ლამაზი და ჯანსაღი კანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი და ჯანსაღი კანი

შვრიის ფანტელების გამწმენდი სქრაბ-ნიღბები. ერთ მუჭა შვრიის ფანტელებს დაასხით თბილი წყალი. გაფუების შემდეგ აურიეთ და მიღებული ფაფა შეიზილეთ სახის კანზე 5 წუთის განმავლობაში (ქვემოთ შეგახსენებთ სახეზე კოსმეტიკური საშუალების დატანის თანმიმდევრობას და მიმართულებებს). ჩამოიბანეთ სახე ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.

პილინგის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის. ერთმანეთში აურიეთ თითო-თითო სუფრის კოვზი გახეხილი სტაფილო, ზეითუნის ზეთი და მანანის ბურღული. მიღებული მასა დაიტანეთ სახის კანზე (მაგრამ არა თვალების გარშემო და ტუჩებზე), გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ 3-5 წუთის განმავლობაში თითის ბალიშების წრიული მოძრაობით „გაიხეხეთ“ სახის კანი. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი გადადუღებული ცივი წყლით და ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი. კარგი იქნება, თუ ნიღაბს ჩამოიბანთ ჭინჭრის, გულყვითელას ან მუხის ქერქის გრილი ნახარშით - ცხიმიანი და ნორმალური კანის შემთხვევაში, ხოლო გვირილის, ბარამბოს ან პიტნის ნახარშით - მშრალი კანისას. ნიღბის ჩამოსაბანი ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა, 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ რომელიმე ზემოთ დასახელებულ მცენარეს დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩეროთ გაგრილებამდე და გაფილტვრის შემდეგ გამოიყენოთ.

სქრაბი-ნიღაბი. ერთ სუფრის კოვზ შვრიის ფქვილს დაამატეთ მწიკვი ბორის მჟავა, გახსენით ცივ რძეში ფაფის კონსისტენციის მიღებამდე. თუ გაქვთ ძალიან მშრალი კანი, მაშინ ჯერ კანზე მკვებავი წაისვით და შემდეგ დაიდეთ ნიღაბი. 10-15 წუთის შემდეგ დაიბანეთ პირი გრილი წყლით.

„ბებიების“ სქრაბი. ყავის მადუღარაში დარჩენილ ყავის ნალექს დაამატეთ მცენარეული ზეთი სქელი ფაფის მასის მიღებამდე. დაიდეთ ეს მასა სახესა და ყელზე და თითების მსუბუქი დარტყმებით გაიკეთეთ 10-15-წუთიანი მასაჟი. გაიჩერეთ ნიღაბი კიდევ 10 წუთით და ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.

შვრიისა და ყურძნის პილინგი. დასრისეთ ყურძნის მარცვლები, დაამატეთ ყავის საფქვავში დაფქული ჰერკულესი (უნდა მიიღოთ ფაფის კონსისტენციის მასა), დაიდეთ სქლად სახის კანზე და წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. სახე გადადუღებული თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თაფლის პილინგ-ნიღაბი. ცხელი (მაგრამ არა მდუღარე) წყლის აბაზანაზე გაალღვეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, ოდნავ გაგრილების შემდეგ დაამატეთ 1/2 ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატო და კარგად აურიეთ. მიღებული მასა თანაბრად დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით, მერე ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი. ეს ნიღაბი საუკეთესოა ფერიმჭამელებიანი კანისთვის. ის კვებავს, აცოცხლებს და აღიავებს კანს, ქატოს წყალობით კი აღმდგენ ფუნქციასაც ასრულებს.

ხაჭოს პილინგ-ნიღაბი. 1 ჩაის კოვზ დაფქულ ბრინჯს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 1/2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და საგულდაგულოდ აურიეთ. ჯობს სახეზე შემთბარი მასა წაისვათ. გამოყენების წესი წინა ნიღბის მსგავსია.

სტაფილოსა და შვრიის ნიღაბი. ერთი ცალი დიდი, წვნიანი სტაფილო გახეხეთ, დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი დაღერღილი შვრიის ფანტელი. მიღებული მასა გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორ წინა ნიღბების დროს.

ზღვის მარილის პილინგი. ზღვის მარილი აურიეთ ტანის ან ზეითუნის ზეთში. წაისვით კანზე და გაიჩერეთ მარილის კრისტალების სრულ გადნობამდე, შემდეგ გაიკეთეთ კანის მასაჟი და ბოლოს სქრაბი წყლით ჩამოიბანეთ.

ტკბილი პილინგი. ერთმანეთში აურიეთ 5 სუფრის კოვზი შაქარი და ერთი შეკვრა ათქვეფილი ნაღები. მიღებული მასა მაშინვე დაიდეთ სახეზე, მსუბუქად შეიზილეთ კანში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დამატენიანებელი ნიღაბ-სქრაბი აქერცლილი და გამომშრალი კანისთვის. ერთ ჩაის კოვზ მკვებავ კრემს თანდათანობით დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გახეხილი ნუში და კარგად აურიეთ. ეს მასა თითის წვერის წრიული მოძრაობით წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 10 წუთით და 2-3 წუთის განმავლობაში თითის წრიული მოძრაობებით კანი ისევ დაიმასაჟეთ. მერე ჩამოიბანეთ სახე გვირილის გრილი ნაყენით და წაისვით მკვებავი კრემი.

ეს ნიღაბი ოდნავ ჭიმავს და ასტიმულირებს კანს.

კანის კვება და დატენიანება

კანის წმენდა მნიშვნელოვანი ეტაპია კანის კვების შედეგიანად წარმართვისათვის. ნაოჭებსა და კანის ნაადრევ დაბერებასთან ბრძოლა, მისი ელასტიკურობის შენარჩუნება სწორედ კანის სწორ კვებას უკავშირდება. კანის მკვებავის გამოყენებამდე უპირველესად გასათვალისწინებელია კანის ტიპი და მდგომარეობა, ასევე მკვებავის შემადგენლობა და მოხმარების წესები. ეფექტური მკვებავის შესარჩევად აუცილებელია განისაზღვროს სასურველი შედეგიც - დაჭიმულობა, გაღიზიანება ან აქერცვლა გაწუხებთ თუ ნაოჭების გაჩენის თავიდან აცილება გსურთ. ამის შემდეგ შეძლებთ ეფექტური მკვებავი საშუალების შერჩევას.

კანის მკვებავის ერთ-ერთი სახეობა ღამის მკვებავი კრემია. ის ნორმალურ, მშრალ და ცხიმიანი ტიპის კანზე მაღალხარისხოვანი ცხიმების წყალობით მოქმედებს. ვიტამინების შემცველ მკვებავ კრემებს ვიტამინიზებულებს უწოდებენ.

კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი ცხიმი და ზეთი კარგად შეიწოვება კანში, ამცირებს კანიდან სითხის კარგვას და იცავს მას გამოშრობისგან, ხელს უშლის ფორებიდან მიკრობების შეჭრას და იცავს კანს გარე გამღიზიანებლებისგან. მცენარეული ცხიმები (სპერმაცეტი, ლანოლინი, ცვილი) სტრუქტურულად და ფიზიოლოგიურად კანს უახლოვდება, ამიტომაც კანი უპრობლემოდ ღებულობს მათ.

მკვებავ კრემებში ცხიმების გარდა გარკვეული რაოდენობის წყალიც შედის. ამ უკანასკნელის ოდენობაზეა დამოკიდებული კანზე კრემის გამაგრილებელი მოქმედების ხარისხი. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მკვებავი კრემის შეძენისას.

თუ მკვებავის შემადგენლობაში უჯრედების ცხოველმოქმედებისთვის აუცილებელი ბიოგენური პრეპარატები, მცენარეთა ექსტრაქტები ან წვენი და მარილები შედის, მაშინ მას კანის მასტიმულირებელი თვისებებიც აქვს. ამგვარი კრემები სპეციალურ შენახვას საჭიროებენ გრილ, ბნელ ადგილას. ბევრი მათგანი მზის სხივების ზემოქმედებით იშლება და უარყოფითად მოქმედებს კანზე.

ზოგჯერ 19-25 წლის ასაკის ახალგაზრდები 45-50 წლის ასაკის ქალებისთვის განკუთვნილ კრემებს იყენებენ. კანის სხვადასხვა გართულების გამო ეს დაუშვებელია!

კანის გამოშრობის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი პროცედურაა კანის დატენიანება. ის, საჭიროების მიხედვით, მაგრამ დღეში სულ ცოტა ერთხელ მაინც უნდა მოხდეს. ცხელი და მშრალი კლიმატის პირობებში დამატენიანებლები აუცილებელია.

კანის დატენიანების პროცედურა ასეთია:

  • დაისხით მცირე ოდენობის დამატენიანებელი ხელისგულზე და ჩადეთ მასში მეორე ხელის თითი საცხის შესათბობად, რომ თანაბრად დაედოს კანს. ამგვარად შემთბარი საშუალება წაისვით მთელ სახეზე.
  • ორი (საჩვენებელი და შუა) თითის ნელი, მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ კრემი მთელ სახეზე. თბილი თითები დაეხმარება კანს კრემის შეწოვაში, მსუბუქი მოძრაობა კი დაარბილებს მას. შემდეგ საჩვენებელი და შუა თითები ოდნავ გაშალეთ და ისევ შეკარით, ასეთი მოძრაობებით კიდევ ერთხელ „მოიარეთ“ მთელი სახე.
  • საცხი უნდა წაისვათ სახის ხაზების ანუ შტრიხების გასწვრივ. შეგახსენებთ, რომ კანის შტრიხები მიმართულია: ქვედა ყბებზე - ნიკაპის შუა ხაზიდან ყურის ბიბილომდე; ლოყებზე - პირის კუთხიდან სასმენი მილის შესასვლელამდე; ზედა ტუჩის შუიდან და ცხვირის გვერდითი ზედაპირიდან ყურის ნიჟარის ზედა ნაწილამდე; თვალების გარშემო - თვალის შიდა კუთხიდან ზედა ქუთუთოს გავლით თვალის გარე კუთხისკენ, შემდეგ ქვედა ქუთუთოს გავლით ცხვირთან (რადგან თვალების გარშემო კანი ძალიან ნაზია და ყველაზე მეტად იწელება, ამიტომ თვალების გარშემო მოძრაობა უნდა ვაწარმოოთ მხოლოდ უსახელო (არა) თითებით, რადგან ეს თითები ნაკლებად ძლიერია); შუბლზე - შუა შუბლიდან საფეთქლებისკენ. შუბლზე კანის შტრიხები მიმართულია წარბების გასწვრივ. ცხვირზე შტრიხები მიემართებიან ცხვირის ფუძიდან ცხვირის ზურგის გავლით წვერამდე, ცხვირის ზურგიდან კი ქვემოთ ცხვირის გვერდითი ზედაპირებისკენ.

საჭიროების შემთხვევაში ზედმეტი კრემი ხელსაწმენდით შეიშრეთ.