ფიმოზის გამოვლინება და მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

ფიმოზის გამოვლინება და მკურნალობა

ფიმოზის გამოვლინება და მკურნალობა
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში). ამ დროს ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია. ფიმოზს შეიძლება თან ახლდეს ტკივილი, რაც მის ქრონიკულ სტადიაში გადასვლაზე მეტყველებს.

ფიზიოლოგიური ფიმოზი უპირატესად ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი. 5 წლის ასაკამდე აღნიშნული მდგომარეობა თავისთავად გაივლის.

ჰიპერტროფიული ფიმოზი ჩუჩის თანდაყოლილ დაგრძელებასა და შევიწროებას უკავშირდება, რაც ხელს უშლის სასქესო ასოს თავის გამოთავისუფლებას. ის არ არის მტკივნეული.

ატროფიულ ფიმოზს თან ახლავს ჩუჩის გათხელება და საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.

ფიმოზის შედეგი შეიძლება იყოს ბალანიტის (ბალანოპოსტიტის) განვითარება - ეს
არის სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის ანთება. ბალანიტიც შეიძლება გახდეს ფიმოზის მიზეზი.

ფიმოზი იმითაა საშიში, რომ ერექციისას სასქესო ასოს თავი იზრდება და ჩუჩა იჭიმება. ამასთან, მასზე ვითარდება მიკრონახეთქები. როგორც წესი, ისინი მცირე ზომისაა, არ არის სისხლმდენი და დისკომფორიტს არ ქმნის, მაგრამ შეხორცებისას მათ ადგილზე წარმოიქმნება
ნაწიბური ან მიკრონაწიბური. ნაწიბუროვანი ქსოვილი ნორმალურ ქსოვილზე ნაკლებად ელასტიკურია. ამიტომ თითოეული ახალი ნაწიბურის წარმოქმნისას ჩუჩა სულ უფრო ვიწროვდება და დაავადება პროგრესირებს.

ფიმოზის შემდგომმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჩუჩის ასოს თავთან შეხორცება. ეს მდგომარეობა არ ქმნის განსაკუთრებულ დისკომფორტს, თუმცა, ჩუჩის გადაწევის მცდელობას თან ახლავს მკვეთრი ტკივილი და სისხლდენა.

ფიმოზის დროს სქესობრივი აქტის ან მასტურბაციისას შეიძლება ჩუჩაში ასოს თავი ჩაიჭედოს, ამის გამო ასოს თავი და ჩუჩა შეშუპებულია (პარაფიმოზი), ირღვევა სისხლის მომოქცევა. ამ უსიამოვნო მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ასოს თავის ქსოვილების ნეკროზი, ამიტომ პარაფიმოზის დროს საჭიროა ექიმის სასწრაფო კონსულტაცია.

ჰიგიენის არასათანადოდ დაცვისას შეიძლება განვითარდეს ასოს თავისა და ჩუჩის ბაქტერიული ანთება - ბალანოპოსტიტი. სასქესო ასოს საცხი (სმეგმა) გროვდება და კარგი გარემოა მიკრობებისთვის. ამ პროცესის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან დაინფიცირებული სმეგმა კარცენოგენური ფაქტორია.

ფიმოზი არა მარტო მამაკაცის ჯანმრთელობისთვისაა საშიში, მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის სქესობრივ ცხოვრებაში. სექსუალური ლტოვლვის დაქვეითება, მტკივნეული ერექცია შეიძლება ფიმოზის ნიშნები იყოს. ფიმოზი სქესობრივ ფუნქციაზეც მოქმედებს და შეიძლება უშვილობის მიზეზიც იყოს.

ფიმოზის მკურნალობა შესაძლებელია თერაპიულად და ოპერაციულად.

საწყის სტადიაზე ფიმოზს შეიძლება უმკურნალოთ კორტიკოსტეროიდული საცხებით, რომელთა ძირითადი მიზანია ანთებითი პროცესის შემცირება და ფიმოზის ქრონიკულ სტადიაში გადაზრდის აღკვეთა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ვარჯიში შესაძლებელია ოფისის სავარძელში, საჭესთან, ლიფტში და დივანზეც კი.
ასიმეტრიული განვითარების შედეგად სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდება
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად