ლამაზი და ჯანსაღი კანი - თვალებისა და ქუთუთოების მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი და ჯანსაღი კანი - თვალებისა და ქუთუთოების მოვლა

8. თვალების ქვეშ „ტომრების“ გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, გულისა და თირკმელების დაავადებები ან ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ასეთ შემთხვევაში შეზღუდეთ მარილის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ამ ღონისძიებების პარალელურად კი კარგია სალბის, გვირილის ან კამის ნაყენის კომპრესი. ამისათვის ერთ ჩაის კოვზ ნებისმიერ ზემოთ დასახელებულ ბალახს დაასხით 2,5 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. მზა ნაყენი გაფილტრეთ. ნაყენიან თასში მოათავსეთ 2 ცალი ბამბის ტამპონი. წამოწექით, მოდუნდით და დაიდეთ თვალებზე სველი ტამპონები. 10 წუთის შემდეგ გაცილებით გადახალისებული იქნებით. ნაყენი შეინახეთ მაცივარში. მისი გამოყენება შეგიძლიათ 2 დღის განმავლობაში.

9. თუ „ტომრების” გარდა თვალების ირგვლივ რგოლებიც გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ ორი სპეციალური საშუალება: დილით - რგოლების, ხოლო საღამოს - „ტომრების“ საწინააღმდეგო, ან პირიქით.

10. „ტომრებისა“ და შეშუპების გასაქრობად გაიკეთეთ ლიმფური დრენაჟი, რომელიც ლიმფის მიმოქცევის სტიმულირებას მოახდენს და შეშუპებას მოხსნის. ეს მარტივი პროცედურაა: რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და 5-7-ჯერ დააჭირეთ საჩვენებელი ან შუა თითების ბალიშები თვალების შიდა კუთხეებსა და ცხვირის ფუძესთან არსებულ აქტიურ წერტილებს. ასევე დაგეხმარებათ ქუთუთოების მსუბუქი მასაჟი: ზედა და ქვედა ქუთუთოების შუა ნაწილიდან თვალის კუთხეებისკენ.

11. მაკიაჟის მოცილების დროსაც საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა: მაკიაჟი უნდა მოიშოროთ გელით ან ლოსიონით, რომელიც არ ტოვებს კანზე ცხიმიან აპკს; უპირატესობა მიანიჭეთ კრემის მაგვარ და არა ფხვიერ ტენებს, შეეცადეთ, არ გამოიყენეთ ბოჭკოს შემცველი ტუში; თუ ლინზებს ხმარობთ, მაშინ აუცილებლად მოიხსენით ისინი სახის გაწმენდის წინ.

12. წამწამების კიდეებზე თეთრი მარცვლების გაჩენისას (ცხიმოვანი კისტები) არ სცადოთ მათი დამოუკიდებლად მოშორება. ისინი შეიძლება თავისთავად გაქრეს, მაგრამ თუ პროცესი გახანგრძლივდა, მიმართეთ დერმატო-კოსმეტოლოგს.

13. ყოველთვის, როცა პლაჟიდან დაბრუნდებით, თვალებზე 15-20 წუთით დაიდეთ რგოლებად დაჭრილი კიტრი ან კიტრის წვენში დასველებული ბამბის ტამპონი.

14. ვაშლში შემავალი პექტინები და ფერმენტები სწრაფად ხსნის შეშუპებას. თვალების ქვემოთ გაჩენილი „ტომრების“ მოსაშორებლად საკმარისია ვაშლის პატარა ნაჭერი დაიდოთ პრობლემურ კანზე 15 წუთით.

გაიწმინდეთ თვალების გარშემო კანი კოსმეტიკური რძით ან ტონიკით, ქუთუთოებზე წაისვით თვალის მკვებავი და ყოველ საღამოს თითების ბალიშების მსუბუქი, წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. გახსოვდეთ, რომ ძლიერი ზეწოლითა და უხეში მოძრაობებით კანი გაიწელება, ეს ნაოჭების წარმოქმნის წინაპირობაა. მასაჟი დაიწყეთ თვალების შიდა კუთხეებიდან, შემდეგ გადაატარეთ თითის ბალიშები ზედა ქუთუთოებს საფეთქლებისკენ, ბოლოს გადადით ქვედა ქუთუთოებზე და თითები ცხვირისკენ ამოძრავეთ. შეგიძლიათ ასეთი წრიული მასაჟი გაიკეთოთ თითების ბალიშების მსუბუქი რყევითი ან ვიბრაციული მოძრაობებით.

წამწამები

თითოეულ თვალზე დაახლოებით 160 ცალი წამწამია განლაგებული 3-4 რიგად. ზედა ქუთუთოზე წამწამები ზემოთ არის აპრეხილი, ქვედა ქუთუთოზე კი - ქვემოთ ჩამოპრეხილი. წამწამებს თვალების დაცვის მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ. მათზე ცუდად მოქმედებს უამინდობა, ქუთუთოების უხეში წმენდა და უხარისხო კოსმეტიკა, რის გამოც კლებულობს წამწამების ტონუსი, მცირდება მათი მოცულობა და სიხშირე.

წამწამების გასახშირებლად ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს უნდა წაისვათ მათზე აბუსალათინის ზეთი. იყიდება ასევე სპეციალური კრემი წამწამებისთვის, რომელსაც დამატებული აქვს აბუსალათინის მარცვლების ექსტრაქტი, ბ5 ვიტამინი და სხვა აქტიური ნივთიერებები, ისინი უბრუნებენ წამწამებს გამძლეობას, ელასტიკურობას და სიხშირეს, ხელს უშლიან მათ გამოფიტვასა და ცვენას.

თვალების ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო

იაპონელმა მეცნიერმა იოსირო ცუცუმიმ ახალგაზრდა და ლამაზი თვალების დიდხანს შენარჩუნების საიდუმლოს მიაკვლია:

  • დაღლილობის მოსახსნელად ცერი და საჩვენებელი თითებით 1 წუთის განმავლობაში დააწექით თვალების შიდა კუთხეებსა და ცხვირის ფუძესთან მდებარე აქტიურ წერტილებს. გაიმეორეთ 2-3-ჯერ 1 წუთის ინტერვალით.
  • თვალებთან კანზე „ბატის თათების“ მოსაშორებლად ცერა თითებით დააწექით თვალების გარე კუთხეებიდან 1 სანტიმეტრის დაშორებით მდებარე წერტილებს. გაიმეორეთ 2-3-ჯერ 1 წუთის ინტერვალით.
  • თუ გინდათ ხანგრძლივად შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, მაშინ ამომავალი მზის ქვეყნის კიდევ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ. 2 ჩაის კოვზ კოთხუჯს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. დალიეთ 1/4 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში.
  • 2 ცალი ბამბის ტამპონი დაასველეთ ვარდის წყალში და რამდენიმე წუთით თვალებზე დაიდეთ. ვარდის ფურცლები შეიცავს კოსმეტიკურად აქტიურ ეთერზეთებს, რომლებიც ამაღლებენ კანის ტონუსს და ამშვიდებენ თვალების გარშემო მგრძნობიარე უბნებს.
  • „ბატის თათების“ თავიდან ასაცილებლად ადუღებულ რძეში დასველებული ბამბის ტამპონები დაიდეთ დახუჭულ თვალებზე 5 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ 3-ჯერ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თვალის კრემი.
  • ერთი თვის განმავლობაში „ბატის თათებზე“ რეგულარულად შეიზილეთ ნუშის ზეთი.

არც ეს მარტივი წესები დაგავიწყდეთ:

  • თვალების ტკივილისას დახუჭეთ ისინი და მიეცით დასვენების საშუალება.
  • არ იკითხოთ ცუდი განთებისას და არც ტრანსპორტში, არ უყუროთ მკვეთრ სინათლეს.
  • კვირაში ერთხელ ქუთუთოებზე გაიკეთეთ მკვებავი ან მატონიზებელი ნიღაბი.

თუ დიდხანს გიწევთ კომპიუტერთან მუშაობა და გრძნობთ, რომ თვალები ადვილად გეღლებათ, მჭრელი ტკივილი და ცრემლდენა გაქვთ, მაშინ შეამოწმეთ, რამდენად სწორად დგას მონიტორი: ეკრანი უნდა იყოს გუგების დონეზე დაბლა და თვალებიდან 50-60 სანტიმეტრის დაშორებით.

თვალებისა და ქუთუთოების ანთების დროს დაგეხმარებათ კალანჰოეს წვენის საფენები. კარგად გარეცხეთ კალანჰოეს რამდენიმე ფოთოლი და დააქუცმაცეთ. მიღებული ფაფა ბამბის ტამპონით დაიდეთ თვალებზე 5-10 წუთის განმავლობაში.

კარგი ეფექტი აქვს კამის აბაზანას: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კამას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში 30 წუთით და გაიწმინდეთ თვალები თბილი ნაყენით.

სხვა რეცეპტსაც შემოგთავაზებთ: მოწყვიტეთ ალოეს ქვედა ფოთლები (დაახლოებით 100 გ), გარეცხეთ, გააშრეთ პირსახოცით და შეინახეთ მაცივარში 7-10 დღით. შემდეგ ალოეს ფოთლებს დაასხით 1-1,5ლ ცივი წყალი. 2 საათის შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთით. როცა ალოეს ნახარში გაცივდება, გაფილტრეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სპირტი და გაიკეთეთ თვალების კომპრესი. მიღებული ლოსიონით ასევე კარგია სახისა და ყელის კანის გაწმენდა. ეს შეაფერხებს ნაოჭების გაჩენას.

  • ვარჯიში. ატრიალეთ თვალის კაკლები ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ და ამავდროულად შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიშები. ჩასუნთქვა, პაუზა, ამოსუნთქვა, პაუზა - 10-50-ჯერ. ტელეფონზე საუბრისას დადექით ფანჯარასთან, ჯერ შეხედეთ ყველაზე შორს არსებულ საგანს, შემდეგ კი - ახლომდებარეს.
  • რელაქსაცია. თვალების დაძაბულობის მოსახსნელად ხელისგულები დაადეთ ერთმანეთს, ვიდრე სითბოს არ იგრძნობთ, შემდეგ ეს თბილი ხელისგულები დაიფარეთ დახუჭულ თვალებზე (თითები გადააჯვარედინეთ ცხვირის ფუძესთან) და 20-25-ჯერ გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები.
  • აკუპუნქტურა. თვალების დაძაბულობის მოსახსნელად დაიზილეთ ცხვირის ფუძესთან მდებარე წერტილები ცერა და საჩვენებელი თითებით. თუ თვალების დაღლილობას ახლავს თავის ტკივილიც, მაშინ გაიკეთეთ მასაჟი საფეთქლის მიდამოში საჩვენებელი თითებით (წრიული მოძრაობებით).
  • მასაჟი. დაჯექით მოხერხებულად, ღრმად და მშვიდად ისუნთქეთ, დაიზილეთ თითებით მარჯვენა ბეჭის კუნთები, შემდეგ - ამავე მხარეს კისრის კუნთები. დაიწყეთ თავის ტრიალი „გახურებული“ მხრიდან. გაიმეორეთ იგივე მარცხენა მხრიდან.
  • კითხვის დროს ხშირ-ხშირად ახამხამეთ თვალები. ყველაზე მარტივია, თუკი მიეჩვევით ყოველი წინადადების ბოლოს დახამხამებას.
  • არ იკითხოთ მზეზე, რადგან თეთრ ქაღალდზე სხივების არეკვლის გამო თვალები იძაბება და იღლება.
  • მაგიდასთან ჯდომის დროს მოადუნეთ ხელისა და ბეჭების კუნთები.
  • წერის დროს არ შეიძლება ახალი დაწერილის წაკითხვა. თვალებისთვის უფრო მოსახერხებელია, თუ წერისას თვალს მიაყოლებთ საწერი კალმის წვერს.

ეს მარტივი ხერხებიც დაგეხმარებათ:

  • ატრიალეთ თვალები ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ 30-ჯერ მაინც, ან რაც შეიძლება ხშირად ახამხამეთ ქუთუთოები.
  • გაიხედეთ ფანჯრიდან და თავდაპირველად შეხედეთ ახლოს მდგარ ხეს ან შენობას, შემდეგ კი შორს მყოფს.
  • დღის განმავლობაში სვით 2 ლიტრამდე წყალი. საქმე ისაა, რომ კითხვის დროს თვალის გარსი შრება და საჭიროა მისი დატენიანება.
  • არ დაგავიწყდეთ ვიტამინები. თუ დაღლილობას იგრძნობთ, შეჭამეთ რამდენიმე ფირფიტა ფორთოხალი ან ლიმონის პატარა ნაჭერი. ასკორბინის მჟავა, რომლითაც მდიდარია ეს ხილი, ეხმარება მხედველობის ნორმალიზებას. დადებითად მოქმედებს ამ ციტრუსების არომატიც (ამშვიდებს და არასასიამოვნო სიმპტომებს ხსნის).
  • სამსახურიდან შინ დაბრუნებულებმა თვალებზე ჩაის ან გვირილის ნაყენის კომპრესი გაიკეთეთ.

თვალებისთვის ეფექტურია ოხრახუშის ნაყენის აბაზანა. ერთი კვირის განმავლობაში ჭამის წინ დალიეთ ოხრახუშის ნახარშიც.