როგორ ვუმკურნალოთ თმის "ბოლოჭამიებს" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ თმის "ბოლოჭამიებს"

არაბალანსირებული კვება; A, C, E, B ვიტამინების დეფიციტი; ულტრაიისფერი გამოსხივება; ქლორიანი წყალი; ქიმიური დახვევა; ხშირი ღებვა ამიაკის შემცველი საღებავებით; ფენის არასწორი მოხმარება; უხარისხო სავარცხელი და სხვ.

არსებობს ე.წ. თმის წებო, რომელიც დაბანილი მშრალი თმების ბოლოებზე ისმევა, აწებებს ორად გაყოფილ ბოლოებს და შემდეგ აწარმოებს აღდგენით პროცესს. ეფექტის მიღწევის დრო დამოკიდებულია თმების სტრუქტურაზე, მკურნალობის კურსი დაახლოებით 1-2-3 კვირას შეადგენს. პროცედურა ტარდება კვირაში 3-ჯერ. თუ ამ წებოს შეძენას ვერ შეძლებთ, მაშინ საჭიროა თმების გაყოფილი ბოლოების შეჭრა ანუ წვერის გახსნა.

გარდა ამისა, თმების ხარისხის თუ ზრდის გაუმჯობესების მიზნით გირჩევთ, შეიზილოთ თმებში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანოთ. მაგრამ იგი უნდა გაიჩეროთ არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში დააზიანებს თმებს. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას. გირჩევთ, შეარჩიოთ რბილი სავარცხელი, გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ანემიის გამოსარიცხად, მიმართოთ სტილისტს დაზიანებული ბოლოების მოსაჭრელად, პერიოდულად გაიკეთოთ მაიონეზის ნიღაბი, იკვებეთ სრულფასოვნად.

თუ თმა ხუნდება:

*თავის კანში შეიზილეთ 2-3 სუფრის კოვზი ხახვის ახალგამოწურული წვენი, თავზე დაიხურეთ და 2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

*აიღეთ 1 კვერცხი და 6 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე 15 წუთით და გულდასმით ჩამოიბანეთ.

*ათქვიფეთ ბლენდერში 150 გ ყაბაყი, გამოწურეთ, დაუმატეთ წვენს 0,5 ჭიქა რძე და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით თმაზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.