როგორ მოვამზადოთ ხელის კრემი
ისეთი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას, როგორებიც არის ქარი, ყინვა, ჭუჭყი და სხვა.
საპონი აშრობს კანს, ამიტომ უმჯობესია, თხევადი საპნით ვისარგებლოთ. სასარგებლოა ხელებზე მონაცვლეობით ცხელი და ცივი წყლის გადავლება. ცხელი წყლით ხელების ხშირად ბანას არ გირჩევთ - კანს აშრობს. თუ კანი გამოგიშრათ, მაგრამ მკვებავი ან დამანოტივებელი კრემი შინ არ აღმოგაჩნდათ, წაისვით ხელებზე რამდენიმე წვეთი მზესუმზირას ზეთი და მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი ქაღალდის ხელსახოცით ფაქიზად შეიშრეთ. ეცადეთ, ქუჩაში სველი ხელებით არ გახვიდეთ - კანი გამოშრება და თუ მგრძნობიარეა, დასკდება.
ძალიან სასარგებლოა ხელის აბაზანები:
• ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის აბაზანა კვებავს და არბილებს კანს;
• ზღვის მარილის აბაზანა (2 სუფრის კოვზი მარილი 0,5 ლ წყალზე) სასარგებლოა ფრჩხილებისთვის;
• პიტნის ფოთლების აბაზანა დაღლილობას მოგიხსნით;
• გვირილისა და ცაცხვის აბაზანა არბილებს და ამშვიდებს კანს;
• ასევე სასარგებლოა კარტოფილის ნახარშის აბაზანა, რომლის შემდეგაც ხელებზე მკვებავი კრემი უნდა წაისვათ.
• აბაზანა მიიღეთ კვირაში ერთხელ.
შინ ასევე შეიძლება მოვამზადოთ ნატურალური მკვებავი კრემი ხელებისთვის: აიღეთ თითო სუფრის კოვზი კალენდულა, გვირილა, მრავალძარღვა და ორკბილა. ეს ყველაფერი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 6 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 50 გ ნაღების კარაქი, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ნაყენი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. ამ კრემს აქვს მკვებავი, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. თქვენი ფრჩხილები იბრწყინებს, თუ ფრჩხილის ფირფიტაში რეგულარულად შეიზელთ შტოშის წვენს, ღვინის ძმარს, წითელი ან შავი მოცხარის წვენს, ლიმონის წვენს. იხილეთ ვრცლად