რას აღნიშნავს კრემზე წარწერა „BB“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას აღნიშნავს კრემზე წარწერა „BB“

ამგვარი კრემი კარდინალურად განსხვავდება უბრალო ტონალურისაგან იმით, რომ არა მარტო ნიღბავს კანის დეფექტებს, ებრძვის კიდეც მათ.

ერთ პატარა ტუბს მთელი კოსმეტიკის ჩანაცვლება შეუძლია, რადგანაც BB კრემის შემდეგ აღარ არის საჭირო პრაიმერის, კონსილერის, ჰაილაიტერის, დამატენინებელი და მზისგან დამცავი კრემები - ეს ყველაფერი გაქვთ ფლაკონში, წარწერით BB კრემი.

რა არის BB კრემი

ყველაზე დიდი პოპულარობით BB კრემი აზიის ქვეყნებში სარგებლობს და მის ძირითად მწარმოებლად კორეა ითვლება, შემქმნელები კი გერმანელი კოსმეტოლოგები არიან. ამ კრემს ისინი არა ყოველდღიურად, არამედ პლასტიკური ოპერაციების შემდეგ სახის კანის აღსადგენად იყენებდნენ. აბრევიატურა „BB“ ასე იშიფრება - Blemish Balm Cream ან Blemish Base Cream. ეს არის კრემი, რომელიც ნიღბავს და ფარავს კანის ნაკლოვანებებს.

თავდაპირველად მას გერმანული პლასტიკური ქირურგიის კლინიკების პაციენტები იყენებდნენ ღრმა პილინგის ან სახის პლასტიკის შემდეგ კანის აღსადგენად. კრემი ეხმარება ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას, რადგან კანის შეხორცების ბუნებრივი პროცესის შესანიშნავი სტიმულატორია. ფარავს იარებსა და ქირურგიული ჩარევის სხვა კვალს.

კრემს გააჩნია დამატენიანებელი, აღმდგენი, დამცავი და ანთების საწინააღმდეგო ფუნქცია. ის აქტიურად ებრძვის გამონაყარსაც.

ამ უზადო ინსტრუქციის მიუხედავად, ევროპელმა მომხმარებლებმა კრემის არსებობა გაცილებით გვიან შეიტყვეს და არც მის შესაძენად გამოუჩენიათ დიდი ენთუზიაზმი, მიზეზი კი არასაკმარისი რეკლამა იყო. აზიის ქვეყნებში კი, პირიქით, კრემმა მეგაპოპულარობა მოიპოვა. დასაწყისში მას მაკიაჟისთვის მხოლოდ ცნობილი ადამიანები - ტელეწამყვანები და მსახიობები იყენებდნენ. შემდგომ აზიელმა კოსმეტოლოგებმა BB კრემის ფორმულა შეავსეს, ამიტომ კანზე დადებითად მოქმედი ინგრედიენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლა კრემი ჩინებულად ათანაბრებს სახის კანს და აცილებს არასასურველ პიგმენტაციას.

BB კრემის ძირითადი უპირატესობა ისაა, რომ ტონალური კრემისგან არაფრით გამოირჩევა, ისევე ადვილად ესმება და შეგრძნებაც მსგავსია, კანს კი გაცილებით უკეთ ნიღბავს, შესაბამისად, მაკიაჟიც ბუნებრივი გამოდის.

ყველას სჭირდება თუ არა BB კრემი?

ცხადია, იდეალურ კანს ეს საშუალება არ სჭირდება.

BB კრემი აუცილებელია, თუ კანი მოითხოვს:

  • არა მარტო გათანაბრებას, კანის სერიოზული ნაკლოვანებების - სიწითლის, გამონაყარის ან გაფართოებული კაპილარების შენიღბვას;
  • ეს კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ფერის ტონალურის ნაცვლად;
  • აქტიური მზისგან კანის საიმედოდ დასაცავად.

როგორ წავისვათ BB კრემი

ტონალური კრემივით, BB კრემიც სუფთა კანზე უნდა დაიტანოთ. კანში შეზელა მას არ სჭირდება. დასაწყისში დაამუშავეთ Т-ზონა, რადგან ის უფრო ცხიმიანია, შემდეგ კი U-ზონა. როგორც კი სიმშრალეს იგრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ კანმა კრემი შეიწოვა და შესაძლებელია სიწითლის, გამონაყარისა და კანის სხვა დეფექტის შენიღბვაც, ანუ BB კრემის კორექტორად გამოყენება.

როგორ ჩამოვიბანოთ BB კრემი

კრემი უნდა მოიშოროთ სპეციალური ჰიდროფილური ზეთით. წაისვით ზეთი სახეზე და დაიმასაჟეთ 1 წუთის განმავლობაში. სწორედ ეს დროა საჭირო BB კრემის კარგად გასახსნელად. შემდეგ გამოიყენეთ აპრობირებული დასაბანი საშუალება. ამით თავიდან აიცილებთ ფორების დახშობასა და სხვა უსიამოვნებებს. ამიტომ ჰიდროფილური ზეთისთვის ფულს ნუ დაინანებთ.