რატომაა საჭირო პროსტატის ვარჯიშები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

რატომაა საჭირო პროსტატის ვარჯიშები

რატომაა საჭირო პროსტატის ვარჯიშები
ვარჯიში შესაძლებელია ოფისის სავარძელში, საჭესთან, ლიფტში და დივანზეც კი. რატომ სჭირდებათ მამაკაცებს კეგელის ვარჯიშები – მენჯის ფუძის კუნთების გასამაგრებლად, რომელიც შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

1. მცირე მენჯის ღრუს ორგანოების – შარდის ბუშტის, სწორი და მსხვილი ნაწლავის დაფიქსირება.

2. ხელს უწყობს შარდის გამოშვების პროცესის კონტროლს, ანუ იცავს შემთხვევით „გაპარვისგან“ დაძაბულობის ან დაცემინების დროს.

მამაკაცებისთვის კიდევ არსებობს სასიამოვნო ბონუსი. მენჯის ფუძის კუნთების რიცხვში შედის მცირე, მაგრამ სქესობრივი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი კუნთი Bულბოცავერნოსუს, რომელიც პენისის ფუძის ირგვლივაა მოთავსებული და უზრუნველყოფს მდგრად ერექციას და მძლავრ ეაკულაციას.

დასავლეთ
ინგლისის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი ცხოვრებისთვის მენჯის ფუძის კუნთები. ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცების 40%-ს კეგელის ვარჯიშების კურსის შემდეგ აღუდგა, ხოლო 33,5%-ს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა ნორმალური ერექცია.

კეგელის ვარჯიშებს უნიშნავენ მამაკაცებს, რომლებიც პროსტატის კიბოს მკურნალობას გადიან სექსუალური ფუნქციის აღსადგენად.


როგორ ვიპოვოთ კეგელის კუნთები


ეს ძალიან მარტივია, თუ წარმოვიდგენთ, რომ მოშარდვის სურვილი დაგვეუფლა, მაგრამ ამის განხორციელება შეუძლებელია.


როგორ უნდა გაკეთდეს კეგელის კლასიკური ვარჯიშები მამაკაცებისთვის

შეკუმშეთ მენჯის ფუძის კუნთები, გააჩერეთ დაჭიმული დაახლოებით 5 წამი, შემდეგ მოადუნეთ. ვარჯიში გაიმეორეთ 10-20-ჯერ. იდეალურია ამ კომპლექსის დღეში 2-3-ჯერ შესრულება.

ცხადია, პირველ რამდენიმე ცდაზე ვერ შეძლებთ 10-20 ვარჯიშის გაკეთებას, რაც ნორმალურია, ამიტომ კუნთების გასაძლიერებლად გააგრძელეთ ვარჯიში.

კეგელის ვარჯიშების დიდი პლუსი ისაა, რომ მათ შესასრულებლად განსაკუთრებული პირობები არაა საჭირო.


როგორ გავამრავალფეროვნოთ ვარჯიში

თუ მომაბეზრებელია ერთი და იმავეს შესრულება, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომლის შერჩევაც და კომბინაციაში შესრულებაც შესაძლებელია, შედეგი იგივე იქნება.


1. შეკუმშეთ ანუსის კუნთები

კუნთები შეკუმშეთ ჩასუნთქვაზე, გააჩერეთ 10-15 წამი, ამოისუნთქეთ და მოდუნდით. ვარჯიში გაიმეორეთ 10-20-ჯერ.


2. გაზარდეთ კუნთების შეკუმშვის სიჩქარე

კეგელის კლასიკური ვარჯიში სტატიკურია: კუნთების შემკუმშვა, დაჭიმულ მდგომარეობაში რამდენიმე წამით გაჩერება და მოდუნება. შეიძლება ვარჯიშს მეტი დინამიკა შევძინოთ. შე­კუმშეთ და მოადუნეთ მენჯის ფუძის კუნთები სწრაფად, გააკეთეთ 10 ასეთი სწრაფი ვარჯიში, შემდეგ დაისვენეთ 15-20 წამი და გაიმეორეთ რამდენიმეჯერ.


3. შეკუმშული მდგომარეობის დიდხანს შენარჩუნება

კეგელის კუნთები შეკუმშეთ ძლიერად და გააჩერეთ მაქსიმალურად დაჭიმული 10-15 წამის განმავლობაში. შემდეგ ნელა მოდუნდით. შეასრულეთ 2-3-ჯერ.


4. დადექით ხიდზე

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური ვარიაციაა კეგელის ვარჯიშებისა. დაწექით ზურგზე, მუხლებში მოხარეთ ფეხები. მენჯი რაც შეიძლება ზემოთ ასწიეთ ისე, რომ ტერფები, მხრები და ბეჭები არ მოაშოროთ იატაკს. ამ მდგომარეობაში კეგელის კუნთების შეკუმშვა არაა საჭირო, ისინი ისედაც იტვირთება (სურ. 1).

  • სტატიკა: გააჩერეთ მენჯი მაქსიმალურად მაღალ წერტილში 5-10 წამი და დაუშვით იატაკზე. გაიმეორეთ 10-15-ჯერ.
  • დინამიკა: მაქსიმალურად სწრაფად ასწიეთ და დაუშვით მენჯი. გაიმეორეთ 10-15-ჯერ (სურ. 2).


5. ფეხების აწევა

დაწექით ზურგზე. ფეხები მუხლებში მოხარეთ და ასწიეთ მკერდისკენ ისე, რომ ბარძაყები იატაკის პერპენდიკულარულად აღმოჩნდეს. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 10-15-ჯერ.


როდის ველოდოთ შედეგებს

რეგულარული ვარჯიშისას შედეგი უკვე 3-6 კვირაში გამოჩნდება. შარდის შეუკავებლობის პრობლემები შემცირდება ან დავიწყებას მიეცემა, სქესობრივი ცხოვრება კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

თუ შედეგს ვერ ამჩნევთ, სავარაუდოდ, ვარჯიშისას შეცდომას უშვებთ. მაგალითად, არ აკეთებთ მენჯის ფუძის კუნთებზე საჭირო დატვირთვას და მათ მაგივრად ძაბავთ პრესს ან თეძოს კუნთებს.

ამის გასარკვევად გაშიშვლდით, დადექით სარკის წინ და დაჭიმეთ კეგელის კუნთები. თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ, სათესლე პარკი საგრძნობლად აიწევს.


რით შეიძლება კეგელის ვარჯიშების გამრავალფეროვნება

თუ კეგელის ვარჯიშებმა დაგაინტერესათ პოტენციის გასაუმჯებესებლად, მაშინ მარტო ამით ნუ შემოიფარგლებით. კვლევებით დადგინდა, რომ ნებისმიერი სახის აერობული დატვირთვა ერექციული დისფუნქციის პროფილაქტიკისა და მასთან საბრძოლველი ეფექტური მეთოდია. ასე რომ, იარეთ, ირბინეთ და გააკეთეთ ბუქნები.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
შარდის შეუკავებლობა სამედიცინოს გარდა სოციალური პრობლემაცაა. როგორ აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ შარდის შეუკავებლობას,
არსებობს დაავადებები, რომლებზე საუბარსაც ადამიანები, მათი ინტიმური ბუნების გამო, ყოველთვის გაურბიან.
ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, შარდგამომყოფი სისტემის ორგანოების ფართოდ გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა.
ფიმოზი უკანასკნელ პერიოდში ანდროლოგები და უროლოგები ბიჭებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ფიმოზის დიაგნოზს,
შარდკენჭოვანი დაავადება ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ქრონიკული მორეციდივე პათოლოგიაა,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად