ლამაზი და ჯანსაღი კანი
- 3-5 წამის განმავლობაში მაგრად დახუჭეთ თვალები და შემდეგ გაახილეთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 5-10-ჯერ;
- სწრაფად ახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში;
- იყურეთ წინ 3-5 წამი, შემდეგ გასწიეთ ხელის თითი თვალებიდან 25-30 სმ-ის დაშორებით და 3 წამით გადაიტანეთ მზერა თითის წვერზე. შემდეგ ჩამოსწიეთ ხელი. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-12-ჯერ;
- ერთი წუთის განმავლობაში ხელის თითის წრიული მოძრაობით დაამასაჟეთ ქუთუთოები.
მხედველობის ვარჯიშები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უმსუბუქებს თვალებს სამუშაოს შესრულებას, ხსნის მათ დაღლილობას და აუმჯობესებს თვალშიდა სითხის ცირკულაციას. ვარჯიშის ბოლოს დალიეთ ერთი დიდი ჭიქა გოგრის წვენი. ეს არა მარტო სასარგებლო, არამედ გემრიელიცაა.
თვალების ნიღბების საოჯახო რეცეპტები
- ვაშლის ნიღაბი თვალების ქვეშ „ტომრების“ წინააღმდეგ
- ჩაის ნიღაბი
- კარტოფილის ნიღაბი
- ოხრახუშის ფესვების ნიღაბი
- არნიკას საფენები
- ახალი კიტრის ექსპრეს-ნიღაბი
- შეშუპებული და ანთებითი თვალების საწინააღმდეგო ნიღაბი
- ნიღაბი თვალების ქვემოთ „ტომრების“ წინააღმდეგ
- თვალების დაღლილობის საწინააღმდეგო ნიღაბი
- კონიუნქტივიტის საწინააღმდეგო საშუალება
- თვალების გარშემო წასასმელი კრემი
თვალების კრემი
- დამატენიანებელი კრემი ცხიმიანი კანისთვის
- ლიმონის გამაახალგაზრდავებელი კრემი
სათუთი ტუჩები
სახის კანის მსგავსად, საკმაოდ ხშირად ტუჩებზეც აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად, ტუჩებზე მოლურჯო ელფერი ხშირად გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებებზე მიგვანიშნებს. სიმშრალე და ნახეთქები, როგორც წესი, ტუჩების წითელი ყაეთანის ანთებაზე ან ვიტამინების (კერძოდ, ბ2 ვიტამინის) დეფიციტზე მეტყველებს. ზოგჯერ ჩვეულებრივმა პომადამ შეიძლება ანთება გამოიწვიოს: როგორც ჩანს, პომადაში შემავალი საღებავი ან მისი საფუძველი იწვევს ალერგიულ რეაქციას. ანთებითი პროცესის გაჩენისას აუცილებელია ტუჩებზე ფტოროკორტის, ფლუცინარის ან ნებისმიერი სხვა კორტიკოსტეროიდული კრემის წასმა. თუ ანთება არ ჩაცხრა, მაშინ საღამოს აუცილებლად გაიწმინდეთ ტუჩები მცენარეული ზეთით და ძილის წინ დაიფარეთ გვირილის ნაყენში დასველებული დოლბანდის ნაჭერი.
გასათვალისწინებელია, რომ ტუჩებზე მუდმივად ზემოქმედებს ქარი, მზე, ყინვა და სხვა გარე ფაქტორები და აუცილებელია მათგან დასაცავად პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.
ტუჩების ლოკვა და ტუჩებზე კბენა აზიანებს წითელ ყაეთანს. ეს მავნე ჩვევები ტუჩების სიმშრალესაც ავითარებს და ხელსაყრელ პირობებს უქმნის ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. სიცივეში დიდხანს ყოფნისას ტუჩების ლორწოვანი გარსისა და წითელი ყაეთანის სისხლძარღვები ვიწროვდება, სისხლის მიმოქცევა უარესდება და ვითარდება სიმშრალე. ხშირია აქერცვლა და ნახეთქები. ენით ტუჩების ლოკვა აღრმავებს ამ პროცესს, ამიტომ აუცილებელია ამ მავნე ჩვევის უკუგდება.
წითელ ყაეთანზე მუდმივად უნდა ისვათ მცენარეული ზეთი ან კაკაოს ცხიმი, შეიძლება ჰიგიენური პომადა. ეს საშუალებები არა მარტო ანთების განვითარებისგან იცავს და არბილებს დაზიანებულ ტუჩებს, ახორცებს კიდეც მათ. ტუჩებზე გლიცერინის წასმა დაუშვებელია, რადგან ის კანის სიმშრალეს იწვევს.
ზოგს მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს, რაც ხშირად ხდება ტუჩების ანთების მიზეზი. დროული სათანადო ღონისძიებების გარეშე სიმშრალე და აქერცვლა ანთებაში გადავა და შეიძლება ქრონიკულიც კი გახდეს. ანთებითი პროცესის ან სიმშრალის დროს არ შეიძლება ტუჩის პომადის გამოყენება. ასეთ დროს აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს - დერმატოლოგს ან კოსმეტოლოგს. ექიმთან ვიზიტამდე კი ჰიგიენური პომადა გამოიყენეთ.
საკმაოდ ხშირად ქალებს, რომლებიც პომადას არ იყენებენ, წითელი ყაეთანი დანაოჭებული და მშრალი აქვთ (განსაკუთრებით - მწეველ ქალებს). გახსოვდეთ: პომადა არბილებს ტუჩებს და იცავს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან.
ძილის წინ ტუჩები აუცილებლად უნდა გაიწმინდოთ - პომადა მცენარეული ზეთით, კრემით ან მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებით მოიშორეთ. თუ მდგრად პომადას ხმარობთ, მაშინ სპეციალური გამწმენდი საშუალება დაგჭირდებათ. ამ საშუალებაში დასველებული ბამბის ტამპონით ფაქიზად (უხეშად არა) გაიწმინდეთ ტუჩები, შემდეგ წაისვით კრემი ან ბალზამი.
დაახლოებით კვირაში ერთხელ ტუჩებიდან უნდა მოიცილოთ მკვდარი ქსოვილები. ამისთვის საჭიროა სპეციალური პილინგი, რომელიც იყიდება კრემისა თუ პომადის სახით და შეიცავს ამქერცლავ კომპონენტებს. ანალოგიური ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ცივ წყალში დასველებული კბილის ჯაგრისით ტუჩების რეგულარული მასაჟით. ეს პროცედურა სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს, ტუჩები უფრო ელასტიკური და ჯანსაღი ხდება. თუ კბილის ჯაგრისით მასაჟი ტუჩებს გააღიზიანებს, მაშინ მასირება ხაოიანო პირსახოცით სცადეთ. ტუჩებს დიდხანს შეუნარჩუნებთ სინორჩეს და სილამაზეს, თუ რეგულარულად გამოიყენებთ ტუჩის ბალზამს და კრემს. ამ საშუალებებს პომადის ქვეშ წასასმელ ერთგვარ ფუნდამენტადაც იყენებენ და ძილის წინ ტუჩების დასარბილებლადაც ისვამენ. ამავე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია შინ დამზადებული ნატურალური ნიღბით.
- ტუჩების სიმშრალისას პომადის წასმამდე ჰიგიენური დამარბილებელი ტუჩსაცხი, მკვებავი კრემი, თაფლი ან ქაცვის ზეთი გამოიყენეთ;
- დამარბილებელი კრემი წითელი ყაეთანისთვის - ერთმანეთში აურიეთ 1 ჩაის კოვზი ბორის ვაზელინი და 0,5 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. ეს კრემი დაიცავს ტუჩებს გარე ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან. საცხი ტუჩებზე წაისვით დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ, გარეთ გასვლის წინ ან პომადის ქვეშ.
- დახეთქილი ტუჩები შეგიძლიათ მოირჩინოთ თაფლით. კვირაში 1-2 ჯერ გაიკეთეთ ტუჩების მასაჟი კბილების ჯაგრისით, რომელზეც დააწვეთებთ 2 წვეთ თაფლს. ეს პროცედურა ტუჩებს დაგირბილებთ კიდეც.
- ტუჩებისთვის საუკეთესო დამარბილებელი საშუალება მცენარეული ზეთია (უპირველესად ნუშის, ზეითუნის, სიმინდისა და აბუსალათინის).
- ტუჩები რბილი და კონტური მკვეთრი რომ გქონდეთ, ამისთვის სველ, რბილ კბილის ჯაგრისზე დაყარეთ მარილი და ფრთხილად შეუდექით ტუჩების მასირებას. ტუჩებს მკვდარი ქსოვილები მოშორდება, გააქტიურდება სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა. ასევე, შეიძინეთ აფთიაქში ზეთოვანი ა ვიტამინი და ყოველ ღამე წაისვით ტუჩებზე.
- ტუჩების არეში სიმშრალისა და აქერცვლისას წაისვით ამ წესით მომზადებული კრემი: კარგად აურიეთ ერთმანეთში 7 გ კაკაოს ცხიმი, 3 გ დინდგელი და 10 გ მცენარეული ზეთი.