მამაკაცის სასქესო ასოზე გამოხატული ვენები - ნორმა თუ პათოლოგია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის სასქესო ასოზე გამოხატული ვენები - ნორმა თუ პათოლოგია?

ისინი არ გამოდის კანის ზედაპირზე. სასქესო ასოზე ვენები არტერიებზე გაცილებით მეტია. ისინი შეიძლება იყოს ზედაპირული და ღრმა, მონაწილეობენ ერექციის პროცესში და ნახშირორჟანგით გაჯერებული სისხლის გადინებას უწყობენ ხელს.

ვენური ღეროები იწყება პენისის თავიდან, გადის ღრუბლოვან სხეულში და ეშვება პროსტატის შემომფარგლავ ვენურ წნულში. სასქესო ასოში ვენები ფართოვდება მამაკაცის აღგზნებისას და სქესობრივი ლტოლვისას.

სასქესო ასოს გაგანიერებული ვენები ულამაზოდ ჩანს და ადამიანს მრავალ უხერხულობას უქმნის. ისინი დეფორმირდება, იჭიმება, სქელდება, მკვრივდება, სასქესო ასოს თავზე ვენები შუპდება და შესამჩნევი ხდება. მათი კედლები თხელდება, წარმოიქმნება კვანძები და ტროფიკული წყლულები. ეს პათოლოგიური ცვლილებები მაქსიმალურად გამოხატულია ერექციის დროს, როდესაც სისხლძარღვებში მომატებულია სისხლის წნევა.

ვარიკოზისას ვენების ფერი და სიმკვრივე იცვლება. პენისის კანის ქვეშ აღმოცენდება უხეში და სწრაფად მზარდი კორძები, მათ უსიამოვნო შესახედაობა აქვს, გაფართოებული ვენები მტკივნეულია და მამაკაცს ბევრ პრობლემას უქმნის.

სასქესო ორგანოს ვენების ვარიკოზს სპეციალისტები არატრადიციული სქესობრივი მეთოდიკის გამოყენებას უკავშირებენ. მაგალითად, როდესაც მამაკაცი იკავებს ეაკულაციას სქესობრივი აქტის გასახანგრძლივებლად.

პენისის ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამომწვევი მიზეზებია:

1. სასქესო ასოს ტრავმული დაზიანება;

2. მცირე მენჯის ორგანოების სიმსივნე;

3. შარდის ბუშტის გაჭიმვა;

4. სასქესო ორგანოზე, პარკზე, სათესლეზე ოპერაციის შემდგომი გართულება;

5. სისხლის შედედების სისტემის დისფუნქცია;

6. უწესრიგო სქესობრივი ცხოვრების შედეგად განვითარებული სასქესო ინფექციები;

7. შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების ანთებითი დაავადებები, სასქესო ასოდან სისხლის გამოდინების დარღვევა;

8. ერექციის მასტიმულირებელი პრეპარატების ჭარბი მიღება;

9. ეაკულაციის შეკავება და ერექციის გახანგრძლივება;

10. ხანგრძლივი ფრიქციები;

11. ვენების სარქვლოვანი აპარატის დისფუნქცია;

12. ვარიკოცელე;

13. ქვედა კიდურების თრომბოფლებიტი;

14. გენეტიკური განწყობა;

15. გადაჭარბებული მასტურბაცია;

16. ჰემატოლოგიური დაავადებები;

17. ცხოვრების უმოძრაო წესი;

18. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება;

19. ჭარბი წონა;

20. ვარჯიშის დროს არასწორად დაბალანსებული დატვირთვა;

21. სიმძიმეების აწევა.

კლინიკური სურათი შემდეგი სიმპტომატიკით გამოიხატება:

  • პერიოდულად ან მუდმივად აღმოცენებული დისკომფორტი და მტკივნეულობა;
  • ჩხვლეტისა და ქავილის შეგრძნება სქესობრივი კონტაქტისას;
  • პენისზე ვენების შეშუპება;
  • ტკივილის გაძლიერება სქესობრივი აქტისას;
  • ასოზე შეხებისას ვენების ჰიპერმგრძნობელობა;
  • სასქესო ორგანოზე კანი ხდება წითელი ან მოლურჯო ფერის;
  • პენისის კანქვეშ განლაგებული კორძები, კვანძები;
  • შეცვლილი შესახედაობის და შეხებისას გამაგრებული ვენები;
  • დაზიანებული უბნის შეშუპება;
  • ასოს კანზე წერტილოვანი ჰემორაგიები.

სასქესო ასოს გაფართოებული ვენები იშვიათადაა მტკივნეული. გარეგნულად გამოხატულია კორძების სახით და მამაკაცს განსაკუთრებულ პრობლემებს არ უქმნის. პაციენტები ექიმს მიმართავენ კანქვეშა კვანძების წარმოქმნის შემთხვევაში.

სასქესო ორგანოების ვარიკოზისას სპეციალისტები მამაკაცს სქესობრივ ცხოვრებას არ უკრძალავენ, თუ ამ დროს ანთებითი ვენები არ ზიანდება. მაგრამ დისკომფორტისა და ტკივილისას სქესობრივ აქტზე უარის თქმა აუცილებელია.

დროული და ადეკვატური მკურნალობის უქონლობისას ვენებში წნევა მაქსიმალურად მატულობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები:

  • ვენების გახეთქვა;
  • ვენების თრომბოზი;
  • კანქვეშა ჰემატომის ან სასქესო ასოზე წყლულის გაჩენა.

ეს პათოლოგიები საჭიროებს ექიმ-ფლებოლოგთან დაუყოვნებლივ მიმართვას, რომ მოიხსნას უსიამოვნო სიმპტომები და მამაკაცს დაუბრუნდეს სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების შესაძლებლობა.

დაავადების სტადიები:

1. უსიმპტომობა, ასოზე მცირე ზომის კორძების გაჩენა;

2. ორგანოს დეფორმაცია, კორძების ზომისა და რაოდენობის მომატება;

3. კანქვეშა სისხლჩაქცევები, ასოს თავზე მაგარი უბნების გაჩენა.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა იწყება სასქესო ასოს დათვალიერებით, გასინჯვით. შესაძლებელია საჭირო გახდეს ვენების დოპლეროგრაფიული კვლევა ან ფლებოგრაფია კონტრასტული ნივთიერების შეყვანით.

მამაკაცმა ფლებოლოგს ან უროლოგს უნდა მიმართოს, თუ:

  • ასოზე ვენა გამოიბერა, გახდა დიდი, მაგარი, ლურჯი და დეფორმირდა;
  • კანქვეშ გამოჩნდა ვენური კვანძები;
  • ვენები გახდა მტკივნეული და ჰიპერმგრძნობიარე;
  • პენისის კანი გახდა მოლურჯო ან მუქი წითელი;
  • სქესობრივი აქტისას გრძნობს ტკივილსა და ჩხვლეტას;

პაციენტს შესაძლებელია დასჭირდეს დერმატოლოგისა და ქირურგის კონსულტაციაც.

მკურნალობა

თერაპიის დროს სპეციალისტები მამაკაცებს სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ტრადიციული მკურნალობა გულისხმობს ადგილობრივი ანტიკოაგულანტებისა და ანალგეტიკების გამოყენებას.

მძიმე შემთხვევაში ფლებოლოგები ატარებენ ვენების პუნქციას სასქესო ორგანოდან ზედმეტი სისხლის მოსაშორებლად.

კონსერვატული მკურნალობის უეფექტობისას გადადიან ოპერაციულ ჩარევაზე. ამგვარი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი დიდ დროს არ საჭიროებს. მამაკაცები სქესობრივად აქტიურები ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ ხდებიან, ვარიკოზის ხშირი რეციდივები ფლებექტომიის სრული ჩვენებაა.

ჰირუდოთერაპია - წურბელებით მკურნალობა დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე, თუმცა მისი ეფექტურობა ბოლომდე დამტკიცებული არ არის.

პროფილაქტიკა - ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებაა:

  • სისხლის მიმოქცევის სტიმულაცია - მასაჟი, კონტრასტული შხაპი;
  • რეგულარული სქესობრივი ცხოვრება;
  • სწორი კვება;
  • A, C და E ვიტამინების მიღება;
  • სქესობრივი აქტის გამახანგრძლივებელი პრეპარატების უკუგდება;
  • მუდმივი პარტნიორის არარსებობისას კონტრაცეპტივების გამოყენება;
  • არატრადიციული სქესობრივი მეთოდებისადმი სიფრთხილე;
  • სწორად შერჩეული თეთრეული;
  • ფიზიკური ვარჯიში;
  • ცხელ აბაზანებზე უარის თქმა.

სასქესო ასოს გაგანიერებული ვენები მამაკაცის სიცოცხლისათვის საშიში არ არის, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ ცხოვრებაზე. საშიში გართულებების თავიდან ასაცილებლად პათოლოგიის პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე საჭიროა ექიმთან მისვლა.