დეკორატიული კოსმეტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეკორატიული კოსმეტიკა

დეკორატიული კოსმეტიკის ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის. თავიდან მცენარეული და ცხოველური კომპონენტების საფუძველზე შექმნილი კოსმეტიკა ჰიგიენური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. თანაც მას იყენებდნენ ქალებიც და მამაკაცებიც.

დეკორატიული კოსმეტიკის სწორად მოხმარებისთვის გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

1. კოსმეტიკის გამოყენების წინ კანი აუცილებლად მოამზადეთ. დაბანის შემდეგ კანი გაიწმინდეთ ლოსიონით ან რძით. შეიძლება კრემის წასმაც, ის კანს დეკორატიული კოსმეტიკის უარყოფითი მოქმედებისგან დაიცავს და მაკიაჟის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

2. დეკორატიული კოსმეტიკის წასმის პირველი პუნქტი ტონალური ბაზაა. შეარჩიეთ თქვენი ნატურალური შეფერილობის შესაბამისი ტონი. ტონალური კრემი სახის თანაბარ შეფერილობას უზრუნველყოფს და კანს ნაზ და ახალგაზრდულ იერს მიანიჭებს.

3. ტონალური კრემის გამყარება ფხვიერი პუდრითაა რეკომენდებული. მსუბუქი მოძრაობით წაისვით პუდრი მთელ სახეზე ისე, რომ ტონი იყოს თანაბარი და არ ჰქონდეს ნიღბის ეფექტი. პუდრის გამოყენებით მაკიაჟის შესწორება მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

4. ტონალური კრემისა და პუდრის შემდეგ რუჟის ჯერი დგება. იდეალური მაკიაჟისთვის რუჟის წასმა სავალდებულო არ არის. მაგრამ თუ ყვრიმალების გამოკვეთა გინდათ, თქვენი სახის ფერისა და კანის ტიპის შესაფერისი რუჟი გამოიყენეთ.

5. ტუჩსაცხის ფერი რუჟის ფერის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.

6. თვალის ჩრდილის შერჩევისას აუცილებლად თვალის ფერით იხელმძღვანელეთ. ცისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, თაფლისფერი ან შავი თვალებისთვის გარკვეული ფერები არსებობს. ჩრდილის ფერის შერჩევა თმის ფერის მიხედვითაც შესაძლებელია.

დეკორატიული კოსმეტიკის შემადგენლობა - მისი ხარისხია. რაც მეტია მასში ნატურალური კომპონენტი, მით მეტად ხარისხიანი, უსაფრთხო და ძვირია. ხარისხიანი ნატურალური კოსმეტიკის შემადგენლობაში არ უნდა იყოს ალერგიული რეაქციის, გაღიზიანების ან კომედონების გამომწვევი კომპონენტები. კოსმეტიკური საშუალების შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას.

  • ტონიკის ან დასაბანი ქაფის შეძენისას საყურადღებოა, რომ მის შემადგენლობაში შედიოდეს ე.წ. ტენის შემაკავებელი კომპონენტები. ასეთ ნივთიერებებს მიეკუთვნება შარდოვანა, სორბიტოლი, რძის მჟავა და სხვა.
  • პუდრის ან ტონალური კრემის შემადგენლობაში უნდა იყოს პროტეინები. ეს კომპონენტი კანს ბზინვარებასა და სინაზეს ანიჭებს, აღადგენს ტენიანობას.
  • რძის მჟავა ეხმარება კანის დატენიანებას, დარბილებასა და კონდიცირებას.
  • Е ვიტამინის შემცველი კოსმეტიკა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს კანის ჯანსაღი უჯრედების ზრდას.
  • კუნჟუტის ზეთი კანზე უხილავ დამცავ აპკს ქმნის, რომელიც მას გამოშრობის საშუალებას არ აძლევს.
  • ქოქოსის ზეთი კვებავს და არბილებს კანს.
  • ჰიდროვიტონი - კანის მიერ გამომუშავებული ნატურალური სეკრეტის ანალოგია, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
  • ქაფურის ესენცია ამშვიდებს და ასუფთავებს კანს.
  • მაგნიუმის სულფატსა და თუთიას გამაგრილებელი ეფექტი აქვს და არბილებს გაღიზიანებულ კანს. ხშირად შედის მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი დეკორატიული კოსმეტიკის შემადგენლობაში.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დეკორატიული კოსმეტიკა

  • ტონალური ან ნებისმიერი კრემი უნდა იყოს ერთგვაროვანი კონსისტენციის.
  • პუდრი და რუჟი უნდა იყოს ფხვიერი, კარგად დაპრესილი და არ ტყდებოდეს ზეწოლისას. ასევე მშრალი, სასიამოვნო სუნითა და ფერით.
  • თვალისა და ტუჩის ფანქარი, ტუჩსაცხი, ტუში და ცხიმიანი რუჟი არ უნდა დნებოდეს და რბილდებოდეს 35 გრადუსზე.
  • ფრჩხილის ლაქი ერთიანი კონსისტენციის, არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხევადი უნდა იყოს. კარგად ესმებოდს ფრჩხილს და სწრაფად შრებოდეს.

დეკორატიულმა კოსმეტიკამ უარყოფითი ზემოქმედება რომ არ იქონიოს:

1. არ შეიძინოთ იაფფასიანი, უცნობი მწარმოებლის დეკორატიული კოსმეტიკა, ის კანს დააზიანებს.

2. წაიკითხეთ კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა. რაც მეტია ნატურალური შემადგენელი, მით უკეთესია კოსმეტიკური საშუალება და ნაკლებია ზიანი.

3. ვარგისიანობის ვადა - არ გამოიყენოთ ვადაგასული დეკორატიული კოსმეტიკა.

დეკორატიული კოსმეტიკის სწორად წასმა ნამდვილი ხელოვნებაა, რომლესაც ყველა ქალი უნდა ფლობდეს:

  • ტონალური საშუალება წაისვით თანაბრად მთელ სახეზე, ტუჩებსა და თვალებზეც.
  • პუდრი წაისვით ტონალური კრემის შემდეგ. მის წასასმელად გამოიყენეთ დიდი ფუნჯი. პუდრის უპირატესობა ისაა, რომ ის ინარჩუნებს ტონალურ ბაზას და კიდევ ერთ მსუბუქ ტონს ანიჭებს სახის ფერს, რაც მას უფრო ლამაზად და ჯანსაღად გამოაჩენს.
  • რუჟი არის კრემისებური და ფხვიერი. ეს უკანასკნელი ფუნჯის საშუალებით წაისვით ყვრიმალებზე. კრემისთვის კი სპეციალური ღრუბელი გამოიყენეთ.
  • თვალის ჩრდილები კრემისებური, თხევადი და ფხვიერი არსებობს. ამ უკანასკნელის წასასმელად სპეციალური მცირე ზომის ფუნჯი გამოიყენეთ. თვალის დანარჩენი ჩრდილის წასმა თვალის ფუნჯით შეიძლება.
  • წამწამების ტუში წამწამებს უფრო აგრძელებს და ახშირებს. არსებობს წყალგამძლე და წყალში ხსნადი ტუშები.
  • ტუჩსაცხი და ტუჩის ფანქარი ნებისმიერი მაკიაჟის საბოლოო შტრიხია. ტუჩსაცხი შეიძლება იყოს კრემის სახით, თხევადი ან მყარი. ტუჩის კონტური უნდა შეესაბამებოდეს ტუჩსაცხის ფერს.