კოსმეტოლოგია

როგორ გამოვიყენოთ მარწყვი კოსმეტოლოგიაში

როგორ გამოვიყენოთ მარწყვი კოსმეტოლოგიაში
მარწყვი, როგორც კოსმეტიკური საშუალება ქალებისთვის ანტიკური პერიოდიდანაა ცნობილი. მას იყენებდნენ სახისა და ტანის მოსავლელად. ეს იმით აიხსნება, რომ მარწყვში დიდი რაოდენობითაა სალიცილის მჟავა, რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური და ანთებისაწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება. მარწყვის ნიღბები და ნაყენები ეფექტურია გამონაყარის, პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის დროს, ასევე ასწორებს ნაოჭებს და აჯანსაღებს კანს.

1. მარწყვის მათეთრებელი ნიღაბი: 3-4 ცალი მსხვილი მარწყვი გავსრისოთ ფაფისებურ მასამდე და წავისვათ წინასწარ გასუფთავებულ სახის კანსა და დეკოლტეს ზონაზე. 5-10 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და წავისვათ დამატენიანებელი კრემი.

2. მარწყვის ნიღაბი
მოდუნებული კანისთვის: 2 ცალი მარწყვი გავსრისოთ, დავამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი (ნორმალური და ცხიმიანი კანის დროს) ან ცხიმიანი ნაღები (მშრალი კანის შემთხვევაში) და წავისვათ სუფთა კანზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ ოდნავ თბილი წყლით.

3.ფორების გასაწმენდი მარწყვის ნიღაბი: მარლის საშუალებით გამოვწუროთ 3 ცალი მარწყვის წვენი, დავუმატოთ
2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, წავისვათ სუფთა კანზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით. ამის შემდეგ წავისვათ დამატენიანებელი კრემი.

ლალი ჩხიკვაძე

რეკომენდებული პროდუქტები
კანის ფორმულა - 28აბი
ფასი: 57.5
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ჯანმრთელი ფრჩხილებისთვის -60 აბი
ფასი: 61.5