პენისის გამრუდება – ფუნქციური თუ ესთეტიკური პრობლემა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

პენისის გამრუდება – ფუნქციური თუ ესთეტიკური პრობლემა

პენისის გამრუდება – ფუნქციური თუ ესთეტიკური პრობლემა
ასიმეტრიული განვითარების შედეგად სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდება ვლინდება მისი ქვემოთ, ზემოთ ან გვერდზე გადახრით. გამრუდება აღინიშნება დაბადების მომენტიდან და დიაგნოსტირება შესაძლებელია ერექციის დროს. სქესობრივი მომწიფების პერიოდში, პენისის გაზრდასთან ერთად, გამრუდება უფრო შესამჩნევი ხდება.

პენისის თანდაყოლილი გამრუდებისას სასქესო ფუნქციის (ერექციის, ეაკულაციის, ლიბოდოსა და ორგაზმის ხარისხი) ძირითადი შემადგენლები ნორმაშია.

სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდება ძალიან განსხვავდება შეძენილისგან (პეირონის დაავადება). გა­ნს­ხვავება გამოიხატება შემთხვევათა სიხშირეში, ბიოლოგიურ პროცესებში, გამოწვეულ დაავადებებში, გარეგან გამოვლენაში, ფუნქციური დარღვევების არსებობაში.

ასევე განსხვავებულია სასქესო ასოს თანდაყოლილი და შეძენილი გამრუდების მკურნალობის საშუალებები.


როგორ დგინდება?

დიაგნოსტიკა მარტივია და მოზარდი ან მამაკაცი ამას თავად ადგენს. მამაკაცთა უმრავლესობას იდეალურად სწორი პენისი არ აქვს, მაგრამ მისი თანდაყოლილი გამრუდებისას აღინიშნება მნიშვნელოვანი გადახრა.
მნიშვნელოვანია პენისის ჩვეულებრივი გამრუდებისა და პეირონის დაავადების განსხვავება, რომლის დროსაც აღინიშნება ქსოვილის სტრუქტურის რთული ცვლილება სქესობრივი ფუნქციის შემდგომი დარღვევით.


საჭიროა თუ არა
სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდების მკურნალობა?


ადრე პრობლემის სამედიცინო გააზრება რამდენადმე გამარტივებული იყო და კონცენტრირდებოდა ტექნიკურ ასპექტებზე.

ექიმი ძირითადად ინტერესდებოდა სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარების შესაძლებლობით და თუ ამ მხრივ პრობლემა არ იყო, ხშირად არც ურჩევდნენ პაციენტს ოპერაციულ მკურნალობას.

სქესობრივი აქტის ჩატარების პრობლემები აღინიშნება, თუ გადახრა 60 გრადუსზე მეტია, და დამოკიდებულია გამრუდების მიმართულებაზე, პარტნიორების სხეულის აგებულებაზე, პენისის ზომასა და ზოგიერთ სხვა ასპექტზე.

სასქესო ასოს გამრუდების პრობლემა დღეს უფრო ფართოდ განიხილება და შესაძლო მკურნალობის გადაწყვეტილებას პაციენტი ქირურგთან გამოკვლევის შემდეგ იღებს.

სქესობრივი აქტის სრულფასოვანი ჩატარების გარდა, მამაკაცი შეიძლება უკმაყოფილო იყოს სასქესო ასოს გარეგნული სახითაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს:

  • სექსუალური შეხვედრის ან სიტუაციის შიში, როდესაც სხვამაც შეიძლება დაინახოს მისი სასქესო ასო ერექციის მდგომარეობაში;
  • თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის დაქვეითება და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.

გამრუდებული პენისის გასასწორებელი, რეკონსტრუქციული ოპერაციები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:

  • მეუღლეებს შორის ურთიერთობის;
  • სქესობრივი კავშირის;
  • თვითდაჯერებულობის მომატების;
  • ლიბიდოს გაუმჯობესებისა და
  • საკუთარი სქესობრივი აქტივობით კმაყოფილების თვალსაზრისით.

სასქესო ასოს გამრუდება თავისთავად არ სწორდება და მდგომარეობა არ უმჯობესდება. რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა, რათა არ წარმოიქმნას მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები.

ოპერაციისას სწორდება პენისის შედარებით გრძელი ნაწილი, ამ დროს შესაძლოა სასქესო ასო გარკვეულად დამოკლდეს კიდეც. ამიტომ ქირურგთან თავიდანვე უნდა განიხილებოდეს სასქესო ასოს შესაძლო ზომა ოპერაციის შემდგომ. რაც მეტია გადახრის კუთხე, მით მეტად დამოკლდება სასქესო ასო. ასევე, რაც მეტია გამრუდება, მით თვალსაჩინოა ოპერაციის შემდგომი გაუმჯობესება.

ოპერაცია ტარდება ზოგადი ან რეგიონული ნარკოზით. სქესობრივი ცხოვრება შესაძლებელია ოპერაციიდან 4-6 კვირის შემდეგ.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 30-12-2019
მიქა
მაინტერესებს ვარ 19 წლის და ასო არის მარჯვნივ გადახრილი ერექცის დროს არი ძალიან შესამნჩნევი და ჩვეულებრივ არა და ოპერაცია საჭიროა თუ არა და რამდენად მოკლდება და ხელს თუ არ უშლის შემდგომ სქესობრივ კავშირში
თარიღი : 28-12-2019
დავითი
გამრუდებული სასქესო ორგანო ხელს უშლის მის ზრდას?
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
არსებობს დაავადებები, რომლებზე საუბარსაც ადამიანები, მათი ინტიმური ბუნების გამო, ყოველთვის გაურბიან.
ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, შარდგამომყოფი სისტემის ორგანოების ფართოდ გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა.
ფიმოზი უკანასკნელ პერიოდში ანდროლოგები და უროლოგები ბიჭებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ფიმოზის დიაგნოზს,
შარდკენჭოვანი დაავადება ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ქრონიკული მორეციდივე პათოლოგიაა,
ვარჯიში შესაძლებელია ოფისის სავარძელში, საჭესთან, ლიფტში და დივანზეც კი.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად