სახის კანის დაცვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახის კანის დაცვა

ნიღაბი - ანტისტრესი დაღლილი კანისთვის

3 ცალი ბაღის მარწყვი გასრისეთ 1 სუფრის კოვზ რძეში, შეურიეთ კარგად დასრესილი ერთი ცალი მოხარშული კარტოფილი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემდეგ თანაბარ ფენად წაისვით მთელ სახეზე. ეს პროცედურა ჩაიტარეთ დაძინებამდე 25 წუთით ადრე. ნიღაბი გაიჩერეთ 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ლიმონის ცხიმიანი ნიღაბი მშრალი, ნაოჭებიანი და მოჩვარული კანისთვის

ლიმონი მდიდარია ც ვიტამინით, იგი კარგად ასუფთავებს კანს, სიმკვრივეს სძენს მას და ავიწროებს ფორებს. 6-7 გ ცხიმიან კრემში შეურიეთ 1/2 -1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი (წვეთწვეთობით ჩაამატეთ) და 1/2 ჩაის კოვზი არაჟანი ან მაიონეზი. მიღებული ნარევი თანაბარ ფენად დაიდეთ კანზე, გაიჩერეთ 20-25 წუთით, შემდეგ მოიშორეთ მატონიზებელ ლოსიონში დასველებული ბამბის ტამპონით.

ალოეს წვენის ნიღაბი

5-10 გ ლანოლინიან კრემს შეურიეთ 5-7 გრამი ალოეს წვენი და 6-10 გ მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ. ეს ნიღაბი თბილი უნდა წაისვათ სახესა და ყელზე თითების წრიული მოძრაობით. ნიღბის დადებამდე სახესა და ყელზე უნდა გაიკეთოთ მარილიანი კომპრესი. ნიღაბი გაიჩერეთ 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ კრაზანას ან სალბის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით და ბოლოს წაისვით სახესა და ყელზე თხევადი კრემი.

ნიღაბი მოჩვარული კანისთვის

აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი. ყოველივე ეს ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული ნიღაბი დაიდეთ კანზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამ ნიღბით მკურნალობის კურსი შეადგენს 10 პროცედურას და კეთდება 1-2 კვირაში ერთხელ.

დაღლილი კანის გამომაცოცხლებელი და ფორების შემავიწროებელი ნიღაბი

ეს ნიღაბი კანს ასტიმულირებს, სძენს სიცოცხლეს და ავიწროებს გაფართოებულ ფორებს. ასეთი ნიღბის შემდეგ კანს ჯანსაღი იერი ეძლევა.

2 ჩაის კოვზ ცხიმიან კრემს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ხაჭო და 10 წვეთი ლიმონის წვენი. პირველად შეურიეთ კრემი და ხაჭო ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი. ნიღაბი მომზადებისთანავე დაიტანეთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეს არეში (თვალების გარშემო არა), გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კანის გამამკვრივებელი ნიღაბი

2 სუფრის კოვზი მწიფე ავოკადო დაჭყლიტეთ, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ნუშის ფქვილი და 1 სუფრის კოვზი გვირილის ნაყენი. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი 1

ჰერკულესი დაფქვით ყავის საფქვავში, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გრეიპფრუტის წვენი და 1 სუფრის კოვზი არაჟანი. დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი 2

1 კვერცხის გული ათქვიფეთ 1 სუფრის კოვზ თაფლთან და 1 ჩაის კოვზ გლიცერინთან ერთად. მიღებული მასა წაისვით სახესა და ყელზე და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი 3

ერთმანეთში აურიეთ 1 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი, 3 წვრილად გახეხილი ქორფა სტაფილო და ნახევარი უმი კვერცხის გული. მიღებული მასა თანაბრად დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული ოდნავ თბილი წყლით. ეს ნიღაბი არა მარტო ასწორებს ნაოჭებს, აცოცხლებს სახის კანს.

ძველებური (ბებიების) ნიღაბი

შვრიის, ბრინჯის, ხორბლის ან სხვა მარცვლეულის ფქვილი გახსენით რძეში, კიტრის ან ლიმონის წვენში. შეგიძლიათ ათქვიფოთ ფქვილი კვერცხის ცილაში ან თაფლში (ცომის კონსისტენციის უნდა იყოს). დაიდეთ ეს ნიღაბი სახეზე 10-15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.

მატონიზებელი და გამაახალგაზრდავებელი ნიღბები

მკვებავი მატონიზებელი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

1 ცალ უმ კვერცხის გულს შეათქვიფეთ 100 გ არაჟანი, შემდეგ დაამატეთ წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა. 15 წუთის შემდეგ ამ ნარევს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ. შემდეგ სქლად დაიდეთ სახეზე და დაელოდეთ გაშრობას. ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

გამოწურეთ წვენი დაკეპილი კომბოსტოდან და გაიწმინდეთ სახის კანი ამ წვენში დასველებული ბამბის ტამპონით. ეს აახალგაზრდავებს კანს.

გამაახალგაზრდავებელი მკვებავი ნიღაბი

მიქსერით ათქვიფეთ მწიფე ბანანი, 1/2 ჭიქა რძის შრატი, 1/2-1/2 ჩაის კოვზი თაფლი, რძე და ყვავილის მტვერი. ეს ნარევი დაიტანეთ სუფთა კანზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.

ბალახების ნიღაბი

2-2 სუფრის კოვზი გვირილა, ცაცხვის ყვავილი, შროშანი და 1 სუფრის კოვზი სალბი აურიეთ ფაიფურის სანაყში, დაასხით მდუღარე წყალი სქელი, ფაფისებური მასის მიღებამდე. დააფარეთ ერთი წუთი თავზე (ბალახები კარგად რომ გაიხსნას), შემდეგ თბილი ნიღაბი დაიტანეთ თანაბარ ფენად სახესა და ყელზე (თვალების გარშემო არა!), ზემოდან დაიფარეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი დოლბანდის ხელსახოცი (მიიღებთ აბანოს ეფექტს). 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი გადადუღებული თბილი წყლით.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

წვრილად გახეხილი სტაფილო დაიტანეთ სახეზე თხელ ფენად და გაიჩერეთ 20 წუთით. შეგიძლიათ, სტაფილოს შეურიოთ 1 სუფრის კოვზი რძე ან მხოლოდ სტაფილოს წვენი შეიზილოთ კანში.

ნიღაბი თეთრი და ნაზი კანისთვის

1/2 ჭიქა მდუღარე წყალში აურიეთ 1 სუფრის კოვზი ნაღები და 1/2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. დაასველეთ ამ ნარევით პირსახოცი და 10 წუთით დაიფარეთ სახეზე.

მარწყვის ნიღაბი

5 ცალი მარწყვი გაჭერით შუაზე და გაიწმინდეთ სახისა და ყელის კანი. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ კანი ცივი წყლით. აქვს გამათეთრებელი, მატონიზებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

მატონიზებელი და მკვებავი ნიღაბი შერეული კანისთვის

4 სუფრის კოვზი დაკეპილი ოხრახუში დანაყეთ ქვასანაყში ისე, რომ გამოეყოს წვენი და დაამატეთ 2 სუფრის კოვზი კომშის წვენი. ეს მასა გულდასმით აურიეთ 2 სუფრის კოვზ ძალიან ცხიმიან ხაჭოში. ეს ნარევი დაიტანეთ სუფთა კანზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.

მატონიზებელი ნიღაბი 1

ათქვიფეთ კვერცხის ცილა, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები (მშრალი კანის შემთხვევაში) ან 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი (ცხიმიანი კანის შემთხვევაში). მიღებული ნიღაბი დაიტანეთ სახეზე, წამოწექით და თვალებზე დაიფარეთ ჩაის წყალში დასველებული ბამბის ტამპონი. გაიჩერეთ ნიღაბი 20-25 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი რძით და წაისვით კანზე დამატენიანებელი კრემი.

მატონიზებელი ნიღაბი 2

ერთი მუჭა შავი მოცხარი დასრისეთ (პიურე) და დაამატეთ თბილ რძეში გახსნილი 20 გრამი საფუარი. თბილ ადგილას გააჩერეთ ერთი საათით და შემდეგ დაუმატეთ სახამებელი. მიიღება საკმაოდ სქელი მასა. დაიტანეთ იგი სახესა და ყელზე სქელ ფენად, გაიჩერეთ 20 წუთით (უნდა შეგაშრეთ კანზე) და ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.

მკვებავი და მატონიზებელი კრემი ყველა ტიპის კანისთვის

1 ცალი უმი კვერცხის გული გათქვიფეთ 100 გ არაჟანში, დაამატეთ წვრილად გახეხილი ერთი ლიმონის ცედრა. 15 წუთის შემდეგ ამ მასას დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ. დაიტანეთ სახეზე ეს ნიღაბი სქლად და როცა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.

ექსპრესნიღაბი

კარგად აურიეთ ერთმანეთში 4 სუფრის კოვზი ნაღები და ერთი კონა დაკეპილი ოხრახუში. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და ზედ დაიფარეთ სველი პირსახოცი. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გადადუღებული თბილი წყლით. ეს ნიღაბი სასარგებლოა დაღლილი კანისთვის.