რისი ბრალია თვალების ირგვლივ სიშავე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

რისი ბრალია თვალების ირგვლივ სიშავე

რისი ბრალია თვალების ირგვლივ სიშავე
თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლების არსებობა მემკვიდრული ხასიათისაც შეიძლება იყოს და რომელიმე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელიც . თვალების ჩაშავების მიზეზი თვალის ირგვლივ მდებარე კანის სისხლძარღვთა, კერძოდ, წვრილი ვენების გაფართოება და მათი გამჭვირვალობის მომატებაა.
ლურჯი რგოლების გაჩენის ზოგადი მიზეზებია: გამოუძინებლობა და გადაღლა; კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა; სტრესი; დეპრესია; თვალების მუდმივი სრესა - ამ ერთი შეხედვით უვნებელ ჩვევას ადვილად შეუძლია თვალების ჩაშავება გამოიწვიოს. ხელები ყოველთვის სუფთა არ არის, სრესა კი ნაზ ლორწოვან გარსსა და მის სისხლძარღვებს აღიზიანებს; კანის დაბერება - თვალების ირგვლივ არსებული ნაზი კანი სხეულის
სხვა უბნებთან შედარებით ადრე კარგავს ელასტიკურობას, სიმკვრივეს და ბუნებრივ ფერს; გაუწყლოება; ნიკოტინი - ის ავიწროებს სისხლძარღვებს, ქსოვილები ჟანგბადოვან შიმშილს განიცდიან და თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლები ჩნდება.
თვალების ირგვლივ სიშავესთან ბრძოლისთვის პირველ რიგში აუცილებელია ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილი, დაბალანსებული კვება, წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება, სტრესული სიტუაციების თავის
არიდება, კვების რაციონში მარილის შეზღუდვა. გარდა ამისა, დილაობით სახე ყინულის კუბიკებით გაიწმინდეთ, უკეთესია თუ კუბიკები მცენარეული ნაყენისგან იქნება დამზადებული; ქუჩაში, მზეზე გასვლისას ყოველთვის გაიკეთეთ მზის სათვალე; სვით ტომატის წვენი, გამოიყენეთ პიტნა, ლიმნის წვენი, ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც უხვად შეიცავენ E ვიტამინს; თუ მოიხმართ, შეამცირეთ სპირტიანი სასმელების და ნიკოტინის გამოყენება, შეზღუდეთ ყავა,და ცხიმიანი ხორცი; გაიკეთეთ მასაჟი თვალების ირგვლივ, ნუშის ზეთის გამოყენებით, 3 კვირის განმავლობაში.
გარდა ამისა: წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები ფრთხილად დაილაგეთ თვალების ქვემოთ, ზემოდან დაიფინეთ სველი ბამბის ტამპონი, გაიჩერეთ 10 - 15 წუთი. ან 1ს/კ ტომატის წვენი, 1ჩ/კ ლიმონის წვენი და პურის ფქვილი ერთმანეთში აურიეთ, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი თხელი მასა, წაისვით თვალების ქვემოთ, გაიჩერეთ 10 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით;
ან - 1 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი გაჭერით შუაზე, დაიდეთ თვალების ქვემოთ და გაიჩერეთ 20 წუთი.
თუ სილურჯე არც მემკვიდრეობითია და არც დასვენების შემდეგ ქრება, ის შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებდეს.
ასეთ შემთხვევაში უნდა ესტუმრეთ ექიმს, რათა დაადგინოთ, ხომ არ უკავშირდება ეს ცვლილება რომელიმე შინაგანი ორგანოს დაავადებას:
- ზოგჯერ სილურჯე ჟანგბადის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და სისხლმბად ორგანოთა სისტემის არასრულფასოვანი მუშაობით არის გამოწვეული.
- ლურჯი რგოლები შესაძლოა თირკმელთა მუშაობის დარღვევის მაუწყებელიც იყოს. როცა ორგანიზმში სითხის ცვლა დარღვეულია, ჭარბი სითხე უჩვეულო ადგილებზე იდებს ბინას. ასეთ დროს სიშავეს აუცილებლად ერთვის შეშუპება და ტომრები ქუთუთოებზე.
- ზოგჯერ ლურჯი რგოლები ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პირველი ნიშანია.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 03-08-2018
კოკაბი
არის ისეთი ნელსაცხებელი რომელიც გარკვეულ დროის მოხმარების შემდეგ სიშავეებს გააქრობს?
თარიღი : 21-01-2017
ასბერ რე
აჰვბტრრბჰ,ტ4ოეპუ ------ :D გეთანხმები ნამდვილად ეგრეა
თარიღი : 20-03-2015
ele
გამარჯობა, თუ თვალის სიშავე მემკვდრულია მაშინ რა შეიძლება გავაკეთო? ძალიან დავიტანჯე აღარ ვიცი რა ვუშველო ამ სიშავეებს :(
თარიღი : 12-02-2015
აჰვბტრრბჰ,ტ4ოეპუ
სისულელეა, უსექსობის ბრალია ეგ ყველაფერი, უსექსობამ დაღუპა საქართველო
რეკომენდებული პროდუქტები
კანის ფორმულა - 28აბი
ფასი: 57.5
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
სახის კანის პრობლემები ხშირად მისი არასწორი მოვლის გამო ჩნდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახის დაბანის რეჟიმსა
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
ახალგაზრდობისა და სილამაზის ხანგრძლივად შენარჩუნება დიდწილად კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ხშირად სახის კანზე ჩნდება გამონაყარი, სიწითლე ან აქერცვლა. მსგავსი პრობლემების აღმოცენება შეიძლება რამდენიმე
ყველაფერს, რაც საჭიროა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის, უხვად გვაძლევს ბუნება, მთავარია,
ამიერიკის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის აკადემიის მონაცემების თანახმად, უკანასკნელი ხუთი
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად