შარდის ბუშტის კიბო და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

შარდის ბუშტის კიბო და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

შარდის ბუშტის კიბო და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
შარდის ბუშტის კიბო ერთ-ერთი ვერაგი ონკოლოგიური დაავადებაა. მისი განვითარების რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია:
  • საწარმოო კანცეროგენები (მაგალითად, ანილინის საღებავები);
  • მამრობითი სქესი (მამაკაცები 2-3-ჯერ უფრო ხშირად ავადმყოფობენ);
  • შარდის ბუშტის ქრონიკული ანთებითი პროცესები (ცისტიტი);
  • შარდ-სასქესო სისტემის პარაზიტული დაავადებები;
  • შარდის ბუშტის თანდაყოლილი დეფექტები;
  • მცირე მენჯის დასხივება;
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღება;
  • შარდის შეკავების მავნე ჩვევა (შარდის ბუშტის კედლის შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი პოტენციურ კანცეროგენებთან);
  • და ასევე მოწევა!

არ დაიჯერებთ და მოწევა 4-ჯერ ზრდის შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკს.

სწორედ ამ ვერაგი პათოლოგიის კლინიკურ სიმპტომებსა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკო-უროლოგიური
მიმართულების ხელმძღვანელი - ლევან მოთიაშვილი.

ბატონი ლევანი დიდი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ქირურგია. მას არაერთი რთული ოპერაცია აქვს ჩატარებული. საქმის უზომო სიყვარული, პაციენტებისადმი გულისხმიერი და თავდადებული დამოკიდებულება, მაღალი სამედიცინო კულტურა, კოლეგიალობა, შინაგანი წესიერება და პასუხისმგებლობა, ეს ის ღირსებებია, რომლებიც ამ ახალგაზრდა ექიმს ამშვენებს და რომელთა

mkurnali.ge
გამოც ის გ­ულ­წრფელად უყვართ კოლეგებსა და პაციენტებს.

- ბატონო ლევან, რა იწვევს ძირითადად შარდის ბუშტის კიბოს და როგორია მისი გავრცელების სტატისტიკა საქართველოში?

- სამწუხაროდ, შარდის ბუშტის კიბოთი დაავადებული პაციენტების რიცხვი მატულობს და საქართველოში მამაკაცების ავთვისებიან სიმსივნეებს შორის აღნიშნული პათოლოგია მესამე ადგილს იკავებს (ფილტვის და პროსტატის სიმსივნეების შემდეგ). სტატისტიკურად მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. საშუალო ასაკი 60 წელია.

გამომწვევი ფაქტორებია სხვადასხვა ქიმიური და ვირუსული კანცეროგენები, თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარება, უროსტაზთან დაკავშირებული ჩვევა (შარდის ხანგრძლივად შეკავება), რადიაციის ზემოქმედება.

შემთხვევათა 95 პროცენტში გვხვდება შარდის ბუშტის ეპითელური სიმსივნეები - პაპილომა და კიბო, რომლებიც ვითარდება შარდის ბუშტის ლორწოვან გარსში. შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი, ინვაზიური (კუნთოვან შრეში ჩაზრდილი) და არაინვაზიური (სიმსივნე მოიცავს მხოლოდ ლორწოვან გარსს). შარდის ბუშტის კიბო ძირითადად ეგზოფიტური ზრდისაა (ანუ იზრდება შარდის ბუშტის სანათურში), თუმცა შეიძლება იყოს ენდოფიტურიც (აზიანებს უპირატესად კედელს მთელ სისქეზე). უფრო აგრესიული მიმდინარეობითა და რეციდივის ალბათობით ხასიათდება ენდოფიტური ზრდის სიმსივნე.

მეტასტაზირება ძირითადად ხდება რეგიონულ ლიმფურ კვანძებში: მცირე მენჯის ლიმფურ კვანძებში. შესაძლებელია შორეული მეტასტაზების არსებობაც: ღვიძლში, თირკმელებში, თირკმელზედა ჯირკვლებში, ფილტვებში, ძვლებში. აგრეთვე შესაძლებელია ჩაზრდა მეზობელ ორგანოებში.

- რა სიმპტომებით ხასიათდება შარდის ბუშტის კიბო?

- შარდის ბუშტის კიბოს კლინიკა თავდაპირველად მწირია. დაავადება ხშირად ვლინდება ჰემატურიით (სისხლიანი შარდვით) და დიზურიით (შარდვის აქტის სხვადასხვა დარღვევით). აღნიშნული ჩივილების ინტენსივობა, ხანგრძლივობა და პერიოდულობა განსხვავებულია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

- რას ეფუძნება დიაგნოსტიკა?

- დიაგნოსტიკის ძირითადი პირველადი მეთოდია ულტრასონოგრაფია (ექოსკოპიური კვლევა) და ცისტოსკოპია, ბიოპტატის ჰისტოლოგიური კვლევით. აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

- რას გვეტყვით მკურნალობაზე?

- შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობა ქირურგიული, მედიკამენტური, სხივური, კომბინირებული და კომპლექსურია.

ლოკალური სიმსივნეების მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა. კეთდება როგორც ენდოსკოპიური, ისე ღია ოპერაციები.

არაინვაზიური კიბოს დროს ნაჩვენებია ენდოსკოპიური ოპერაცია: შარდის ბუშტის ტრანსურეთრული რეზექცია (შარდსადენი მილის გავლით სიმსივნის მოცილება შარდის ბუშტიდან). ამ დროს იკვეთება სიმსივნე ლორწოვან, ლორწქვეშა და ზერელე კუნთოვან შრესთან ერთად.

ინვაზიური კიბოს დროს იშვიათად კეთდება შარდის ბუშტის რეზექცია (შარდის ბუშტის კედლის ნაწილობრივი მოკვეთა სიმსივნით დაზიანებულ უბანთან ერთად), თუმცა უფრო ხშირად ნაჩვენებია რადიკალური ცისტექტომია, შარდის ბუშტის სრული ამოკვეთა რეგიონულ ლიმფურ კვანძებთან ერთად.

რადიკალური ცისტექტომიის შემდეგ დგება შარდის დერივაციის (გადაყვანის) საკითხი.

არსებობს შარდის დერივაციის რამდენიმე მეთოდი:

1) შარდის გარეთ გადაყვანით, სხვადასხვა მოდიფიკაციის “სველი” და “მშრალი” უროსტომები;
2) ანალური დერივაცია - შარდსაწვეთების ნაწლავში ჩანერგვით. ამ დროს შარდი გამოიყოფა სწორი ნაწლავიდან;
3) შარდის ნაწლავოვანი რეზერვუარის ჩამოყალიბება (ენტეროცისტოპლასტიკა).

- იქნებ დაწვრილებით განუმარტოთ მკითხველს, რა არის “სველი” და “მშრალი” უროსტომები?

- უროსტომა მუცლის წინა კედელზე ქირურგიული ჩარევით შექმნილი ხვრელია, საიდანაც შარდი გამოედინება.

“სველი” უროსტომის დროს მუცელზე გამოტანილია ან უშუალოდ შარდსაწვეთები, ან წვრილი თუ მსხვილი ნაწლავის მცირე ზომის სეგმენტი, რომელშიც ჩანერგილია შარდსაწვეთები. ამ დროს შარდი გამოედინება მუდმივად, უკონტროლოდ და პაციენტი საჭიროებს სპეციალურ შარდმიმღებს.

“მშრალი” უროსტომის დროს წვრილი ან მსხვილი ნაწლავის მარყუჟისგან ყალიბდება შარდის რეზერვუარი, რომლის დაცლაც პერიოდულად ხორციელდება კათეტერის დახმარებით.

- ბატონო ლევან, როგორ ქმნით შარდის ნაწლავოვან რეზერვუარს?

- ენტეროცისტოპლასტიკის (ანუ შარდის ნაწლავოვანი რეზერვუარის ჩამოყალიბების) დროს წვრილი ნაწლავის მარყუჟის სეგმენტიდან იქმნება ხელოვნური შარდის რეზერვუარი და შარდსადენის და სფინქტერის შენარჩუნების პირობებში შესაძლებელია ბუნებრივი გზით შარდის პასაჟის აღდგენა. ასეთი ტიპის შარდის ბუშტის რეზერვუარის ჩამოყალიბება შედარებით ახალი მეთოდია, რომლის დროსაც პაციენტის სიცოცხლის ხარისხი, შარდის დერივაციის სხვა მეთოდებთან შედარებით, მაღალია. მცირდება ზედა საშარდე გზების აღმავალი ინფექციების ალბათობაც და მათგან გამოწვეული მთელი რიგი გართულებები.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
გონებრივი აქტიურობის შენარჩუნებისათვის.-30აბი
ფასი: 32.9
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
დიდი ხანია მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ სპორტით დატვირთვა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა
13-06-2019
მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ანტიბიოტიკი კედარციდინი, რომელსაც ბაქტერიისა და კიბოს
02-06-2019
საკმაოდ უსაფრთხო და რიგითი სამსახურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის საშიში. ეს დაკავშირებულია
24-05-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
სათესლე პარკის ცხიმგროვა (ათერომა, ლიპომა) - კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია,
ჯანმრთელი მამაკაცის სასქესო ასოზე ვენები პრაქტიკულად შეუმჩნეველია.
თირკმლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სისხლის გაწმენდაა. ორგანიზმში გადაადგილებისას
სულ რამდნეიმე წლის წინ თირკმლის დიდი ზომის კენჭების მოსაშორებლად უროლოგები მეტად ტრავმულ
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად