რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს ვერიდოთ ორსულობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს ვერიდოთ ორსულობის დროს

აკუტანი

ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა აკუტანი. ის თანდაყოლილ დეფექტებს იწვევს.

რეტინოიდები

რეტინოიდები ასაკის საწინააღმდეგო და დამატენიანებელი კრემების შემადგენლობაში შედის. ისინი, ფაქტობრივად, ვიტამინების წინამორბედებია, რომლებიც ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. ამ ნივთიერებათა შემცველი კანის მოვლის საშუალებები მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, ორალურმა რეტინოიდმა, იზოტრეტინოინმა, კი შესაძლოა თანდაყოლილი დეფექტებიც გამოიწვიოს.

პარაბენი

კოსმეტიკურ საშუალებათა წარმოებისას პარაბენს კონსერვანტად იყენებენ. ის კოსმეტიკას ბაქტერიებისა და სოკოებისგან იცავს. ორსულობისას პარაბენიანი საშუალებების გამოყენება არცთუ უსაფრთხოა, რადგან ეს ნივთიერება არღვევს სასქესო ჰორმონების ცვლას. მაგალითად, მეთილპარაბენის ზემოქმედებით ირღვევა ენდოკრინული ჰორმონების სეკრეცია, იცვლება ესტროგენის დონე და ვითარდება გართულებები.

აცეტონი და სპირტიანი გამხსნელები

მანიკიურისა და პედიკიურის დროს ხშირად იყენებენ სპირტის შემცველ საშუალებებს. ფრჩხილიდან ლაქის მოსაშორებლად გამოიყენება აცეტონისა და ეთანოლის შემცველი სითხე, რომელიც ადვილად ორთქლდება, ორთქლს კი ადამიანი ჩაისუნთქავს. ქალისთვის ის უსაფრთხოა, მაგრამ მავნებელია ნაყოფისთვის, ამიტომ მანიკიური და პედიკიური უნდა გავიკეთოთ კარგად განიავებულ სათავსში, დოლბანდის ნიღბით, ან უარი ვთქვათ ორსულობისას ლაქის გამოყენებაზე.

სოიის პროდუქტები

სახის კანისთვის განკუთვნილი ნიღბების საკვანძო კომპონენტია სოია, რომელსაც კანის პრობლემების გააქტიურება შეუძლია, ამიტომ ქალებმა, რომლებსაც მელანოდერმია აქვთ, რეკომენდებულია, თავი არიდონ სოიის შემცველი კოსმეტიკის გამოყენებას.

სხვა ნივთიერებები

ფტალატი და დიბუტილფტალატი ფრჩხილების ლაქის, სადეპილაციო საშუალებების, დეზოდორანტებისა და სხვა კოსმეტიკური ნაწარმის კომპონენტებია. ისინი გავლენას ახდენენ ნაყოფის ზრდაზე. ტყვიის, 1,4-დიოქსანის, ჰიდროკორტიზონისა და ბენზოილ პეროქსიდის შემცველი კოსმეტიკა იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს. ტყვია გადის პლაცენტურ ბარიერს და ხელს უშლის ნაყოფის თავის ტვინის ნორმალურ ფორმირებას.

თმის საღებავი

თმის შეღებვა გულისხმობს მის დამუშავებას ქიმიური რეაქტივებით, რომლებმაც შესაძლოა ავნოს ნაყოფს, განსაკუთრებით - პირველ ტრიმესტრში, როდესაც პატარას ორგანოები ფორმირდება. სპეციალისტები ორსულობისას თმის შეღებვას არ გვიკრძალავენ, მაგრამ თავის შეკავების საფუძველი არსებობს. თმის საღებავის შემადგენლობაში შემავალმა ნივთიერებებმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ალერგიულ რეაქციას. ეს ნივთიერებები ორგანიზმში კანიდან და სასუნთქი გზებიდან აღწევს. მავნებელია ამიაკის ორთქლის შესუნთქვა, რომელსაც მრავალი საღებავი შეიცავს. ეს საყოველთაოდ არის ცნობილი, ამიტომ მწარმოებლები უშვებენ ისეთ პროდუქციას, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის ამიაკი, თუმცა ამიაკის შემცვლელები შეიძლება არანაკლებ ტოქსიკური აღმოჩნდეს. თუ ორსულობისას მაინც გადაწყვეტთ თმის შეღებვას, მელირებას გირჩევთ, რადგან ამ შემთხვევაში საღებავს ნაკლები კონტაქტი აქვს კანთან. თმა შეიღებეთ კარგად განიავებულ შენობაში და გამოიყენეთ ნატურალური საღებავები - ინა ან ბასმა.