როგორ მოვუაროთ წამწამებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ წამწამებს

დღეში ორჯერ, დილას და საღამოს, წამწამებისთვის სპეციალური პროცედურები უნდა ჩაიტაროთ:

  • დილას სასარგებლოა თბილი ჩაით და გადადუღებული წყლით დაბანა და შემდეგ ქუთუთოების კრემით დატენიანება.
  • საღამოს, დასვენების წინ, აუცილებელია თვალების გასუფთავება მაკიაჟისგან. ამისთვის მხოლოდ სპეციალური საშუალება გამოიყენეთ და არავითარ შემთხვევაში – საპონი.
  • ღამით წამწამები შეიძლება კვებოთ ვიტამინიზებული ბალზამებით და ზეთებით და ქუთუთოების კანის კრემით. ეს საშუალებები არ უნდა იყოს ცხიმიანი. ხშირად მათში შედის ვარდისა და აბუსალათინის ზეთი.
  • წამწამების მკვებავი ზეთები ძალიან სასარგებლოა, აჩქარებს ზრდას და აჯანსაღებს წამწამის ღერებს.
  • ნუშის ზეთი ასტიმულირებს წამწამების ზრდას.
  • ვარდის ზეთი ანელებს დაბერების პროცესებს და ხსნის ქუთუთოების კანის გაღიზიანებას.
  • აბუსალათინის ზეთი ეხმარება წამწამების ზრდას, აუმჯობესებს სტრუქტურას და ხელს უშლის მათ ცვენას.
  • წამწამებისთვის ძალიან სასარგებლოა მცენარეული ზეთისა და А და Е ვიტამინების ზეთოვანი ხსნარები. კაფსულის სახით ამ ვიტამინების შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.
  • როგორც ცნობილია, წამწამი იგივე თმაა. მასში 3% ტენია და 97% – ცილოვანი ნივთიერება – კერატინი. ამიტომ წამწამების სამკურნალოდ შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი მცენარეული ექსტრაქტისა და ვიტამინის ნიღბები. ამას გარდა, არსებობს საშუალებები, რომლებიც არა მარტო წამწამებს, ქუთუთოს კანსაც ამაგრებს. მის დასამზადებლად მცენარეულ ზეთში ალოეს წვენი და წვრილად დაკეპილი ოხრახუში დაუმატეთ. ეს ნარევი კარგად აურიეთ. სამასაჟე მოძრაობით წაისვით ქუთუთოებსა და წამწამებზე. აღნიშნული საშუალება უნდა მოარიდოთ თვალის ლორწოვან გარსს.
  • ამგვარი მზა საშუალებების შეძენაც შეიძლება. მათ შემადგენლობაში შედის ეთერზეთები, მინერალები, ვიტამინები. ეს შეიძლება იყოს გელი, ბალზამი, ტუშის ფუძე და სხვა. ზოგის წასმა საღამოსაა რეკომენდებული უჯრედების კვების, წამწამის ძირების გამაგრებისა და ზრდის გასაუმჯობესებლად. ეს საშუალებები ხსნის ასევე შეშუპებას, აქერცვლას, ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს.
  • წამწამებზე ზეთის წასმა სჯობს წამწამების ფუნჯით. ცხადია, ზეთი უნდა მოარიდოთ თვალის ლორწოვან გარსს.
  • წამწამებზე ზეთის წასმა არაა რეკომენდებული ძილის წინ, რადგანაც შეიძლება ქუთუთოს ქვეშ ჩამოიღვენთოს და თვალში მოხვდეს. ყველაზე კარგი დრო სამკურნალო პროცედურისთვის არის კოსმეტიკის მოშორებისთანავე ზეთის წასმა. ზეთი საღამოს განმავლობაში შეიწოვება და პრობლემაც აღარ იქნება.