გაპარსვა თუ დეპილაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაპარსვა თუ დეპილაცია

დეპილაცია თავის მხრივ მოიცავს:

  • გაპარსვას,
  • თმის ქიმიურ გახსნა-დაშლას სპეციალური კრემის (კრემ-დეპილატორის) საშუალებით,
  • ენზიმურ დაშლას (ანუ თმის დაშლა-მონელებას ფერმენტების დახმარებით),
  • მექანიკურ მოცილებას აპარატ-დეპილატორის საშუალებით,
  • ცვილის გამოყენებას.

ორივე ფეხზე თმის მოსაშორებლად გირჩევთ დეპილაციის რომელიმე მეთოდს მიმართოთ, განსაკუთრებით კი მექანიკურ მოცილებას აპარატ-დეპილატორის საშუალებით. ვიდრე ამ მეთოდის სპეციფიკას შევეხებით, გაპარსვის პროცედურაზე მოგახსენებთ.

ეს უკანასკნელი ყველაზე იდეალურ მეთოდად არის მიჩნეული იმ თვალსაზრისით, რომ გაპარსვის პროცედურის დროს თმის ღერების "მოკვეთა-მოცელვასთან" ერთად ხდება კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების ჩამოფცქვნა. გაპარსვა (კონკრეტულად ფეხების), როგორც დეპილაციის მეთოდი დღეს ნაკლებ პრაქტიკული და რამდენადმე უგულვებელყოფილია, იმის გამო, რომ მექანიკური სტიმულაციის გამო თმა უფრო ინტენსიურად იზრდება, გარდა ამისა გლუვი და მომხიბვლელი კანის ეფექტი ამ მეთოდით ნაკლებ მიიღწევა.

ხშირი გაპარსვა, მით უფრო წელიწადის ცხელ პერიოდში, ნამდვილად იწვევს კანის გაღიზიანებასა და თმის ჩაბრუნებას. ამ გვერდით მოვლენათა თავიდან ასაცილებლად ფეხები აუცილებლად 5 წუთიანი ცხელი შხაპის შემდეგ უნდა გაიპარსოთ. კანი ამ დროს რამდენადმე დარბილებულია. გახსოვდეთ, მშრალი წესით (უსაპნოდ და დალბობის გარეშე) ფეხების გაპარსვა არასასურველია!

საყურადღებოა, რომ თმის ჩაბრუნება და ღერების არასათანადო მიმართულებით ზრდა შეიძლება განვითარდეს როგორც აპარატ-დეპილატორის საშუალებით თმის მოცილებისას, ასევე მისი გაპარსვისას.

რაც შეეხება დეპილაციას აპარატ-დეპილატორის საშუალებით: დასახელებული აპარატი ფაქტობრივად მექანიზებული პინცეტია, რომელიც თმას ფესვიანად გლეჯს. ამის გამო თმა უფრო გვიან ამოდის. თმის ჩაბრუნების ალბათობა ამ მეთოდის დროს გაცილებით მეტია. ფოლიკულიდან ახლად მზარდი თმა უფრო ხშირად იცვლის მიმართულებას და ხშირად კანის ზედაპირულ შრეს ვერც კი აღწევს. დეპილაციის ეს მეთოდი საკმაოდ მტკივნეულია. ამის გამო თანამედროვე აპარატ-დეპილატორთა უმრავლესობას ტკივილის შესამსუბუქებლად სხვადასხვა სახის მასაჟორები აქვს დართული. თმის ღერების ფესვებიანად მოგლეჯა სხეულის შედარებით დიდ უბნებზე კანის გაღიზიანებასა და ერთგვარ ხანმოკლე ანთებას აძლევს დასაბამს. თუმცა, ყველა ეს მოვლენა რამდენიმე საათში ქრება და ფეხებზე გლუვი კანის მაქსიმალური ეფექტი სახეზეა. ეს მეთოდი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხეულის შედარებით დიდ უბნებზე გამოიყენება, ამიტომაც ამ თვალსაზრისით ბევრად პრაქტიკულია. ფეხებზე თმის მოსაშორებლად სწორედ ამ მეთოდის გამოყენებას გირჩევთ, შეგიძლიათ ცვილის ან სპეციალური კრემის (კრემ-დეპილატორის) გამოყენებაც სცადოთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ დეპილაციის ნებისმიერი საშუალება აუცილებლად სუფთა, დაბანილ ფეხებზე უნდა გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ანთებითი პროცესის გართულება და სხვა უარყოფითი შედეგები მიიღოთ, გარდა ამისა კრემ-დეპილატორის გამოყენებამდე საკონტროლო სინჯი არ დაგავიწყდეთ.

და კიდევ, საყურადღებო დეტალი და რჩევა - მიმდებარე ლიმფური კვანძებისა და საოფლე ჯირკვლების გამო, სხვადასხვა სახის გართულებათა თავიდან აცილების მიზნით, იღლიებისთვის ყველაზე უნიკალური და ნაკლებპრობლემატური მეთოდია გ ა პ ა რ ს ვ ა!

თინათინ გოცაძე