მოვუაროთ ფრჩხილებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოვუაროთ ფრჩხილებს

  • რეგულარულად გაიკეთეთ ზეითუნის ზეთის აბაზანები ან ფუნჯით წაისვით თითის წვერებზე - ფრჩხილები მიიღებს ჯანსაღ შესახედაობას, კანი დატენიანდება, აქერცლილი ნუნები გაქრება, ფრჩხილები სწრაფად გაიზრდება და გამაგრდება.
  • გამოიყენეთ სპეციალური ზეთები. ისინი სხვადასხვანაირია სხვადასხვა ტიპის ფრჩხილისთვის.
  • რაც შეიძლება ხშირად ისვით ხელებისა და ფრჩხილებისთვის განკუთვნილი კრემი - მანქანაში, სამსახურში, ძილის წინ, შხაპის შემდეგ. ხელები გახდება ხავერდოვანი, ხოლო  ფრჩხილები ძლიერ და ჯანსაღ შესახედაობას მიიღებს.

ფორმა

ფრჩხილები კვირაში ერთხელ მაინც უნდა გავიქლიბოთ. ქლიბი უნდა ვამოძრაოთ ერთი მიმართულებით, რათა ფრჩხილები არ აშრევდეს. არასოდეს მოიჭრათ ფრჩხილის კიდე ბოლომდე - შეიძლება ჩაიზარდოს.

მასაჟი

ხელებისა და ფრჩხილების მასაჟი ხელს უწყობს ფრჩხილის ზრდას და ამაგრებს მას.

ხელის კანი

არ ამოიგლიჯოთ ნუნები - ისინი სპეციალური საკვნეტით მოიჭერით. კუტიკულა ძალიან ფრთხილად უნდა მოიშოროთ მხოლოდ სპეციალური დამარბილებელი საშულების გამოყენების შემდეგ.

მანიკიური

მანიკიურის გაკეთების წინ აუცილებლად დაილბეთ თითები აბაზანაში, ანდა მანიკიური გაიკეთეთ ჭურჭლის გარეცხვის ან შხაპის შემდეგ. არაფრით არ გაიკეთოთ მანიკიური ჭუჭყიან ხელებსა და მშრალ კანზე - შესაძლოა, ნუნები აიქერცლოს და ანთება დაიწყოს. როგორ გავიკეთოთ მანიკიური სახლის პირობებში? პირველ რიგში, ყველა ინსტრუმენტი კარგად დაამუშავეთ სპირტით ან ანტისეპტიკური ხსნარით. მოამზადეთ თბილი წყალი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი და ლიმონის წვენი. კარგად მოიშორეთ ლაქი ლაქის მოსაცილებელი სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს. ქლიბით ფრჩხილს სასურველი ფორმა მიეცით. არ გამოიყენოთ ლითონის ქლიბი - მას შეუძლია ფრჩხილი დააზიანოს. უპირატესობა მიანიჭეთ წვრილმარცვლოვან ქლიბს მუყაოს ან პლასტიკის ფაქტურით. ამის შემდეგ გაიხეხეთ ფრჩხილები სპეციალური ორმხრივი სახეხი ქლიბით ან ნატის ნაჭრით. ახლა შეგიძლიათ ჩაუშვათ ხელები მომზადებულ წყალში. ის კუტიკულას დაარბილებს. დარბილებული კუტიკულა ფრთხილად გადასწიეთ, შეეცადეთ, არ შეეხოთ ფრჩხილს. აუცილებლად გამოიყენეთ ლაქის ქვეშ წასასმელი დამცავი საშუალება. თუ ამ წესს უგულებელყოფთ, ლაქი შეაღწევს ფრჩხილის ფირფიტაში და შეიძლება პიგმენტაცია გამოიწვიოს. არ შეანჯღრიოთ ლაქის ფლაკონი გამოყენების წინ - ეს გამოიწვევს ბუშტუკების გაჩენას, რაც ხელს შეუშლის ზედაპირზე ლაქის თანაბარ წასმას. ლაქი ფუნჯის სამი მოსმით წაისვით: ერთხელ - ცენტრში და ორჯერ - გვერდებზე. ისარგებლეთ გამამაგრებელი საშუალებით, რომ ლაქმა დიდხანს გაძლოს. კუტიკულაზე მოხვედრილი ლაქი ფრთხილად მოიშორეთ ლაქის მოსაშორებელ სითხეში დასველებული ბამბის ტამპონით. ზამთრის სიცივე და ვიტამინების ნაკლებობა ხელის კანსა და ფრჩხილებზე აისახება. გირჩევთ აბაზანის რამდენიმე რეცეპტს ფრჩხილების გასამაგრებლად და სამკურნალოდ.

  • ერთი სუფრის კოვზი ზღვის მარილი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში. გააჩერეთ შიგ ხელები 10 წუთს. შემდეგ ფრჩხილები შეიმშრალეთ ხელსახოცით და წაისვით ნებისმიერი მკვებავი კრემი.
  • 2 ჩაის კოვზ სუფრის მარილს დაუმატეთ 3-4 წვეთი იოდი, 1/3 ჭიქა ფორთოხლის წვენი და 1/3 ჭიქა თბილი წყალი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. ჩაუშვით თითები აბაზანაში ისე, რომ ფრჩხილები ხსნარმა დაფაროს. გააჩერეთ 5-10 წუთს. პროცედურის შემდეგ ხელები გაიმშრალეთ და წაისვით ნებისმიერი კრემი.
  • 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 3 სუფრის კოვზი სუფრის მარილი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი 5%-იანი იოდის ხსნარი. კარგად აურიეთ. ჩაუშვით თითები ამ აბაზანაში 10-15 წუთით.

    ლ გლუვი და პრიალა ფრჩხილები რომ გქონდეთ: 1/3 ჭიქა ზეთი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაში, დაუმატეთ მარილი, გულდასმით აურიეთ. ჩაუშვით შიგ თითები და 15-20 წუთს გააჩერეთ, შემდეგ 3 საათით ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები. პროცედურის შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ.