სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ

ტენის დაკარგვის პროცესიც უფრო ინტენსიური ხდება, რაც უნდა გავითვალისწინოთ კანის მოვლის საშუალებების შერჩევისას. ამ ასაკიდან იწყება ნივთიერებათა ცვლის პროცესის შენელებაც, რაც ასევე ნეგატიურად აისახება კანის მდგომარეობაზე, ამიტომ კანის მოვლა 30-40 წლის შემდეგ ორიენტირებული უნდა იყოს არა მოვლის საშუალებების ეფექტურ შეფუთვაზე, არამედ კანის საჭიროებებზე.

ყოველდღიური მოვლა

ყოველდღიური მოვლა 30 წლიდან მოიცავს დაბანას (გასუფთავებას), ტონიზირებას, დატენიანებას და კვებას.

დაბანა

ცხიმიანი კანის დაბანა და მშრალის კოსმეტიკური რძით გაწმენდა უნდა დავიწყოთ 15 წლიდან. 30 წლის შემდეგ ჰორმონული ფონი გაწონასწორებულია, ამდენად, მუწუკები, ფერიმჭამელები, კანის არასასურველი სიპრიალე, შეიძლება ითქვას, წარსულს ჩაბარდა. კანი იღებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. პირის დაბანისას შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი ჯაგრისი - ის ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აცილებს მკვდარ უჯრედებს.

ტონიზირება

თუ ადრე ეს იყო დამატებითი ეტაპი და შეიძლებოდა დაბანასთან შეთავსება (ე.წ. “2 1-ში” საშუალებები), ახლა ცალკე გამწმენდი საშუალება უნდა შეიძინოთ და ცალკე - მატონიზირებელი.

დატენიანება

ყოველდღიურ დატენიანებას უკვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. საჭიროა მოვლის ის საშუალებები, რომელთა მოქმედებაც დიდხანს გრძელდება. მათი წასმა, კოსმეტოლოგების რეკომენდაციით, საჭიროა შინიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე. საზოგადოდ კი რეკომენდებულია, დამატენიანებელი კრემი დღეში 2-ჯერ მაინც წაისვათ. კანის დასანოტივებლად კარგია დილაობით პირის დაბანა გრილი (არა ყინულოვანი) წყლით. ნუ უგულებელყოფთ სპეციალისტის დახმარებას, რადგან ამ ასაკიდან კანი პროფესიონალურ მოვლას მოითხოვს.

კვება

კანის კვება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩნდება პირველი მიმიკური ნაოჭები, მათ კი სწორად უნდა ვებრძოლოთ ასაკის შესაბამისად შერჩეული ღამის კრემებით. შეარჩიეთ ისეთი კრემები, რომლებიც შეიცავს კოლაგენსა და ანტიოქსიდანტ-ვიტამინებს - A-ს, E-ს, ჩ-ს. თვალების ირგვლივ ზონას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. აქ რეკომენდებულია არა ზოგადი მოქმედების კრემების წასმა, არამედ ისეთებისა, რომლებიც მოწოდებულია სწორედ თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად: თვალების ირგვლივ არსებული რგოლებისა, ნაოჭებისა და ა.შ.

პერიოდული მოვლა

პერიოდული მოვლა გულისხმობს ნიღბებსა და პილინგს. ეს უკანასკნელი სასურველია ჩავიტაროთ კვირაში 1-ხელ ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის და 10 დღეში 1-ხელ მშრალისთვის. სქრაბისა და ნიღბის გამოყენებისგან თავი შეიკავეთ, თუ გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია გაქვთ. განსაკუთრებული გულისყურით შეარჩიეთ მოვლის საშუალებები. ცხადია, ფასი ყოველთვის არ არის ხარისხის გარანტი, მაგრამ მეტისმეტად იაფფასიან საშუალებებსაც ერიდეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კისრის კანს - ისიც ისევე მოითხოვს მოვლას, როგორც სახის კანი. დეკოლტეს მიდამოს არასწორი მოვლის შემთხვევაში სწორედ კისერი გასცემს ქალის ასაკს. რუჯი კვლავ არ არის რეკომენდებული. სვით მეტი მწვანე ჩაი - ეს ძალიან უხდება კანს. კოსმეტიკური საშუალებები წაისვით მხოლოდ სამასაჟე ხაზების გასწვრივ. ამ ასაკში შესაძლოა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები: ატმისა, გარგარისა, მოცვისა, ალუბლისა. ყურადღება მიაქციეთ თბილ ნიღბებს - ისინი დადებითად მოქმედებენ ნერვულ უჯრედებზე, ანიჭებენ კანს სიმკვრივეს და ჯანსაღ ფერს. ასეთია, მაგალითად, გახეხილი კარტოფილისა და შემთბარი თაფლის ნიღაბი. თაფლი ოდნავ უნდა შევათბოთ, რათა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს. თიხისა და თაფლის ნიღაბი. აურიეთ მშრალი თიხა თაფლსა და ჩაის ნაყენში ფაფისებრი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე (უმჯობესია აბაზანის, შხაპის ან საუნის შემდეგ). გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ვიტამინოვანი  ნიღაბი. დააბლენდერეთ ოხრახუშის, ისპანახისა და სალათის ფურცლები, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი შვრიის ფაფა ან კარტოფილის ფქვილი. წაისვით სახეზე 15 წუთით, მოიწმინდეთ ბამბის ტამპონით, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. საფუვრის ნიღაბი. 1 კვერცხის გული და 20 გრამი საფუარი გააზავეთ ატმის ზეთით არაჟნის კონსისტენციამდე. წაისვით სახეზე 30 წუთით, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით. დამარბილებელი ნიღაბი. დაჭყლეტილ ბანანს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და 1/2 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი. წაისვით სახეზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.