მამაკაცთა შარდვის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცთა შარდვის დარღვევა

შარდგამომყოფი სისტემის სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებდეს (მათ შორის - თირკმელების დაავადებებზე).

შარდის შეუკავებლობის მიზეზები

  • შარდსაწვეთის დაზიანება, მაგალითად, ინფექციებისას, შარდსაწვეთში კენჭის გავლისას (შარდკენჭოვანი დაავადება), სიმსივნე;
  • შარდის ბუშტის სისუსტე;
  • მენჯის სუსტი მუსკულატურა ან შარდის ბუშტის სფინქტერის სისუსტე;
  • დელირიუმი, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება;
  • ურეთრიტი;
  • ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღება;
  • შარდის გადაჭარბებული გამოყოფა (მაგ. დიაბეტის ან გულის უკმარისობის დროს);
  • მოძრაობის შეზღუდვა (მაგალითად, ხანგრძლივად ლოგინში წოლა);
  • ნერვული სისტემის დაზიანება;
  • წინამდებარე ჯირკვლის გადიდება პროსტატიტის, ადენომის ან ავთვისებიანი სიმსივნის დროს;
  • შარდგამომყოფი გზების ინფექციები.

მამაკაცთა ინფექციები ხშირად 50 წელს ზემოთ გვხვდება. უპირველესი მიზეზი წინამდებარე ჯირკვლის გადიდებაა, რაც ხშირად აღენიშნებათ ხანდაზმულ მამაკაცებს.

სიმპტომები

  • შარდვის სურვილის გახშირება, განსაკუთრებით ღამით;
  • წვის შეგრძნება შარდვისას;
  • შარდის ვარდისფერი ან წითელი ფერი (სისხლის არსებობისას);
  • მუცლის ქვედა ნაწილში დაძაბულობა;
  • მღვრიე შარდი უსიამოვნო სუნით.

ზოგჯერ შარდის გამოყოფის დარღვევა კლინიკურად არ ვლინდება, მაგრამ დიაგნოსტირდება ლაბორატორიული კვლევებისას.

რა ვიღონოთ

რაც შეიძლება ნაკლებად მოვიხმაროთ სპირტიანი, კოფეინის შემცველი სასმელები, ცხარე საკვები, რომელთაც დაავადების სიმპტომების გაღრმავება შეუძლია.

  • არ შეიკავოთ შარდი;
  • ღამით შარდვის შესამცირებლად შეეცადეთ ნაკლები წყალი დალიოთ ძილის წინ;
  • ყოველდღიურად დალიეთ არანაკლებ 6-8 ჭიქა წყალი;
  • საპირფარეშოში შედით სქესობრივ აქტამდე და მის შემდეგ;
  • ჩაიცვით სუფთა ბამბის თავისუფალი ქვედა საცვალი;
  • აბაზანის მაგივრად მიიღეთ შხაპი;
  • ნუ გამოიყენებთ აბაზანის ქაფს და სხვა პარფიუმერულ პროდუქტებს დასაბანად.

შარდის მწვავე შეკავება დრამატული, უეცრად განვითარებული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ამა თუ იმ მიზეზის გამო არ შეუძლია თავისით შარდის ბუშტის დაცლა. ხშირად მსგავსი გართულება იმ მამაკაცებს ემართებათ, რომელთაც ურეთრის ანატომიური თავისებურებები ახასიათებთ.

ხანდაზმულ მამაკაცთა უმრავლესობას შარდის მწვავე შეკავება ადენომის ან წინამდებარე ჯირკვლის სხვა დაავადების გამო უვითარდება, ამ მიზეზით საშარდე გზები ზეწოლას განიცდიან. ამ შემთხვევაში შარდის შეკავების მიზეზი ხანგრძლივი ჯდომა, გადაცივება, ყაბზობა ან ფაღარათი, ალკოჰოლის მიღება შეიძლება იყოს. სხვა მიზეზებიდან შარდის გამოყოფის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნემ, ტრავმამ, ურეთრისა და შარდის ბუშტის ნაწიბუროვანმა შევიწროებამ, შარდკენჭოვანმა დაავადებამ, ფიმოზმა, ზურგის ტვინის დაავადებებმა და დაზიანებამ, მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციებმა.

რას მივაქციოთ ყურადღება?

მოშარდვის სურვილის მიუხედავად, შარდვის შეუძლებლობა შარდის მწვავე შეკავების ობიექტური ნიშანია. ადამიანს აწუხებს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, წვის შეგრძნება. ზოგიერთი ანთებითი დაავადებისას (პროსტატიტი, ურეთრიტი) შარდის შეკავებას თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება, გულისრევა და შორისის არეში ტკივილი. ზოგჯერ, გადავსებული შარდის ბუშტისას, შარდი უნებლიეთ გამოიყოფა წვეთობით, თუმცა, პაციენტს ეს შვებას არ გვრის.

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია შარდის მწვავე შეკავების ყველაზე ხშირი მიზეზია, რასაც ყოველთვის თან სდევს შარდვის პროცესის დარღვევა, რომელიც დასაწყისში ვლინდება შარდვის გახშირებით, განსაკუთრებით ღამით, მოგვიანებით კი - შარდვის გაძნელებით.

დიაგნოზის დასაზუსტებლად შარდვის მწვავე შეკავებისას უნდა ჩატარდეს შარდის ბუშტისა და პროსტატის ულტრაბგერითი კვლევა, ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური ან ენდოსკოპიური კვლევები.

შარდის მწვავე შეკავებისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს შარდის ბუშტის ურეთრული კათეტერის საშუალებით დასაცლელად. კათეტერის შეყვანა თუ ვერ ხერხდება, მაშინ შეიძლება ოპერაციული ჩარევა გახდეს საჭირო. ამის შემდეგ უნდა დადგინდეს შარდის მწვავე შეკავების მიზეზი, რაზეც დამოკიდებული იქნება შემდგომი მკურნალობის ხასიათი და ტაქტიკა.

შარდის მწვავე შეკავების პროფილაქტიკა გულისხმობს მისი გამომწვევი დაავადებების დროულ მკურნალობას: უროგენიტალური ინფექციები, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, შარდკენჭოვანი დაავადება. საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • 45 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ კონსულტაცია უროლოგთან;
  • აკონტროლონ სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონე, რომელიც იზრდება წინამდებარე ჯირკვლის, მათ შორის - ონკოლოგიური დაავადებებისას.
  • მოერიდონ გაციებას, შარდ-სასქესო ორგანოების ტრავმებსა და ჰიპოდინამიკას, შეეცადონ ჰქონდეთ რეგულარული სქესობრივი ცხოვრება - ფიზიკური აქტივობა აქვეითებს მცირე მენჯში შეგუბებითი პროცესების განვითარებას;
  • გამორიცხონ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტი, როგორც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკის საშუალება;
  • შარდვის გართულებისას დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.