სახის პილინგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახის პილინგი

კანის უჯრედების სასიცოცხლო ციკლი 28-დღიანია. თუ მკვდარი უჯრედები არ მოვაშორეთ, ისინი დაახშობენ ფორებს, რაც შეაფერხებს ქსოვილებისთვის საკვები ნივთიერებების მიწოდებას და დააჩქარებს კანის დაბერებას. ამის თავიდან ასაცილებლად დროდადრო უნდა ჩავიტაროთ პილინგის პროცედურა. მიჩნეულია, რომ კანის ასაკობრივი ცვლილებები დაკავშირებულია ფოტოდაბერებასთან, ანუ ულტრაიისფერი გამოსხივების დამღუპველ ზემოქმედებასთან. ნაოჭები, პიგმენტაციის მომატება, სისხლძარღვოვანი ბადე და სხვა უსიამოვნებები პილინგის საშუალებით შეიძლება ნაკლებშესამჩნევი გავხადოთ. პილინგი ააქტიურებს კანის რეგენერაციის უნარს. უმნიშვნელო ნაკაწრიც კი მყისვე რთავს ორგანიზმში აღდგენითი პროცესების მექანიზმს. სწორედ ასე ხდება ძველი უჯრედების აქერცვლის შემდეგ. რეგენერაციის დროს გამომუშავდება ელასტინი და კოლაგენი, რომლებიც აყალიბებს კანის ახალ ფენას, ჭიმავს და ასწორებს ნაოჭებს. კოსმეტიკური პილინგის პირველივე პროცედურის შემდეგ კანი ხდება უფრო გლუვი, რბილი, ხავერდოვანი. ამ გზით შეიძლება მოვიშოროთ ასაკობრივი ლაქები, ნაწიბურები, ფერიმჭამელები და ბევრი სხვა პრობლემა.

პილინგი სახლის პირობებში

სქრაბის ჩვეული გამოყენება სავსებით შეესაბამება სახის პილინგს სახლის პირობებში. თუ რომელიმე საშუალების თაობაზე ეჭვი გაგიჩნდათ, ჯობს, კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმ -დერმატოლოგს ან კოსმეტოლოგს, რომელიც შეგირჩევთ შესაფერისი შემადგენლობის სქრაბს ოპტიმალური შედეგის მისაღწევად და ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად. კანის ტიპიდან გამომდინარე, სქრაბი შეიძლება გამოვიყენოთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ნატურალური კოსმეტიკის მოყვარულები პილინგ-ნიღბებს თავად ამზადებენ. ინგრედიენტებად შეიძლება გამოვიყენოთ შაქრის ფხვნილი, მარილი, ნუშის ქატო, დანაყილი კვერცხის ნაჭუჭი, შვრიის ფანტელი, ბრინჯი, ყავის ნალექი, მჭადის ფქვილი. ისინი უნდა შევურიოთ შემთბარ თაფლს, ზეითუნის ზეთს ან ხაჭოს.

მექანიკური პილინგი

თუ სახლის პირობებში ჩატარებულმა პილინგმა სასურველი შედეგი არ გამოიღო, სალონში მიბრძანდით. იქ პროფესიულ დონეზე ჩაგიტარებენ კანის გაწმენდის პროცედურებს. მაგალითად, მექანიკური პილინგი ტარდება კონტროლირებადი მანუალური და აპარატული წმენდის მეთოდებით, აგრეთვე წარმოებს კანის ზედაპირის გაპრიალება მიკრონაწილაკების ხახუნით ან სპეციალური აპარატების გამოყენებით. კანის ზედაპირზე ზემოქმედების სიღრმის მიხედვით განასხვავებენ სამი სახის მექანიკურ პილინგს. ზედაპირული (აპარატული ან მანუალური) პილინგი ტარდება ნატურალური ბეწვისგან დამზადებული მბრუნავი ჯაგრისით. ეს პროცედურა უმტკივნეულოა. იგი აუმჯობესებს კანის მიკროცირკულაციას და საგრძნობლად ათხელებს გარქოვანებულ ფენას. სახის ასეთი პილინგი ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია კვირაში ერთხელ, ხოლო მშრალი კანისთვის - თვეში ერთხელ. საშუალო პილინგი (მიკროდერმაბრაზია) გულისხმობს კანზე ალუმინის ჰიდროქსიდის მიკრონაწილების წნევით ზემოქმედებას, რაც, აქერცვლასთან ერთად, აპრიალებს და ასწორებს კანს. მიკროდერმაბრაზია სხვადასხვა სიღრმეზე მოქმედებს, ამიტომ მას მიაკუთვნებენ როგორც ზედაპირულ, ისე შუალედურ პილინგს. მისი კურსი 8-10 პროცედურას მოიცავს. ღრმა მექანიკური პილინგი ტარდება ანესთეზიით დიდი სიჩქარით მბრუნავი აბრაზიული დისკებით, რომლებიც კანის ზედაპირულ შრესთან ერთად აცილებს წვრილ ნაოჭებს, ლაქებსა და ნაწიბურებს. ამ პროცედურის შემდეგ აუცილებელია სპეციალური აღდგენითი მოვლა კანის შეშუპებისა და სიწითლის დასაცხრობად. კანის ულტრაბგერითი და ვაკუუმური პილინგი ასევე მექანიკურ მეთოდებად ითვლება. ულტრაბგერით დამუშავების დროს კანს შორდება მკვდარი უჯრედები, ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ცხოველქმედების პროდუქტები. ვაკუუმური პილინგი ხელს უწყობს ფორების გახსნას, ფერიმჭამელებისა და კომედონების მოშორებას.


ქიმიური პილინგი

სახის პილინგი შეიძლება ჩატარდეს მექანიკური ზემოქმედების გარეშეც. ქიმიური პილინგი ეფუძნება კანის ზედაპირულ უჯრედებთან მჟავების ურთიერთქმედებას. პილინგის სახეობა შეირჩევაა კანის ტიპისა და პრობლემების შესაბამისად. მოქმედი ნივთიერებები ორგანული მჟავებია. ზედაპირული პილინგისთვის იყენებენ გლიკოლის, რძის, ლიმონის, ღვინის, ვაშლისა და პიროყურძნის მჟავებს. ერთ-ერთი პოპულარული თანამედროვე მეთოდია რეტინის (ყვითელი) პილინგი. სულ დღეისათვის პილინგის 50 სახეობა არსებობს, რომელთაგან თითოეულს სპეციალისტები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ირჩევენ.

ფიზიკური პილინგი

სახის კანის გაახალგაზრდავებისთვის გამიზნულ მრავალფეროვან კოსმეტიკურ პროცედურებს შორის ფიზიკურმა პილინგმაც იპოვა თავისი მიმდევრები. კრიოთერაპიის მოქმედება ეფუძნება ცივ დამწვრობას კანზე მშრალი ყინულის ან თხევადი აზოტის ზემოქმედებით. ჩვეულებრივ, ეს პროცედურები ავსებენ გაწმენდისა და გაახალგაზრდავების მანიპულაციებს. ზედაბალი ტემპერატურა ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებასა და უჯრედების აღდგენას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანის უჯრედების კვებას, აძლიერებს როგორც ლოკალურ, ისე ზოგად იმუნიტეტს. კრიოთერაპია ამზადებს კანს კრემებისა და ნიღბების ზემოქმედებისთვის და ქმნის საუკეთესო პირობებს ეპიდერმისის მიერ საკვები კომპონენტების შესაწოვად. კანის სიცივით დამუშავება 5-30 წამის განმავლობაში გრძელდება. კურსი თვეში 6-8 პროცედურას მოიცავს. კრიოპილინგის პრობლემური მხარეებია რეაგენტების დაბალი - -80-დან -110 გრადუსამდე - ტემპერატურის შენარჩუნებისა და კანზე თანაბრად განაწილების სირთულე და მტკივნეული შეგრძნებები. ფიზიკური პილინგის კიდევ ერთი სახეობაა ლაზერული გაპრიალება - სპეციალური აპარატურა კანს მარტო სიგლუვეს კი არ ანიჭებს, არამედ აქტიურად აახალგაზრდავებს და კოლაგენის ახალი ულუფების გამომუშავებაში ეხმარება. თავად პროცედურა 20-30 წუთის განმავლობაში გრძელდება, ხოლო სიწითლე გაივლის 7-10 დღეში. რამდენიმე სეანსით შესაძლებელი ხდება იარების მოშორება, ნაწიბურების გაპრიალება, ხოლო წმენდის სიღრმის საიმედო კონტროლი ამ პროცედურას უსაფრთხოს ხდის.

კანის მოვლა პილინგის შემდეგ

ვინაიდან წმენდის ღრმა პროცედურა კანის მცირედ ტრავმირებას იწვევს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პილინგის შემდგომ მოვლას. პროცედურის, განსაკუთრებით - ქიმიური პილინგის, შემდეგ შედეგის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია მჟავას სუსტი ხსნარის გამოყენება. აუცილებელია დამატენიანებელი კრემებიც. წარმოქმნილი ქერქის მოშორება ძალდატანებით არ შეიძლება, წინასწარ მასზე აუცილებლად უნდა წავისვათ კრემი.

პილინგის ნაკლოვანებები

მიუხედავად მრავალი ღირსებისა, პილინგს, ისევე როგორც ყველა სხვა სამედიცინო თუ კოსმეტიკურ მეთოდს, აქვს მინუსებიც. მისი ერთ-ერთი ნაკლოვანებაა ჰიპერპიგმენტაციის კერების წარმოქმნა. ქიმიურმა პილინგმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კანის ინფექციის გამწვავებას. სისხლძარღვებსაც ყოველთვის არ “მოსწონთ” ეს პროცედურა. ღრმა პილინგის დროს კანის აღსადგენად საჭიროა არცთუ ისე ცოტა დრო. პროცედურის შედეგი დროებითია. მიუხედავად ამისა, ვერაფერი შეაჩერებს ქალის სილამაზისკენ სწრაფვას. ოღონდ პროცედურის შერჩევას გონივრულად უნდა მივუდგეთ. შინ რბილი პილინგისთვის შეიძლება დამოუკიდებლადაც შევარჩიოთ სქრაბი, უფრო ღრმა და საფუძვლიანი პროცედურისთვის კი უმჯობესია მივმართოთ სპეციალისტს.