ფიმოზის გამოვლინება და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიმოზის გამოვლინება და მკურნალობა

ამ დროს ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია. ფიმოზს შეიძლება თან ახლდეს ტკივილი, რაც მის ქრონიკულ სტადიაში გადასვლაზე მეტყველებს.

ფიზიოლოგიური ფიმოზი უპირატესად ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი. 5 წლის ასაკამდე აღნიშნული მდგომარეობა თავისთავად გაივლის.

ჰიპერტროფიული ფიმოზი ჩუჩის თანდაყოლილ დაგრძელებასა და შევიწროებას უკავშირდება, რაც ხელს უშლის სასქესო ასოს თავის გამოთავისუფლებას. ის არ არის მტკივნეული.

ატროფიულ ფიმოზს თან ახლავს ჩუჩის გათხელება და საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.

ფიმოზის შედეგი შეიძლება იყოს ბალანიტის (ბალანოპოსტიტის) განვითარება - ეს არის სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის ანთება. ბალანიტიც შეიძლება გახდეს ფიმოზის მიზეზი.

ფიმოზი იმითაა საშიში, რომ ერექციისას სასქესო ასოს თავი იზრდება და ჩუჩა იჭიმება. ამასთან, მასზე ვითარდება მიკრონახეთქები. როგორც წესი, ისინი მცირე ზომისაა, არ არის სისხლმდენი და დისკომფორიტს არ ქმნის, მაგრამ შეხორცებისას მათ ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბური ან მიკრონაწიბური. ნაწიბუროვანი ქსოვილი ნორმალურ ქსოვილზე ნაკლებად ელასტიკურია. ამიტომ თითოეული ახალი ნაწიბურის წარმოქმნისას ჩუჩა სულ უფრო ვიწროვდება და დაავადება პროგრესირებს.

ფიმოზის შემდგომმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჩუჩის ასოს თავთან შეხორცება. ეს მდგომარეობა არ ქმნის განსაკუთრებულ დისკომფორტს, თუმცა, ჩუჩის გადაწევის მცდელობას თან ახლავს მკვეთრი ტკივილი და სისხლდენა.

ფიმოზის დროს სქესობრივი აქტის ან მასტურბაციისას შეიძლება ჩუჩაში ასოს თავი ჩაიჭედოს, ამის გამო ასოს თავი და ჩუჩა შეშუპებულია (პარაფიმოზი), ირღვევა სისხლის მომოქცევა. ამ უსიამოვნო მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ასოს თავის ქსოვილების ნეკროზი, ამიტომ პარაფიმოზის დროს საჭიროა ექიმის სასწრაფო კონსულტაცია.

ჰიგიენის არასათანადოდ დაცვისას შეიძლება განვითარდეს ასოს თავისა და ჩუჩის ბაქტერიული ანთება - ბალანოპოსტიტი. სასქესო ასოს საცხი (სმეგმა) გროვდება და კარგი გარემოა მიკრობებისთვის. ამ პროცესის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან დაინფიცირებული სმეგმა კარცენოგენური ფაქტორია.

ფიმოზი არა მარტო მამაკაცის ჯანმრთელობისთვისაა საშიში, მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის სქესობრივ ცხოვრებაში. სექსუალური ლტოვლვის დაქვეითება, მტკივნეული ერექცია შეიძლება ფიმოზის ნიშნები იყოს. ფიმოზი სქესობრივ ფუნქციაზეც მოქმედებს და შეიძლება უშვილობის მიზეზიც იყოს.

ფიმოზის მკურნალობა შესაძლებელია თერაპიულად და ოპერაციულად.

საწყის სტადიაზე ფიმოზს შეიძლება უმკურნალოთ კორტიკოსტეროიდული საცხებით, რომელთა ძირითადი მიზანია ანთებითი პროცესის შემცირება და ფიმოზის ქრონიკულ სტადიაში გადაზრდის აღკვეთა.