვლის დანამატი გადიდებული და მტკივნეულია.

ქრონიკული ეპიდიდიმიტი ყველაზე ხშირად მწვავე ეპიდიდიმიტის არასრულყოფილი (ან შეწყვეტილი) მკურნალობის შედეგია. მას შემდეგ, რაც მწვავე მოვლენები გაივლის, სათესლე ჯირკვალში პერიოდულად წარმოიქმნება მღრღნელი ტკივილი, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს სიარულის ან ფიზიკური დატვირთვის დროს. მწვავე ეპიდიდიმიტი ტკივილის სიმწვავის გამო ადამიანს ექიმთან მისვლას აიძულებს. აუცილებელია იმ ინფექციის დადგენა, რომელმაც, სავარაუდოდ, გამოიწვია დაავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ეპიდიდიმიტის ქრონიკული ფორმა. დიაგნოსტიკა ემყარება პალპაციას, შარდსადენი არხიდან გამოყოფილი გამონადენის მიკროსკოპიულ გამოკვლევას, შარდისა და სისხლის ანალიზს, დაავადებული მიდამოს ულტრაბგერით გამოკვლევას. ეპიდიდიმიტი აუცილებლად უნდა განასხვაონ ორქიტისგან, სათესლე ჯირკვლის შემოგრეხისა და ჯირკვლის სიმსივნისგან (ეპიდიდიმიტის გამო სიმსივნე, როგორც წესი, არ ყალიბდება).

ეპიდიდიმიტის მკურნალობა სპეციფიკურია - დამოკიდებულია დაავადების გამომწვევზე. ნაჩვენებია ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლების, ვიტამინების და სხვათა მიღება, მწვავე ფორმის დროს შეიძლება ყინულის გამოყენებაც (პარკზე სიცივით ზემოქმედება). ავადმყოფისთვის აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმი ფიქსირებული სათესლე პარკით. რეკომენდებულია დიეტა: ცხარესა და შემწვარ-მოხრაკულის გამორიცხვა. დაჩირქების შემთხვევაში აუცილებელია ჩირქგროვის გახსნა და დრენირება. ზოგიერთი ექიმი უპირატესობას ანიჭებს ეპიდიდიმიტის ოპერაციულ მკურნალობას იმ მიზეზით, რომ საკმაოდ ხშირად თესლგამომყოფი არხები ნაწიბურდება და ვითარდება აზოსპერმია (სათესლე სითხეში სპერმატოზოიდების უქონლობა), რაც უშვილობის მიზეზად იქცევა. ითვლება, რომ მეორეული, ექსკრეტორული უშვილობის 70% სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთების შედეგია.

ასე რომ, დროულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მწვავე ეპიდიდიმიტის მკურნალობა, თუ ის დროულად იქნა დაწყებული, ძნელი არ არის, თუმცა თანმიმდევრულობას და დისციპლინას მოითხოვს.

ექსკრეტორული უნაყოფობის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ნაყოფიერების აღდგენის ორი გზა - სათესლე არხების გამავლობის მიკროქირურგიული აღდგენა და სათესლე ჯირკვლების პუნქცია ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ჩასატარებლად, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა მეთოდს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ ყველა პაციენტს განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ქრონიკულ ეპიდიდიმიტს ანტიბიოტიკებით, იმუნომასტიმულირებელი და სხვა პრეპარატებით მკურნალობენ. მათთან ერთად წარმატებით გამოიყენება ფიზიოთერაპიული საშუალებები - ულტრაბგერა, ელექტროფორეზი, მაგნიტურ-ლაზერული თერაპია და სხვა.