ზედმეტად გარუჯვამ შესაძლოა ჭორფლი გამოიწვიოს

მათ შემადგენლობაში შედის ერთგვარი ფილტრი, რომელიც კანს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებისგან იცავს (ეს მზის სპექტრის ის ნაწილია, რომელსაც შეუძლია, კანის ნაადრევი დაბერება და სიმსივნის გამოწვევა).
გარეთ გასვლის წინ აუცილებელია დღის დამცავი კრემის წასმა. კრემებს დაცვის სხვადასხვა ხარისხი აქვს, რომელიც გამოისახება SPF აბრევიატურით და რიცხვითი მაჩვენებლით - 4-დან 60-მდე. გაამრავლეთ ეს ციფრი 15-ზე და მიიღებთ წუთების რაოდენობას, რომლის განმავლობაშიც კრემი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მაგალითად,SPF 12 ნიშნავს, რომ დამცავი კრემის წყალობით მზეზე 12-ჯერ მეტხანს შეგიძლიათ ყოფნა. თუ კრემის გარეშე 15 წუთში დაიწვებოდით, კრემის წასმის შემდეგ უფლება გექნებათ, 3 საათის განმავლობაში დატკბეთ მზის სხივებით. ჩვეულებრივ, თავდაპირველად დაცვის მაღალი ხარისხის კრემებს იყენებენ, შემდეგ კი თანდათანობით დაბალკოეფიციენტიანზე გადადიან.