გამონაყარის შედეგად დარჩენილი ლაქების მოსაშორებელი საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამონაყარის შედეგად დარჩენილი ლაქების მოსაშორებელი საშუალებები

მიღებულ ნარევში დასველებული ბამბის ტამპონი ლაქაზე გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. ეს პროცედურა შეიძლება დღეში 5-ჯერ გაიმეოროთ.

2. სამედიცინო პარაფინი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაასველეთ მასში ბამბის ჩხირი და წაისვით ლაქაზე. მას შემდეგ, რაც პარაფინი კანზე სრულად გაცივდება, ფრთხილად მოიცილეთ და წაისვით სახეზე მკვებავი კრემი.

3. 1 სუფრის კოვზი თიხის ფხვნილი შეურიეთ ოხრახუშის ნახარშს ფაფისებური მასის მიღებამდე. დაუმატეთ 2-3 წვეთი ლიმონისა და როზმარინის ზეთი. ნიღაბი წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. სახის კანი შეიძლება გაიწმინდოთ კოსმეტიკური ყინულით, რომლის მომზადება შეიძლება ოხრახუშის, გვირილას, ჭინჭრის, პიტნის ნახარშისგან. გადაწურული ნახარში შეიძლება ჩავასხათ ფორმებში და გავყინოთ. კოსმეტიკისგან გასუფთავებულ სახის კანზე წაისვით ყინულის ნაჭერი დღეში 2-ჯერ.

5. 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი შეურიეთ 1 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს და ეს ნარევით წაისვით სუფთა სახეზე, დღეში 2-ჯერ.

6. ჩაის ხის ზეთი ათანაბრებს კანის ფერს, თუ წერტილ-წერტილ წავისვამთ გამუქებულ კანზე. ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ, წაისვით დამატენინებელი კრემი, რომ არ მოხდეს კანის გამოშრობა.

ლალი ჩხიკვაძე