სადღესასწაულო მაკიაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სადღესასწაულო მაკიაჟი

მოდური ფერებიდან შეიძლება გამოვყოთ ლურჯი, ვარდისფერის ყველა გრადაცია, კლასიკური შავი, ასევე - მუქი მარგალიტისფერი, სპილენძისფერი, ვერცხლისფერი. აქტუალობას არ კარგავს ფერადი ისრები და „კატისებრი თვალები“.

სადღესასწაულო მაკიაჟის დანიშნულება ისიცაა, რომ მთელი საღამო გაძლოს. ამისთვის კანი სწორად უნდა მომზადდეს:

  • რომ არ იპრიალოს, ნუ წაისვამთ ცხიმიან დამატენიანებელს. მაკიაჟის ქვეშ სასურველია ულტრაიისფერი სხივების საწინააღმდეგო ბაზისის წასმა - ის სახეს ბრწყინვალებას მიანიჭებს და კანის ხარვეზებს დაფარავს.
  • სადღესასწაულო მაკიაჟისთვის სახის კანზე ნახევარი ტონით ბაცი ტონალური საცხია საჭირო. ხელოვნური განათებისას ის სახეს ჯანსაღ იერს შესძენს.
  • მუწუკები, ლაქები და თვალების ქვეშ არსებული მუქი რგოლები უნდა შევნიღბოთ პუდრზე ორი ტონით ბაცი კონსილერით.
  • პუდრი უმჯობესია ფხვიერი და კომპაქტური იყოს - ის უკეთ ჯდება კანზე და მეტხანსაც ძლებს. პუდრის წასმისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხვირის გვერდითა ზედაპირებს. პუდრის ღრუბელი აუცილებლად გადაატარეთ ქუთუთოებზეც, რომ კანი შეშრეს და ჩრდილი უკეთ დამაგრდეს.

განსაკუთრებული შემთხვევებისთვის მაკიაჟის კეთებისას ყურადღება მიაქციეთ სახის სკულპტურას: ფერის საშუალებით გამოკვეთეთ რელიეფის ჩრდილოვანი ზონა, რომ საღამოს განათებისას ნაკვთები ეფექტურად წარმოჩნდეს. სადღესასწაულო მაკიაჟს დახვეწილობას მატებს წარბების გამოკვეთილი ხაზი.

თვალის მაკიაჟისთვის შეარჩიეთ მშრალი ჩრდილები. ეფექტური იქნება, თუ ჩრდილების ფერს საღამოს განათებას შეუხამებთ. თვალებს გაალამაზებს თეთრი, ბრინჯაოსფერი და მუქი ქლიავისფერი, მუქი ვარდისფერი კი იდუმალ ბრწყინვალებას შესძენს მათ. ყავისფერზე, ბაც ვარდისფერზე, სალათისფერსა და ჩალისფერზე უარის თქმა ჯობს.

ჩრდილების ფერს ხშირად კაბას უხამებენ, მაგრამ ეს ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება არ არის. პალიტრის არჩევისას მთავარი ფაქტორია გარეგნობის ტიპი.

საღამოს მაკიაჟისთვის, ჩვეულებისამებრ, ორი-სამი ფერის ჩრდილს იყენებენ, ამიტომ ამ დროს კაბის ფერის გათვალისწინებაც შესაძლებელია.

თვალის მაკიაჟის განსაკუთრებით ეფექტიანი დასასრულია გრძელი და აპრეხილი წამწამები. ტუში აუცილებლად შავი უნდა იყოს.

ტუჩსაცხი დიდხანს რომ დარჩეს ტუჩზე, მისი სწორად წასმა უნდა ვიცოდეთ:

  • წინასწარ ტონირებული ტუჩის ზედაპირი დახაზეთ ტუჩსაცხის ფერის ფანქრით. ეს პატარა ხრიკი „მოკვნეტილი ტუჩების“ ეფექტისგან დაგიცავთ. შემდეგ წაისვით ტუჩსაცხის პირველი ფენა, დაიყარეთ პუდრი და წაისვით მეორე. ამ ხერხით ტუჩის მდგრადი ფერი მთელი საღამო გარანტირებულია.

სადღესასწაულო მაკიაჟისთვის წელს მოდურია მკვეთრი წითელი, მარჯნისფერი. მუდამ აქტუალურია მკვეთრი კენკრისფერებიც. გაითვალისწინეთ, ტუჩი ნებისმიერი განათებისას რომ გამოკვეთილი იყოს, კონტური გულდასმით უნდა შემოხაზოთ ტუჩსაცხისფერი ფანქრით. ჯობს, მყარი ტექსტურის საცხი აირჩიოთ, რომ მაკიაჟის ხშირმა კორექციამ სადღესასწაულო ატმოსფეროს არ მოგწყვიტოთ.

მაკიაჟის უკანასკნელი ეტაპი რუჟია. საცხის ფაქტურის რუჟი დღის მაკიაჟისთვის შემოინახეთ - ხანგრძლივი, უძილო ღამის განმავლობაში მან შესაძლოა სიმყარე დაკარგოს და მთელ სახეზე გაითხაპნოს, საღამოს მაკიაჟისთვის კი იდეალურია პუდრის ფუძეზე წასმული მბრწყინავი რუჟი.

დაბოლოს, სადღესასწაულო მაკიაჟი წარმოუდგენელია მხრებზე, ხელებსა და დეკოლტეზე ბზინვარე ეფექტის პუდრის გარეშე.