სათესლე პარკის ცხიმგროვა ნიშნები და მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

სათესლე პარკის ცხიმგროვა ნიშნები და მკურნალობა

სათესლე პარკის ცხიმგროვა ნიშნები და მკურნალობა
სათესლე პარკის ცხიმგროვა (ათერომა, ლიპომა) - კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელსაც აქვს მრგვალი სტრუქტურა, ელასტიკური კონსისტენცია, თეთრი ან მოყვითალო ფერი. სათესლე პარკის ცხიმგროვა არის ცხიმოვანი ჯირკვალი, რომელმაც გარკვეულ პირობებში დაკარგა გამომყოფი სადინარი, რის გამოც კანის ცხიმი ვეღარ აღწევს გარეთ, გროვდება ჯირკვლის შიგნით და იზრდება. სათესლე პარკზე ცხიმგროვის ზომა შეიძლება იყოს: მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე, ერთეული ან მრავლობითი.

სათესლე პარკის ათერომას გააჩნია გარკვეული ლოკალიზაცია და ანატომიური სტრუქტურა. ის ვითარდება კანქვეშ, სათესლე პარკის წინა ზედაპირზე. ათერომა შედგება მკვრივი ფიბროზული კაფსულისგან, რომლის შიგნითაც არის თეთრი ან
ყვითელი ფერის ცხიმისმაგვარი მასა. დიდი, ხანგრძლივი დროის მანზილზე არსებული ცხიმგროვა შეიძლება შეიცავდეს თეთრ, ცარცისმაგვარ ნივთიერებას.

მამაკაცთა უმრავლესობას თეთრი, მუწუკის მსგავსი ცხიმგროვები შეიძლება სათესლე პარკის კანზე ჰქონდეს გავრცელებული და არ იყოს უხერხულობის შემქმნელი, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, სათესლე პარკის ათერომებმა შეიძლება მიაღწიოს მწყრის ან ქათმის კვერცხის ზომასაც
კი, რაც ძალიან არაესთეტიკურია. დიდი ათერომები შეიძლება ინტიმური სიახლოვის დროს ხელის შემშლელიც გახდეს, ამ ფონზე კი კაცს წარუმატებლობის სინდრომი ჩამოუყალიბდეს და საბოლოოდ, არასრულფასოვნების კომპლექსი განუვითარდეს.


სიმპტომები


მცირე ზომის ცხიმგროვებს, როგორც წესი, სიმპტომები არ აქვს. თუ სათესლე პარკზე ცხიმგროვა იზრდება, მან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და სათესლე პარკის არეში ქავილი. რაც უფრო დიდი ხდება სათესლე პარკის თეთრი ცხიმგროვა, მით უფრო ხშირად უჩნდება მამაკაცს მისი შეხებისა და ამ ადგილის ქავილის სურვილი. ზოგი ცდილობს მის გამორწყვას ან ხალხური საშუალებებით მოშორებას. ასეთი ქმედება იწვევს ათერომის ანთებას, სისხლდენას, ტკივილს. ცხიმგროვის მოშორების შემთხვევაშიც კი კანის ქვეშ რჩება კაფსულა, რომელიც ისევ აივსება ცხიმით და უფრო სწრაფად გაიზრდება.

შეიძლება სათესლე პარკის ცხიმგროვის სპონტანური ანთება განვითარდეს, რაც შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:

  • სათესლე პარკზე ცხიმგროვის გადიდება;
  • სებორიული კისტის მიდამოში ტკივილი;
  • ათერომაზე კანი ხდება ანთებითი, შეშუპებული, პასტოზური, მბზინავი;
  • ცხიმგროვასა და მის გარშემო ვლინდება კანის სიწითლე (ჰიპერემია).

ზოგჯერ, შესაძლებელია, ანთების გამო ცხიმგროვა თვითნებურად გახსნას და თეთრი-მოყვითალო, სქელი სეკრეტი გარეთ გამოვიდეს. ამ შემთხვევაში ცხიმგროვის ადგილზე ჩნდება მცირე ზომის ხვრელი, რომელიც იფარება ქერქით. ამ უკანასკნელის მოშორების შემდეგ მის ადგილზე რჩება წითელი ლაქა, რომელიც, დროთა განმავლობაში, ჩვეულებრივ კანის ფერს დაიბრუნებს.


დიაგნოსტიკა

სათესლე პარკის კანზე თეთრი ცხიმგროვების გამო მამაკაცი მიმართავს უროლოგს. ცხიმგროვათა დიდი ზომების ან ათერომაში დაწყებული ანთებითი პროცესის დროს ტარდება დიფერენციალური დიაგნოსტიკა, რომ გამოირიცხოს აბსცესი, ფურუნკული, სათესლე პარკის კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები. სათესლე პარკის ცხიმგროვის დიაგნოზის დადასტურებისას დგება მისი მოშორების საკითხი.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 08-10-2019
ნიკა
გამარჯობა 10-13 წლის ვიქნებოდი მარცხენა სათესლე პარკზე (თუ მაგის ოდნავ ზემოთ აღარ მახსოვს) მომხვდა ქვა საკმაოდ ძლიერად. ეხლა ვარ თითქმის 30 წლის და მარხენა სათესლე პარკის ზემოთა მხარეს ვგრძნობ ალბათ ერთი სანტიმეტრიან ბურთებს(მგონი 2 ცალია) მაგრამ ამას 10 წელზე მეტია ვამჩნევ მაგრამ ექიმთან მისვლის მეშინოდა ყოველთვის.(არ მტკივა არ მექავება, მაგრამ მგონი ხანდახან დისკომფორტს ვამჩნევ, პარკიც ცოტა მოღრეცილია ჩემი დაკვირვებით) როგორ მოვიქცე შეიძლება სიმსივნე იყოს?
თარიღი : 09-09-2019
ანონიმი
სათესლე ჯირკვალზე ნახევარი სანტიმეტრის ანუფრონატარა თეთრი მრგვალი გამონაყარივიტ მაქ თუ ვცდებიბატყავებას მერე სითხეა რაღაც და სუნიაქ სპეციფიკური და ეს ეს ცხიმოვანი დაავადებაა? მოდებულია სათესლე ჯირკვალს დაახლოებით 20-30 იქნება მეშინია ძალიან საშიში ხომ არაა ხომ განიკურნება და ხომ არ ახდნეა რამე გავლენას
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ვარჯიში შესაძლებელია ოფისის სავარძელში, საჭესთან, ლიფტში და დივანზეც კი.
ასიმეტრიული განვითარების შედეგად სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდება
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად