ვიტამინები სახეზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინები სახეზე

ყველაფერს, რაც საჭიროა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის, უხვად გვაძლევს ბუნება, მთავარია, მისი ძღვნის გამოყენება ვისწავლოთ. სწორედ ახლა, ზაფხულში, გაქვთ შანსი, დაუბრუნოთ სახის კანს ხავერდოვანი სინაზე და შესანიშნავი ფერი. ამისთვის დღეში მხოლოდ ნახევარი საათი დაგჭირდებათ. ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები კანს სასარგებლო მიკროელემენტებითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით ამდიდრებს. ასეთი კოსმეტოლოგიის მარგებლობა დიდი ხანია აღიარეს სპეციალისტებმა. ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებულ შინაურ ნიღბებს სიამოვნებით იყენებენ მსოფლიოს წამყვანი კოსმეტოლოგები და აღიარებული მზეთუნახავები (მაგალითად, ძალზე პოპულარულია ახალი მარწყვის მათეთრებელი ნიღაბი). ისღა დაგვრჩენია, შევარჩიოთ დიეტა, რომელიც შეესატყვისება ჩვენი კანის ტიპს. ცხიმიანი კანის მთავარი პრობლემა ცხიმის სიჭარბეა, რაც მუწუკებსა და ფერიმჭამელებს აჩენს. სპეციალისტები გვთავაზობენ მატონიზებელ საშუალებებს, რომლებიც ავიწროებს ფორებს და ხელს უშლის კანზე შავი წერტილების წარმოქმნას. გარდა ამისა, კანი აუცილებლად უნდა დანოტივდეს და არავითარ შემთხვევაში არ გამოშრეს.

ვაშლი. ერთი კვერცხის ცილა გასქელებამდე თქვიფეთ. შეურიეთ წვრილად გახეხილი ვაშლი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ მოიშორეთ სველი ტამპონით.

საზამთრო და კიტრი. ეს ნიღაბი მუწუკებსა და ფერიმჭამელებს აქრობს. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის საზამთროსა და კიტრის ფაფა და წაისვით სახეზე 20 წუთით. ეფექტი მაქსიმალური რომ იყოს, გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 15-20 დღის განმავლობაში.

ყურძენი. ყურძნის მწიფე მარცვლები შესანიშნავად ატენიანებს ცხიმიან კანს. დილაობით გაიწმინდეთ კანი ყურძნის რბილობით ან ახალგამოწურული წვენით, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ცნობილია, რომ მშრალი კანი სწრაფად ბერდება და ხშირად იქერცლება, ამიტომ აუცილებელია მისი აქტიური დატენიანება. აქ გამოგადგებათ წვნიანი ხილი და ბოსტნეული: გარგარი, ნესვი, კიტრი, ბანანი, ჟოლო, მარწყვი. მშრალი კანისთვის ძალიან სასარგებლოა კვერცხის გული, თაფლი და მცენარეული ზეთი.

გარგარი. წვრილად გახეხეთ 1 ცალი გარგარი ან გაფცქვნილი ატამი, შეურიეთ არაჟანი თანაფარდობით 1:1, წაისვით სახეზე 15 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ტამპონით.

ბანანი. ბანანი არა მარტო ვიტამინებით გაამდიდრებს კანს, არამედ დაასვენებს კიდეც. გახეხეთ მწიფე ბანანი, პიურეს შეურიეთ კვერცხის გული და 1 ჩაის კოზი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე 15-20 წუთით.

კიტრი. კიტრი ცხიმოვანი ფენის აღდგენაში დაგეხმარებათ. შეურიეთ ერთი კიტრის ფაფა არაჟანს და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით.