როგორ მოვუაროთ კომბინირებულ სახის კანს ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ კომბინირებულ სახის კანს ზაფხულში

ჩამოიბანეთ ეს ქაფი გრილი წყლით (ცხელი წყალი არ გამოიყენოთ, იგი მშრალ კანს კიდევ უფრო გამოაშრობს, ცხიმიანს კი გააცხიმიანებს), გირჩევთ, ცხიმიანი უბნიდან ქაფის ჩამობანვისას გამოიყენოთ ხაოებიანი ნაჭერი (გამოვა ერთგვარი პილინგი).

დაბანის შემდეგ გაიწმინდეთ სახე შერეული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ტონიკით. დაბანის შემდეგ, თუ გაქვთ ფერიმჭამელები, წაისვით მათზე სპეციალური კრემი, დანარჩენ უბანზე კი წაისვით შერეული კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემი. ასაკობრივი ცვლელებების არსებობის შემთხვევაში კანზე უნდა წაისვათ რეტინოლის ან ჰიალურონის მჟავის შემცველი დამატენიანებელი კრემები.

სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად წაისვით დღის კრემი (მზისგან დამცავი -SPF ფაქტორის შემცველი).

საღამოს - დაბანა, მსუბუქი პილინგი, ტონიკი (ისე, როგორც დილას). ამის შემდეგ ნორმალური კანის უბანზე თხელ ფენად წაისვით ცხიმიანი კრემი, ცხიმიან უბანზე - ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კრემი ან ემულსია. ფერიმჭამელებზე - ფერიმჭამელების საწინააღმდეგო საშუალება.

ნიღაბი კომბინირებული კანისთვის:

კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მკვებავი, დამატენიანებელი და დამაშვიდებელი ნიღაბი, მაგალითად შვრიისგან: 1 სუფრი კოვზ ჰერკულესს დაასხით მცირე რაოდენობის თბილი წყალი (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ), გააჩერეთ 5 წუთი, დაიდეთ წინასარ გაწმენდილ და დაორთქლილ კანზე (ან ცხიმიან უბანზე), გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი.

კომბინირებული კანის დროს ყველაზე მშრალი ადგილია ქუთუთოები. ამის გამო თვალების რიგვლივ ადვილად ჩნდება ნაოჭები. მათი გაჩენის შესაფერხებლად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები და შრატები, რომლებიც შეიცავს: რეტინოლს, ჰიალურონის მჟავას, ალფაჰიდროქსიმჟავებს, ანტიოქსიდანტებს და აუცილებელია მზისგან დამცავი ფილტრების ხმარება ქუჩაში გასვლის შემთხვევაში.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლის ნიღაბი: ცხელი წყლის აბაზანაზე გაალღვეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, რომელსაც დამატებული ექნება 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და ერთი კვერცხის ცილა (ბეზე). ეს მასა წაისვით თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 15 წუთი. გაშროების შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გააკეთეთ ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში, მხლოდ ასეთ შემთხვევაში მოგცემთ იგი ეფექტს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სამკურნალო მცენარეების კომპრესი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი გამომშრალი გვირილა, კამა ან სალბი, დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთი გააჩერეთ თავდახურულ მდგომარეობაში. ამის შემდეგ გაფილტრეთ, გაყავით ორად, ერთი გააგრილეთ, მეორე შეათბეთ. შემდეგ ქუთუთოებზე მონაცვლეობით დაიფარეთ ხან თბილი, ხან ცივი საფენები.