რისი ბრალია თვალების ირგვლივ სიშავე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისი ბრალია თვალების ირგვლივ სიშავე

. თვალების ჩაშავების მიზეზი თვალის ირგვლივ მდებარე კანის სისხლძარღვთა, კერძოდ, წვრილი ვენების გაფართოება და მათი გამჭვირვალობის მომატებაა.

ლურჯი რგოლების გაჩენის ზოგადი მიზეზებია: გამოუძინებლობა და გადაღლა; კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა; სტრესი; დეპრესია; თვალების მუდმივი სრესა - ამ ერთი შეხედვით უვნებელ ჩვევას ადვილად შეუძლია თვალების ჩაშავება გამოიწვიოს. ხელები ყოველთვის სუფთა არ არის, სრესა კი ნაზ ლორწოვან გარსსა და მის სისხლძარღვებს აღიზიანებს; კანის დაბერება - თვალების ირგვლივ არსებული ნაზი კანი სხეულის სხვა უბნებთან შედარებით ადრე კარგავს ელასტიკურობას, სიმკვრივეს და ბუნებრივ ფერს; გაუწყლოება; ნიკოტინი - ის ავიწროებს სისხლძარღვებს, ქსოვილები ჟანგბადოვან შიმშილს განიცდიან და თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლები ჩნდება.

თვალების ირგვლივ სიშავესთან ბრძოლისთვის პირველ რიგში აუცილებელია ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილი, დაბალანსებული კვება, წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება, სტრესული სიტუაციების თავის არიდება, კვების რაციონში მარილის შეზღუდვა. გარდა ამისა, დილაობით სახე ყინულის კუბიკებით გაიწმინდეთ, უკეთესია თუ კუბიკები მცენარეული ნაყენისგან იქნება დამზადებული; ქუჩაში, მზეზე გასვლისას ყოველთვის გაიკეთეთ მზის სათვალე; სვით ტომატის წვენი, გამოიყენეთ პიტნა, ლიმნის წვენი, ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც უხვად შეიცავენ E ვიტამინს; თუ მოიხმართ, შეამცირეთ სპირტიანი სასმელების და ნიკოტინის გამოყენება, შეზღუდეთ ყავა,და ცხიმიანი ხორცი; გაიკეთეთ მასაჟი თვალების ირგვლივ, ნუშის ზეთის გამოყენებით, 3 კვირის განმავლობაში.

გარდა ამისა: წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები ფრთხილად დაილაგეთ თვალების ქვემოთ, ზემოდან დაიფინეთ სველი ბამბის ტამპონი, გაიჩერეთ 10 - 15 წუთი. ან 1ს/კ ტომატის წვენი, 1ჩ/კ ლიმონის წვენი და პურის ფქვილი ერთმანეთში აურიეთ, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი თხელი მასა, წაისვით თვალების ქვემოთ, გაიჩერეთ 10 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით;

ან - 1 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი გაჭერით შუაზე, დაიდეთ თვალების ქვემოთ და გაიჩერეთ 20 წუთი.

თუ სილურჯე არც მემკვიდრეობითია და არც დასვენების შემდეგ ქრება, ის შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებდეს.

ასეთ შემთხვევაში უნდა ესტუმრეთ ექიმს, რათა დაადგინოთ, ხომ არ უკავშირდება ეს ცვლილება რომელიმე შინაგანი ორგანოს დაავადებას:

- ზოგჯერ სილურჯე ჟანგბადის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და სისხლმბად ორგანოთა სისტემის არასრულფასოვანი მუშაობით არის გამოწვეული.

- ლურჯი რგოლები შესაძლოა თირკმელთა მუშაობის დარღვევის მაუწყებელიც იყოს. როცა ორგანიზმში სითხის ცვლა დარღვეულია, ჭარბი სითხე უჩვეულო ადგილებზე იდებს ბინას. ასეთ დროს სიშავეს აუცილებლად ერთვის შეშუპება და ტომრები ქუთუთოებზე.

- ზოგჯერ ლურჯი რგოლები ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პირველი ნიშანია.