უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019

უროლოგია

დაავადების აღწერასაშარდე გზების ქვები ადამიანის ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ურ­ოლოგიური დახმარებისთვის ექიმთან მისულ პაციენტთა ნახევარი უროლითიაზითაა დაავადებული. საშარდე გზების პირველადი ქვები შარდმჟავასა და ცისტინის მარილების მსგავსი დიდი ოდენობით მარილების გამოყოფით ყალიბდება. მაგალითად, ჰიპერპარათირეოზის დროს ქვების წარმოქმნას ხელს უწყობს ბევრი კალციუმისა და ფოსფორის გამოყოფა. ე. წ. მეორეული ქვები ვითარდება უცხო სხეულების არსებობისას, ობსტრუქციისა და რეფლუქსის დროს, ასევე - ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის ფონზე, მიკროორგანიზმებისა და შარდოვანას ურთიერთქმედებას კი საშარდე გზებში ამონიუმ-მაგნიუმ-ფოსფატური ქვების განვითარება მოსდევს.
შარდის ბუშტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ცისტიტი - ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც 20-დან 45 წლამდე ასაკის ქალების დაახლოებით 35%-ს აწუხებს. მამაკაცებში დაავადება შედარებით იშვიათია, რაც ქალისა და მამაკაცის შარდსადინარების განსხვავებული ანატომიური აგებულებით აიხსნება: ქალის შარდსადინარი გაცილებით მოკლე და განიერია, ამიტომ ინფექცია აღმავალი გზით ადვილად აღწევს შარდის ბუშტამდე. გარდა ამისა, ქალის ანალური ხვრელი და საშოს შესავალი ერთმანეთთან ახლოსაა, ამიტომ ინფექციიის გამომწვევი ანალური ხვრელიდან საშოში ასევე ადვილად ხვდება. ცნობილია დაავადების მწვავე (ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექცია) და ქრონიკული (საშარდე გზების გართულებული ინფექცია) ფორმები. ცისტიტის მეორე ფორმა საკმაოდ ხშირად მიმდინარეობს პიელონეფრიტთან ერთად.
ცნება აცეტონური სხეულები აერთიანებს აცეტონს, აცეტოძმარმჟავას და ბეტა-ოქსიერბოს მჟავას, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ. ისინი ძირითადად ცხიმების, ნაწილობრივ კი ცილების არასრული ჟანგვის პროდუქტია. აცეტონურია შარდში აცეტონური სხეულების არსებობაა. აღნიშნული სხეულები, განსაკუთრებით კი აცეტონი, შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანის შარდშიც აღმოჩნდეს, თუ ეს ადამიანი დიდხანს იკვებებოდა ცილებითა და ცხიმებით მდიდარი საკვებით, ნახშირწყლებს კი შედარებით შეზღუდული რაოდენობით მიირთმევდა. ასეთ დროს ცხიმებისა და ცილების არასრული ჟანგვისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება.
ნაჩვენებია მე-6 გვერ 11 - დან
16 იანვარი 2019
მეტი მიირთვით საუზმეზე - ბევრი უარს ამბობს საუზმეზე. თითქოს კვების გამოტოვებულმა ულუფამ უნდა
04 იანვარი 2019
ღორის გრიპით გამოწვეული პანიკა მიმდინარე სეზონზეც არ ცხრება. გრიპის გართულებისა და ლეტალურად
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
დანიაში მცხოვრობი ქართველი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი გიორგი კუჭუხიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით
განსაკუთრებული ზიანის მომტანი ორგანიზმისთვის სპირტიანი სასმელის უკონტროლო მოხმარებაა.