ლამაზი და ჯანსაღი კანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი და ჯანსაღი კანი

ვიტამინიზებული კრემი

წვრილად დაჭერით 1/2 კგ გათლილი კიტრი და ამდენივე მწიფე საზამთროს გული და ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაამატეთ 1/2 კგ ღორის სუფთა, თეთრი ქონი და ერთი ჭიქა რძე. დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე (არ უნდა ადუღდეს) 1 საათის განმავლობაში. შემდეგ ფლავის საწურზე დააფარეთ მარლა და დააყარეთ ზედ მიღებული მასა - ის უნდა ჩაიწრიტოს სუფთა ქვაბში. მიღებული კრემი გადაიღეთ სუფთა მინის ჭურჭელში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში.

ვიტამინიზებული მკვებავი კრემი

25 გ ნაღების მარგარინი და 1,5 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი გაალღვეთ ცეცხლზე (არა უმეტეს 80-90 გრადუსზე) და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გაგრილების შემდეგ დაამატეთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1/2 ჩაის კოვზი გლიცერინი, 1 სუფრის კოვზი გვირილის ნაყენი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. ეს საშუალება გამოიყენეთ ღამის კრემის სახით.

ზარმაცების კრემი

წვრილად გახეხეთ საშუალო ზომის კიტრი და აურიეთ 1 სუფრის კოვზ ნებისმიერ მკვებავ კრემში.

„ჯადოსნური“ კრემი

აიღეთ თანაბარი მასის ბაღის თეთრი ლილიის ფურცლები, თაფლი, ნივრის წვენი და ფუტკრის ცვილი. ეს კომპონენტები აურიეთ ორთქლზე, გაფილტრეთ და გაგრილების შემდეგ ათქვიფეთ. ეს კრემი არაჩვეულებრივად ათეთრებს კანს და აფერხებს ნაოჭების გაჩენას.

კრემი ცხიმიანი კანისთვის

აქაფებამდე ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი გლიცერინი, 1/2 ჭიქა წყალი, ამდენივე ხარისხიანი ოდეკოლონი, 2 გ ბორი და კარგად გადაურიეთ. ეს საშუალება წაისვით სახის კანზე დილა-საღამოს. ეს უცხიმო კრემი ამცირებს ცხიმის გამოყოფას. შეინახეთ მაცივარში.

ფორებიანი კანისთვის განკუთვნილი კრემი

აიღეთ თანაბარი რაოდენობით ჭინჭრის ფოთლები, ბაბუაწვერა და პიტნა. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ წყალი ოდნავ ფარავდეს ბალახების ნარევს. შემდეგ 1 სუფრის კოვზ მიღებულ მასას შეურიეთ 1 სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო და ამავე რაოდენობის თაფლი. წაისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კრემი მშრალი კანისთვის

წვრილად დაჭერით 10 გ ახალი ოხრახუში და გასრისეთ 20 გ ნაღების კარაქში. თუ საშუალება გაქვთ, დაუმატეთ კაკაოს ცხიმი (მისი შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში). მიღებული კრემი საღამოობით წაისვით სველ კანზე.

კრემი ნებისმიერი ტიპის კანისთვის

ერთი კარტოფილის პიურეს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი რძე და 2 კვერცხის გული. კარგად აურიეთ და ნახევარი საათით დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე. როცა ნარევი გაცივდება, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ, ყველაზე ბევრი, 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

მკვებავი და დამატენიანებელი კრემი

1 სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო გახსენით 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენში და წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე.

მკვებავი კრემი

კვერცხის გული გასრისეთ 1/2 სუფრის კოვზ ლიმონში, პარალელურად წვეთწვეთობით ჩაამატეთ 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი გვირილის მაგარი ნაყენი და 1/2 ჭიქა ნატურალური სპირტი და თქვიფეთ მიქსერით. მიღებული მასა გადაიტანეთ მუქ ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში. ეს საშუალება სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

სახის კანის დაცვა

კანის კვებაზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს კანის დაცვას. ამიტომ ექცევა კოსმეტოლოგიაში ასეთი დიდი ყურადღება კანის დამცავ და მკვებავ საშუალებებს.

ჩვენი სხეულის არც ერთი უბანი არ განიცდის გარემოს ისეთ ზემოქმედებას, როგორსაც სახის კანი. ამიტომ, მისი არა მარტო კვებაა აუცილებელი, არამედ გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვაც. ამგვარი დამცავი საშუალებების გარეშე დაჩქარდება კანის გამოშრობის, მოდუნებისა და დანაოჭების პროცესები.

სახის კანის დასაცავად გამოიყენება დღის კრემები. მათ ასე იმიტომ უწოდებენ, რომ უნდა წავისვათ დღისით და არ უნდა მოვიშოროთ მთელი დღის მანძილზე. დღის კრემები, ცხიმიანი მკვებავებისგან განსხვავებით, ღრმად კი არ აღწევენ კანში, არამედ არბილებენ კანის ზედაპირულ შრეებს, იცავენ კანს სითხის დაკარგვისგან, ხელს უშლიან მტვრისა და ჭუჭყის კანზე უშუალო შეხებას და კანის გამოშრობას. დღის კრემი კანს აშორებს სიპრიალეს და სძენს მქრქალ ელფერს. გარდა ამისა, დღის კრემი პუდრის ქვემოთ წასასმელი კარგი საფუძველია. კანზე პუდრის დატანამდე თუ აღმოჩნდება, რომ საჭიროზე მეტი დღის კრემი გისვიათ, მაშინ ის მშრალი ქაღალდის ხელსახოცით უნდა შეიშროთ. კრემისა და პუდრის ფენა კანზე წარმოქმნის თხელ აპკს, რომელიც დამცველობით ფუნქციას ასრულებს, განსაკუთრებით - ყინვაში (ყინვისადმი მგრძნობიარეა ნებისმიერი ტიპის კანი). დღის კრემს წინასწარ გასუფთავებულ მშრალ კანზე ისვამენ. ზოგჯერ, განსაკუთრებით თბილ და ცხელ ამინდში, ზოგიერთი დღის კრემის გამოყენებისას კანზე ოფლის წვეთები ჩნდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ კრემი ჭარბად გისვიათ ან ეს საცხი არ მიესადაგება თქვენს კანს. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტი კრემი ქაღალდის ხელსახოცით უნდა მოიშოროთ.

კანის მოვლა სრულფასოვან შედეგს ამ პირობების დაცვის შემდეგ გამოიღებს:

1. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ კოსმეტიკურ საშუალებებს, აუცილებელია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებაც (კვება, შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმი, სრულფასოვანი ძილი - არანაკლებ 7-8 სთ). გადაღლა, გამოუძინებლობა, წონის დასაკლებად საკვების მკვეთრი შეზღუდვა, უარყოფითად აისახება კანის მდგომარეობაზე და კოსმეტიკური საშუალებების ეფექტს მკვეთრად აქვეითებს.

2. მკვებავი კრემი უკეთ შეიწოვება და კანს ჯანმრთელ იერს მისცემს, თუ მას საღამოს საგულდაგულოდ (სათანადო წესების დაცვით, რაზეც წინა თავებში გვქონდა საუბარი) გაწმენდილ კანზე წაისვამთ.

3. მკვებავი კრემი გამოიყენება ღამით, დაძინებამდე 1.5 საათით ან 30 წუთით ადრე მაინც და დილით, ქუჩაში გასვლამდე 40-60 წუთით ადრე. მიზანშეუწონელია უშუალოდ ძილის წინ კრემის წასმა, რადგან ის ვერ ასწრებს კანში შეწოვას და სახიდან ადვილად მოგშორდებათ.

4. კანის მოვლის დროს მისი ანატომიური აგებულების გათვალისწინება კანის გაწელვის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

5. კრემი სახეზე უნდა წავისვათ 3-5 წუთის განმავლობაში, თითების სპეციალური მოძრაობებით სახის ხაზების მიმართულებით. კრემის წასმის სწორი ტექნიკა უზრუნველყოფს სისხლის მიდინებას კანის ზედაპირულ და ღრმა ქსოვილებში, შესაბამისად, მის სრულფასოვან კვებასაც.

6. კანის მდგომარეობის მიუხედავად, კრემი თხლად და თანაბრად უნდა დაიტანოთ სახეზე. არ იფიქროთ, რომ რაც უფრო მშრალი და თხელია კანი, მით უფრო მეტი კრემია საჭირო. საზოგადოდ, მკვებავი კრემი (მით უმეტეს, ღამის მკვებავი) კანზე თხელ ფენად უნდა წაისვათ. სხვაგვარად კრემში შემავალი წყალი ღამის განმავლობაში აორთქლდება, კანი გადახურდება, სისხლძარღვები გაფართოვდება, კანი გაწითლდება და აიქერცლება, მისი ტონუსი კი დაქვეითდება.

7. ზედა ტუჩზე უხეში თმის მქონე ქალებმა ამ უბანზე მკვებავი კრემი არ უნდა წაისვან.

8. არ დაგავიწყდეთ კრემის წასმა ქუთუთოებზე (აქ ცხიმოვანი ჯირკვლები არ არსებობს). თვალების გარშემო კანი ნაკლებად ცხიმიანია, რის გამოც დიდხანს ვერ ინარჩუნებს სიმკვრივესა და სიგლუვეს. ამიტომ საგულდაგულო მოვლას და ხშირ დატენიანებას საჭიროებს. გამოიყენეთ სპეციალურად თვალების გარშემო წასასმელი კრემები და დაიტანეთ უსახელო თითით (ის ყველაზე სუსტია), რომ ამ მიდამოში კანი არ გაიწელოს.