რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას ვადაგასული კოსმეტიკა
ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. გამოკითხული 5000 ქალიდან 25% ტუშს ერთ წლის განმავლობაში ინახავდა, თუმცა მისი გამოყენება 3 თვეა დასაშვები. 20% სახის გამწმენდ საშუალებას მთელი წლის განმავლობაში იყენებდა, რაც ასევე დაუშვებელია. თითქმის 10% ტუჩსაცხს სამი წლის მანძილზე ხმარობდა (ვარგისია 1 წელი).
გამოკითხულთა 7%-ს, კოსმეტიკის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. ვადაგასულ კოსმეტიკაში ბევრი პოტენციურად საშიში ბაქტერია გროვდება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც კანის, ისე სხვა ორგანოების დაავადებები.
ლალი ჩხიკვაძე