კანის მოვლა აცივებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის მოვლა აცივებისას

კანის მგრძნობელობის დასაქვეითებლად განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს კოსმეტიკური საშუალებები. მათ შემადგენლობაში არსებულმა სპეციალურმა ინგრედიენტებმა უნდა გააძლიერონ კანის ბუნებრივი დამცველობითი თვისებები და შეინარჩუნონ ჰიდროლიპიდური დამცველი აპკი. ასეთია, მაგალითად, ნუშის ზეთი, მასში შემავალი უჯერი, კანის ლიპიდების იდენტური ოლეინის მჟავას ხარჯზე, ის უზრუნველყოფს კანის კვებასა და დატენიანებას.

კვება და დატენიანება

შემოდგომით უპირველესია კვება და დატენიანება. რადგან ზაფხულის სიცხე აღარ არის, უკვე შესაძლებელია მკვრივი ტექსტურის კრემების გამოყენება.

გასათვალისწინებელია, რომ კანი მოახლოებული ზამთრისთვისაც უნდა მოამზადოთ. რადგან ცივ სეზონზე მათი დეფიციტი ჩნდება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სახის კანის გაჯერებას А, С და Е ვიტამინებით.

მზისგან დაცვა

მართალია, შემოდგომით მზის აქტივობა იკლებს, მაგრამ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებების სრულად უარყოფა არ შეიძლება. კანის პიგმენტაციისკენ მიდრეკილთათვის რეკომენდებულია SPF ფაქტორის 10-15%-იანი კრემის მუდმივად გამოყენება, ზაფხულში კი მისი პროცენტულობა 20-30 უნდა იყოს.

აქერცვლა

შემოდგომით შესაძლებელი ხდება ზაფხულში შეწყვეტილი ღრმა წმენდის პროგრამის განახლებაც. ზაფხულში კი, მზის მაღალი აქტივობისას, ამგვარმა აგრესიულმა პრიცედურებმა შეიძლება კანის პიგმენტაცია გამოიწვიოს.

წმენდა

ფრთხილად უნდა შეირჩეს გამწმენდი საშუალებებიც. თუ კანის მომატებული მგრძნობელობა არ გამოიხატა, მაშინ საწმენდი საშუალებების მთელი სპექტრი შეიძლება მოიხმაროთ. მგრძნობიარე კანისთვის მუსი და ქაფი სჯობს, მათი ნაზი და მსუბუქი ტექსტურა არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს.

შემოდგომით შეიძლება გაჩნდეს გამონაყარიც. ანთებითი პროცესი ცხელი სეზონის დასრულებიდან თვენახევარში მწვავდება. შემოდგომა ოპტიმალური პერიოდია გამონაყარის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.