რა არის და რა შეუძლია RF-ლიფტინგს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის და რა შეუძლია RF-ლიფტინგს

კოსმეტოლოგიაში ეს მეთოდი მხოლოდ XXI საუკუნეში დაინერგა RF-თერაპიის სახელწოდებით. ღF აბრევიატურაა და იშიფრება როგორც ღადიო Fრექუენცყ ანუ ელექტროდენი რადიოსიხშირულ დიაპაზონში.

მოქმედების მექანიზმი

კანსა და კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებს კონტროლის თანხლებით ახურებენ 40-42°С-მდე მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით. ასეთ ტემპერატურამდე გახურებისას კანში ხდება კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების რესტრუქტურიზაცია, ისინი მოკლდება, ჩქარდება მათი განახლება, კანის ფართობი მცირდება და იქმნება ლიფტინგის ეფექტი, ამიტომ RF-თერაპიას, რომლის ზემოქმედება უმთავრესად კანისკენაა მიმართული, ეწოდება RF-ლიფტინგი.

კანქვეშა ცხიმოვან შრეში რბილდება ცხიმოვანი წილაკების შემაერთებელქსოვილოვანი გარსები, ნაწილობრივ იშლება ცხიმოვანი უჯრედები, ხდება ლიპოლიზი - ცხიმოვანი ჩანართების რღვევა. ქრება დამახასიათებელი ცელულიტური რელიეფი. ცხიმოვან ქსოვილზე RF-ზემოქმედებას RF-ლიპოლიზს უწოდებენ.

RF-თერაპიის მეშვეობით ძლიერდება ქსოვილებში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, აქტიურდება იმუნური სისტემა და სხვა.

RF-თერაპიის ჩვენებები

სახის კოსმეტოლოგიაში RF-ლიფტინგსა და RF-ლიპოლიზს იყენებენ ნაოჭების კორექციისთვის, სახის კანის არაქირურგიული გადაჭიმვისთვის, სხეულის კოსმეტოლოგიაში - ცელულიტის, სტრიების მოსაშორებლად, ლოკალური ცხიმოვანი ჩანართების აღმოსაფხვრელად, მოშვებული კანის დასაჭიმავად და სხვა.

RF-ლიფტინგის ეფექტი

კანის გადაჭიმვის ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ ხდება შესამჩნევი. ეს კოლაგენური ბოჭკოების შემცირებით მიიღწევა. კოლაგენური ბოჭკო სპირალის ფორმისაა. რადიოტალღური ზემოქმედების შედეგად მასში წარმოიქმნება ახალი მოლეკულათაშორისი კავშირები და სპირალის ძაფები ერთმანეთს უახლოვდება - კოლაგენური ბოჭკოების „ზამბარები“ მოკლდება და ეშვება. ამ ცვლილებათა ხილული ეფექტი ხანმოკლეა - ერთ კვირამდე გასტანს, თუმცა ეს არ არის პროცედურის მთავარი მიზანი, მხოლოდ კანის მექანიკურ განტვირთვას უზრუნველყოფს, რაც აუცილებელია ახალი კოლაგენური ბოჭკოების ფორმირებისთვის. სწორედ ამას მოსდევს ქსოვილის რეკონსტრუქცია და, იმავდროულად, კანის ფართობის შემცირება.

ლიფტინგის მოგვიანებითი, ხანგრძლივი ეფექტი თავს იჩენს 3-4 კვირის შემდეგ და კურსის გავლასთან ერთად ძლიერდება. ის განპირობებულია კანში კოლაგენისა და ელასტინის ძველი ბოჭკოების დაშლის და ახლის სინთეზის სტიმულაციით. ამასთან, განახლებას განიცდის კანის ღრმა შრეები, რაც უზრუნველყოფს მის ტონუსსა და ელასტიკურობას. ეს პროცესი პროცედურიდან 4-5 თვეს გრძელდება.

RF-ლიფტინგი კანის ფართობის 10-20%-ით შემცირების საშულებას იძლევა, ანუ ახდენს ფაქტობრივად იმავე ეფექტს, რასაც კანის ქირურგიული გადაჭიმვა, მაგრამ ქირურგიული გადაჭიმვის დროს თუ ირღვევა კანში სისხლის მიმოქცევა და უარესდება მისი ტონუსი, RF-ლიფტინგის შემდეგ სისხლის მიმოქცევა და ტონუსი უმჯობესდება, ირთვება კანის განახლების ბუნებრივი პროცესი, რაც სახეს ახალგაზრდულ შესახედაობას სძენს.