სირცხვილის გამო "ოქროს დრო" იკარგება – უროლოგია და სტერეოტიპები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

სირცხვილის გამო "ოქროს დრო" იკარგება – უროლოგია და სტერეოტიპები

სირცხვილის გამო "ოქროს დრო" იკარგება – უროლოგია და სტერეოტიპები
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ უროლოგია მხოლოდ მამაკაცების დაავადებაა.
სწორედ ამიტომ პრობლემა პროფესიონალებისგან განმარტებას საჭიროებს. მით უმეტეს, რომ ასაკის მატების პარალელურად უროლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკი იზრდება.

რას მოიცავს ონკოუროლოგია და როგორია დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? – ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოუროლოგი ზაალ კვირიკაშვილი გვესაუბრება.

– რა დაავადებები მიეკუთვნება ონკოუროლოგიის მიმართულებას და როგორია გენდერული სტატისტიკა – ეს უფრო კაცების დაავადებაა თუ ქალებმაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ სიმპტომებს, რომლებიც უროლოგიურ პრობლემებს
უკავშირდება?


– ონკოუროლოგია მოიცავს უროლოგიური სისტემის ონკოლოგიურ დაავადებებს ორივე სქესის შემთხვევაში. საუბარია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ორგანოების კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებზე, მათ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.
რაოდენობრივად ის მამაკაცებში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში, თუმცა მდედრობით სქესშიც იშვიათობას არ წარმოადგენს.

როგორც წესი, ამგვარი დაავადებების სიმპტომები ფარულად მიმდინარეობს,
ნელა ვითარდება და ამის გამო პაციენტები ხშირად მათ ყურადღებას არ აქცევენ.
ჩივილები შესაძლოა იყოს სხვადასხვაგვარი, იქიდან გამომდინარე, რომელი ორგანოს დაავადებაა, დაწყებული თირკმლით, დამთავრებული გარეთა სასქესო ორგანოებით.

ყველაზე მთავარი ჩივილი, რაც შეიძლება გამოვლინდეს და პაციენტმა დამალოს, გარკვეული სირცხვილის გამო, არის დიზურიული მოვლენები, როცა შარდვის აქტი ირღვევა. ამას ადამიანები, თუკი ასატანია, მალავენ და ექიმს არ მიმართავენ. ასე კი იკარგება "ოქროს დრო", რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება სიმპტომებს, ესენია: გახშირებული შარდვა, სისხლიანი მინარევი შარდში, ტკივილი საპროექციო არეში, შარდის შეკავება, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება და სხვა. ეს ის ჩივილებია, რაც შესაძლოა, აწუხებდეთ, მაგრამ პაციენტებმა ყურადღების მიღმა დატოვონ. აუცილებელია, რომ პაციენტებმა პირველივე სიმპტომებისას მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ დიაგნოსტიკური კვლევები, რათა დაავადება ადრეულ ეტაპზე დადგინდეს.

– რომელი დაავადებებია ყველაზე გავრცელებული და რა მეთოდით ხდება მათი დიაგნოსტირება?

– ყველაზე გავრცელებული ონკოუროლოგიური დაავადებებია: პროსტატის, თირკმლის, შარდის ბუშტისა და შარდსაწვეთის, ასევე, გარეთა სასქესო ორგანოების როგორც ავთვისებიანი, ისე კეთილთვისებიანი სიმსივნეები. ეს არის ის ძირითადი პათოლოგიები, რაც ონკოლოგიას მიეკუთვნება.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ყველა მეთოდი, დაწყებული ფიზიკალური გასინჯვიდან, დამთავრებული ტომოგრაფიით.
ადგილზე გვაქვს ყველა აუცილებელი კვლევის სრული სპექტრი და მისთვის საჭირო უახლესი აპარატურა. მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ბოლო თაობის ვიდეოცისტოსკოპი, რომლითაც პრაქტიკულად უმტკივნეულოდ და მაღალი გარჩევადობითაა შესაძლებელი შარდის ბუშტის დათვალიერება. ძალიან მცირე წარმონაქმნის აღმოჩენის შემდეგ კეთდება მისი ბიოფსია, მორფოლოგიური შესწავლა და ა.შ.

ცისტოსკოპს აქვს განსაკუთრებული, ე.წ. MBI რეჟიმი, რომელიც შარდის ბუშტის ლორწოვანის ისეთ პათოლოგიას აღმოაჩენს, რომელიც ჩვეულებრივი ცისტოსკოპიური კვლევისას უხილავია. დროულ აღმოჩენას კი შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

– რა ტიპის ოპერაციები ტარდება თქვენს კლინიკაში?

– დიაგნოზის დადგენის შემდეგ ვატარებთ სრულყოფილ გამოკვლევას, რათა შევაფასოთ დაავადების გავრცელება და დავსახოთ სწორი მკურნალობის გეგმა კონკრეტული პაციენტისთვის.

ქირურგიული მიმართულებით ვაკეთებთ ოპერაციებს როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული მეთოდით. მათ შორის თირკმლის, შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის, ასევე პროსტატის და გარეთა სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების, დროს.
ჩვენს კლინიკაში უპირატესობას ლაპაროსკოპიულ მეთოდს ვანიჭებთ, რადგან ეს არის პაციენტისთვის გაცილებით დამზოგველი ოპერაცია, რის შემდგომაც რეაბილიტაცია მარტივია.

– როდის მიმართავთ ღია ქირურგიულ ჩარევას?

– ხშირად პაციენტები დაგვიანებულად მოგვმართავენ, როცა დაავადება ადგილობრივად არის გავრცელებული, სიმსივნურ პროცესში მეზობელი ორგანოებიც ჩატრეულია და ამიტომ ასეთ შემთხვევებში, ღია წესით გვიწევს ოპერაციების გაკეთება.
ძირითადად ეს ეხება მენჯის არეში გავრცელებულ ონკოლოგიურ პათოლოგიებს, რომლებიც შარდის ბუშტის, გინეკოლოგიური, ანუ საშვილოსნოს ყელის ან სწორი ნაწლავის სიმსივნეებს მოიცავს. ამ შემთხვევებში ხდება მენჯის ორგანოების მთლიანად ამოკვეთა და ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მასშტაბი ონკოქირურგიაში.

კლინიკაში ვატარებთ როგორც მენჯის ორგანოების სრული ამოკვეთის, ისე მის აღდგენით-რეკონსტრუქციულ ოპერაციებსაც.

– აქვს თუ არა პაციენტს საშუალება, ადგილზევე გაიაროს პოსტოპერაციული მკურნალობა?

– დიახ, ეს მომსახურებაც, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მიიღონ ჩვენს კლინიკაში. ქირურგიული ჩარევისა და მორფოლოგიური შესწავლის პასუხის მიღების შემდეგ, მულტიდისციპლინური მიდგომით ვწყვეტთ კონკრეტული პაციენტისთვის პოსტოპერაციული მკურნალობის საჭიროებას. გვაქვს მკურნალობის სრული სპექტრი, მათ შორის ქიმიო და სხივური თერაპია.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სტაციონარი და პაციენტები ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე, ერთ სივრცეში იღებენ ყველა საჭირო ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
არსებობს დაავადებები, რომლებზე საუბარსაც ადამიანები, მათი ინტიმური ბუნების გამო, ყოველთვის გაურბიან.
ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, შარდგამომყოფი სისტემის ორგანოების ფართოდ გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა.
ფიმოზი უკანასკნელ პერიოდში ანდროლოგები და უროლოგები ბიჭებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ფიმოზის დიაგნოზს,
შარდკენჭოვანი დაავადება ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ქრონიკული მორეციდივე პათოლოგიაა,
ვარჯიში შესაძლებელია ოფისის სავარძელში, საჭესთან, ლიფტში და დივანზეც კი.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად