როგორ მუშაობს თირკმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მუშაობს თირკმელი

სისხლი აგროვებს ჭარბ სითხეს, სხვადასხვა ქიმიურ ნაერთს და ნარჩენ პროდუქტებს. თირკმელები ამ ნივთიერებებს აცალკევებენ სისხლისგან. აღნიშნული ნივთიერებები გადადის შარდში და გამოყოფა გარეთ.

თუ თირკმელები სათანადოდ ვერ ასრულებენ ამ ფუნქციას, ადამიანს ექმნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც საბოლოოდ ლეტალური შედეგით მთავრდება.

ჰემოდიალიზი

დიალიზის დროს სისხლი მოძრაობს ფილტრის (ნახევრად გამტარი მემბრანის) გავლით, რომელიც ხელოვნური თირკმლის ფუქციას ასრულებს, შედეგად ხდება სისხლის ტოქსინებისგან წმენდა და ჭარბი სითხის გამოდევნა ორგანიზმიდან.

გასუფთავებული სისხლი კი ბრუნდება უკან, ორგანიზმში.

სისხლძარღვოვანი მიდგომა

სისხლის წმენდის სამიზნე ხარისხის მისაღწევად აუცილებელია სისხლის დიდი ნაკადი, ამიტომ წინასწარ ოპერაციული გზით იქმნება არტერიო-ვენური ფისტულა ანუ ანასტომოზი არტერიასა და ვენას შორის, რაც ზრდის სისხლის ნაკადს. ეს თავის მხრივ, იწვევს ვენის დილატაციას(გადიდებას) და აადვილებს მის პუნქციას. თუ პაციენტის საკუთარი სისხლძარღვები არტერიო-ვენური ანასტომოზისათვის გამოუსადეგარია (მცირე დიამეტრი, სისხლის დაბალი ნაკადი), სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველსაყოფად გამოიყენება სისხლძარღვოვანი პროთეზი, მას გრაფტი ეწოდება. ნემსები თავსდება ამ ხელოვნურ ვენაში.

გადაუდებელ შემთხვევებში მილაკი -კათეტერი შეიძლება დროებით მოთავსდეს დიდ ვენაში კისრის მიდამოში. მილაკს აქვს ორი განშტოება: ერთი განშტოებით სისხლი ტოვებს ორგანიზმს, ხოლო მეორეთი -ბრუნდება ორგანიზმში.

პაციენტის ვენების მდგომარეობიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით პროცედურის ჩატარების ტექნიკაზე გადაწყვეტილება მიიღება ექიმის მიერ.

პერიტონეული დიალიზი

იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია სისხლძარღვოვანი მიდგომით პროცედურის ჩატარება ნაჩვენებია პერიტონეული დიალიზი, რადგან ადამიანის მუცლის ფარიც ასევე ნახევარგამტარი აღმოჩნდა -ის შეიცავს მიკროსკოპულ ფორებს, რომლებიც თავის გასწვრივ ატარებენ დაბალი და საშუალო მოლეკულური წონის ნივთიერებებს, მაღალი მოლეკულური წონისას კი აკავებს ორგანიზმში.

პერიტონეუმით(მუცლის ფარი) ამოფენილია მუცლის ღრუს შიდა ზედაპირი, მცირე მენჯი და ასევე მასში განლაგებული შინაგანი ორგანოები.

პერიტონეალური მემბრანა ქმნის სივრცეს, რომელსაც შეუძლია სითხე დაიტიოს.

პერიტონეული დიალიზისთვის კანიდან პერიტონეული მემბრანის გავლით პერიტონეუმის სივრცეში იდგმება მუდმივი კათეტერი.

პროცედურის დროს ხდება ურემიული ტოქსინებისა და ჭარბი სითხის ტრანსპორტირება სისხლიდან მუცლის ფარის (პერიტონეუმის) გავლით წინასწარ შეყვანილ სადიალიზო სითხეში, ტოქსინებით გაჯერებული ხსნარი პერიტოენულ სივრცეში რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება.

მაშინ როცა პერიტონეუმის გასწვრივ ტოქსინებისა და წყლის მოძრაობა შეწყდება, შესაძლოა უკუშეწოვის დაწყება. ეს იმის მანიშნებელია, რომ საჭიროა ტოქსინებით გაჯერებული ხსნარის გამოდევნა და ახალი დიალიზატით ჩანაცვლება.