კანი და ზაფხულის თვეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანი და ზაფხულის თვეები

შეგიძლიათ გამოიყენოთ პუდრიც, წაისვით მხოლოდ ფრონტალურ ზონაზე, სადაც უფრო ხშირად შეიმჩნევა ბზინვარება. მაკიაჟის შესწორება შეიძლება სპეციალური ხელსაწმენდებით, რომლებიც ადვილად უმკლავდება ცხიმოვან ბზინვარებას.

გახსოვდეთ:

  • კანის სწორი გაწმენდა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა სიცხის გამო კანი მტვერს ადვილად იზიდავს და დაბინძურების ხარისხიც მაღალია;
  • კანის გონივრული მოვლა გულისხმობს სახის გაწმენდას დღეში ორჯერ: დილას და საღამოს. მთავარია, არ გადააჭარბოთ: კოსმეტიკის ხშირი გამოყენება კანს ძლიერად აშრობს;
  • დილის პროცედურის მიზანია - “შინაგანი” დაბინძურებისგან გათავისუფლება, კანი ხომ ორგანიზმის ერთ-ერთი ძლიერი სისტემაა, რომელსაც 24 საათის განმავლობაში გამოაქვს ტოქსინები და წიდები;
  • საღამოს გამწმენდი პროცედურა ძირითადად “გარეგანი” დაბინურების მოცილებას გულისხმობს (ჭუჭყი, ქუჩის მტვერი).

ცხიმოვანი ბზინვარება და აკნე

თუ ბუნებრივად ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ მოიშველიეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ანთებით პროცესებს და არეგულირებენ კანის ცხიმის გამომუშავება.

ცხიმიანი კანის მქონეთ კოსმეტოლოგები წყლით დაბანას ურჩევენ (არავითარ შემთხვევაში - ცხელი წყლით!). საჭიროა კანზე წინასწარ გელის ან ქაფის წასმა. არ იფიქროთ, რომ ცხიმიანი კანისთვის ყველაფერი სულ ერთია - მასზე ყოველდღიურად მოქმედებს ქუჩის მტვერი, უხეში ქსოვილი და ა.შ. ამიტომ მოვლის საშუალებებში დამამშვიდებელი კომპონენტები - ზეითუნის ან ეთეროვანი ზეთები, ასკილის, პიტნის, გვირილის ექსტრაქტებიც უნდა იყოს. კვირაში ორჯერ კანს ნიღბით ან სქრაბით ღრმა წმენდა სჭირდება. ყველაზე კარგად გამოიყენებთ გამწმენდ გელს მიკროგრანულებით.

ავირჩიოთ ტონალური საცხი

  • მშრალი კანისთვის განკუთვნილია წყალზე დამზადებული გაჯერებული ტონალური საშუალებები ან მინერალური პუდრები.
  • ცხიმიანი ტიპის კანისთვის შეარჩიეთ ტონალური პუდრის საფუძვლით. ისინი საკმაოდ მდგრადია და ფარავს ცხიმოვან ბზინვარებას.
  • კომბინირებულ კანი მინერალური შემადგენლობის ტონალურს ითხოვს.
  • ნორმალურ კანს მდგრადი კრემები შეეფერება, ისინი თითქმის შეუმჩნეველია და კანის ზედაპირს ათანაბრებს.
  • პილინგს სიფრთხილით მოეკიდეთ, გამოიყენეთ ნაკლებტრავმული საშუალებები, რომლებიც კანის ღრმა ფენებში აღწევენ და წმენდენ მას.