უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

უროლოგია

ალბათ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროსტატა ანუ წინამდებარე ჯირკვალი, იმ ორგანოთა რიცხვს ეკუთვნის, რომლის დაავადებებიც პაციენტთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. რა როლი ენიჭება მას მამაკაცის ორგანიზმში, რომელი დაავადებების აღმოცენებაა მოსალოდნელი, როგორია მათი გამოვლინების თავისებურებები და მკურნალობის პრინციპები? დღეს ჩვენს ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი, უროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ევროპის უროლოგთა ასოციაციისა და კლინიკური კვლევების ოფისის წევრი, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სტიპენდიანტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი.
ღამის შარდის შეუკავებლობათუ ღამით ერთხელ მაინც იღვიძებთ ტუალეტში წასასვლელად, ეს შესაძლოა ღამის შარდის შეუკავებლობის საწყისი ნიშანი იყოს. არსებობს ამ მოვლენის მკურნალობის ეფექტური მეთოდები და არ არის საჭირო, თვითგანკურნების იმედით ყველაფერი ნებაზე მიუშვათ. შარდის ბუშტის ღამეული სისუსტე მრავალი ქალისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გართულებული მშობიარობა გადაიტანა. ეს პრობლემა არც მამაკაცთათვის გახლავთ უცხო, თუმცა ამ პრობლემით დაავადებულ მამაკაცთა რიცხვი ქალებისაზე გაცილებით ნაკლებია. ღამით თუნდაც ერთხელ მოსაშარდად წამოდგომა არღვევს ძილს და ხელს უშლის სრულფასოვან დასვენებას. შედეგი - დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ყურადღების ცუდი კონცენტრაცია, ანუ ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევა.
შარდის ბუშტის ანთებას უმეტესად არასერიოზულად ეკიდებიან. ბევრს ჰგონია, რომ ცისტიტი პრაქტიკულად უვნებელია და ერთი-ორი ტაბლეტის მიღების შემდეგ უკვალოდ გაივლის. ამ დაავადებისადმი ასეთი არასერიოზული მიდგომა არ შეიძლება, რადგან მომავალში მან შესაძლოა მრავალი უსიამოვნება მოგვაყენოს. ცისტიტს ექიმმა უნდა უმკურნალოს, თანამიმდევრულად და მეთოდურად. შარდის ბუშტის ანთების კლინიკურ ნიშნებსა და მკურნალობის პრინციპებზე გვესაუბრება აკად. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმი, მედიცინის მეცნერებათა დოქტორი ქეთევან ცანავა.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 11 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად